სიახლეები

ვნებათაღელვა ახალი მეჩეთის გამო

30.05.2012 • • 1160
ვნებათაღელვა ახალი მეჩეთის გამო

ავტორი: ნიაზ მალაყმაძე, ბათუმის მცხოვრები
საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლების შეთანხმებას კულტურული ძეგლების რეაბილიტაციასა და მეჩეთის აღდგენაზე, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს – არიან მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ამას განსაკუთრებით ის პირები ეწინააღმდეგებიან, რომლებიც დაინტერესებული არიან,იყოს ქაოსი და დაპირისპირება ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის რელიგიის გამო. ამ წამოწყებას მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც პირდაპირ უარყოფს ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების შედეგებს. ისინი აცხადებენ, რომ ეს წამოწყება უნდა ჩაიშალოს, რადგან აჭარა საქართველოს შემადგენლობაშია და საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა. ერთგვარ შიშს გამოხატავენ, რომ ისლამი მოიკიდებს ფეხს და ქრისტიანობა შეფერხდება.
დღეს საქართველოში მრავლადა არიან პიროვნებები, რომელთაც საბოლოოდ შეუსისლხორცებიათ აზროვნების ძველი ფორმები და მოქმედების ძველი წესრიგი. დღეს, 21-ე საუკუნეა. თურქეთი კი სეკულარული სახელმწიფოა და მას არ სჭირდება პოლიტიკური სახე მისცეს ამ პროცესს. ასევე საქართველომაც მიიღო კანონი რელიგიის შესახებ და გახდა სეკულარული სახელმწიფო. ორ მეზობელ სახელმწიფოთა შეთანხმებით, ორივე მხარე მოგებული რჩება.

საქართველოს საპატრიარქოს კი, პირველად დიდი ხნის შემდეგ, ექნება უფლება ჰქონდეს საკუთარი ეკლესია, ჩაატაროს წირვა-ლოცვა და აღადგინოს კულტურული ტრადიციები, რაც დღემდე შეუძლებელია.

რაც შეეხება მოქმედ მეჩეთებს აჭარაში, მას დიდი ხნის ისტორია აქვს და თითქმის ყველა სოფელში (გარდა მაჭახლის ხეობის) მოქმედებს. ამიტომ, რადგან აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანია, მეჩეთის აშენებას ბათუმში მხარს დაუჭერს. ეს კი გამოიწვევს დაპირისპირებას მუსლიმანებსა და მართლმადიდებლებს შორის, როგორც ეს იყო 1991 წლის აპრილში, რამაც უარყოფითი როლი ითამაშა ერთიანი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ამის წყალობით 13 წლის განმავლობაში თითქმის არ ემორჩილებოდა ხელისუფლებას. თუკი დღეს ეს განმეორდა, შედეგი უფრო წამგებიანი იქნება მართლმადიდებისთვის. როგორც ირკვევა, საპატრიარქოს არ აინტერესებს მეზობელ ქვეყანაში არსებული ეკლესია-ნაგებობების აღდგენა. მას აშინებს ისლამის არსებობა აჭარაში. ამ ფონზე კი შუღლის ნიშნები ჩნდება ბათუმში მუსლიმანებას და ქრისტიანებს შორის.

მე პირადად მქონდა უთანხმოება პირებთან, რომლებიც იქცევიან გამომწვევად და ხმამაღლა აცხადებენ ერის მოღალატეებად ადამიანებს, რომლებიც არიან ისლამის მიმდევრები და ბათუმში მეჩეთის მშენებლობის მხარდამჭერები. სწორედ ამიტომ, წინ უნდა აღვუდგეთ ამ ველურ ნაციონალიზმს დ ვისწარფოთ პროგრესისკენ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიწყოს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების და მეჩეთების მშენებლობა და რესტავრაცია, რისი უფლებაც ისედაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელო დასის წარმომადგენლებმა, ბოლოს და ბოლოს უნდა განსაზღვრონ, რომ თავიანთი შეუფერებელი პასიური პოზიციით უკვე შეუწყეს ხელი ანტიქრისტიანულ-ანტეროვნული შუღლსა და სისხლის ღვრას 1991-1992 წლებში, როდესაც ამის აღსაკვეთად არაფერი მოიმოქმედეს. პირიქით, აქტიურად ახალისებდნენ ეროვნული მთავრობის დამხობას. სამღვდელოებას ამ ხნის განმავლობაში კიდევ მრავალ უკეთურობის აღსაკვეთად არ ამოუღია ხმა.

გადაბეჭდვის წესი