სიახლეები

გამომგონებელი კაცი

30.05.2012 • • 2214
გამომგონებელი კაცი

ავტორი: სულხან სალაძე, დაწერილი ამბები

ეს ის შემთხვევაა, როცა არც ვიცი ზუსტად საიდან დავიწყო…

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა არცერთი კაცის დაწერილი “ამბავი” არ გადამიკთხავს იმდენჯერ რამნდენჯერც ერლომ ახვლედიანის.

უბრალო და ძალიან მარტივი, იმდენად მარტივი, რომ რთული. რთული, მაგრამ მაინც ძალიან მარტივი და წინააღმდეგობებით სავსე ამბები. ამბები, რომელიც თითქოს კითხვასაც არ გიტოვებს, მაგრამ ერთი კაცის არ იყოს რაც არ უნდა გარშემო უტრიალო მაინც ვერაფრით შეხვალ შიგნით (მგონი ასე უკეთესიცაა).

ერლომის “ამბები” სწორედ მაშინ იწყება როცა კითხვას მორჩები. ჰო, მორჩები და გგონია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოაჩინე. მერე ისევ, რომ წაიკითხავ უფრო მნიშნვნელოვანს აღმოაჩენ. წყანარად, მშვიდად…  ყველაფერი კი თავდაყირა დგება.

დღეს დილით მერამდენიღაცაჯერ გადავიკითხე “აღუ” და ყველაფერი პირიქით დავინახე. დავინახე ისე თითქოს ადრე არც კი ეწერა და ჩემს წილ “აღუში” ახლა ჩაამატა ვინმემ. აი: “რატომღაც მეგონა, მეორე დღეს ორი ვიქნებოდი… რა კარგი იქნება, შენს თავს გარედან ისევე ხედავდე, როგორც გრძნობ ამას შიგნიდან… იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს ჩემს თავზე, რომ მე სხვა გამოცდილება არა მაქვს… ჩემში ცვივა ხმები, ბგერები, ხმაური, სიტყვები“…

არაფერს ვამბობ “ვანო და ნიკო“-ზე (ან რა უნდა ვთქვა).

უბრალოდ გენიალური “კოღო ქალაქში“. პირველად ერთ ჩემ მეგობარს, რომ წავაკითხე კოღო იმ საღამოს ფოსტაზე მომწერა: აღარასოდეს მოვკლავ კოღოს.

კოღოდან: “არარსებობა არსებობის უცნაური ფორმაა… წაიღეს უფრო მეტი, ვიდრე მქონდა… ერთ ბილიკში ორი ბილიკია… ერთი ბილიკი მისკენ მიდიოდი, ხოლო მეორე – მისგან… სიბნელე თვალისმომჭრელად კაშკაშებდა… ტაშს უკრავდა სიჩუმე… სჯობს ოთახი არ გქონდეს და თავად იყო, ვიდრე ოთახი გქონდეს და თავად არ იყო… მავიწყდება ყველაფერი გარდა იმისა, რომ ვარსებობ. მაგრამ ხანდახან ისიც მავიწყდება, რომ ვარსებობ და მაშინ, სამწუხაროდ ყველაფერი დანარჩენი მაგონდება… წიგნები კარადაში თავ-თავიანთ ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს… ყველის ნამცეცები მალულად და მორცხვად აპარებდნენ თვალს პურის ნამცეცებისკენ… სულ ეს არის ცხოვრება. და თუ ცხოვრება ეს არის სულ, მაშინ იგი არაფერი ყოფილა… ის ყველაფერი იყო, მე კი მუდამ ადამიანი ვიყავი… წერტილი ადგა და წავიდა“…
ერთის კაცის ამბავი“?…  “ესიზმრა: მის გარდა ყველა თვითონ იყო“…
ან კიდევ, “გულმავიწყი კაცის ამბავი“… “ბოლოს, არაფერი დარჩა დასავიწყებელი გულმავიწყ კაცს და სიცოცხლე დაავიწყდა.

ანდა სულაც, “კეთილი კაცის ამბავი“… “კეთილი იყო კაცი და ვირიც თავისი ტვირთით შესვა ვირზე.”

ნახევარკაცი“… “შურიანი კაცი“… “დღეგრძელი კაცი“… “მეოცნებე კაცი” და ა.შ. სხვა კაცების ამბები უსასრულობამდე.

ადრე, აი პირველად, რომ აღმოვაჩინე ერლომი (იმის მერე კიდევ ბევრჯერ აღმოვაჩინე), იმ წუთში გავიფიქრე: “ამბავი კაცისა, რომელიც ყველას ეგონა, რომ არ იყო…” სწორედ ერლომ ახვლედიანია.

სულ მგონია, რომ “გამომგონებელი კაცის ამბავი“-სთანა ამბავი გამოგონების შესახებ, ასე ერთი ამოსუნთქვით, რომ იკითხებოდეს და ყველაფერს იოლად ხსნიდეს არავის დაუწერია.

(ნაწყვეტები) გამომგონებელი კაცის ამბიდან: “გამომგონებელი კაცი იყო. ყველაფერს იგონებდა. იგონებდა იმას, რაც ჯერ არ გამოუგონიათ და იმასაც იგონებდა, რაც უკვე დიდი ხანია გამოიგონეს. იგონებდა იმას რაც არ ღირდა გამოგონებად და იმასაც იგონებდა რისი გამოგონებაც შეუძლებელია.”
“ერთობ გამოუსწორებელი კაცი იყო გამომგონებელი კაცი. ჯერ იყო და თავისი თავი გამოიგონა…  და გამომგონებელმა კაცმა ყველა ჩვენ გამოგვიგონა.
ბოლოს მან უსასზრულო გზა გამოიგონა და იმ გზას დაადგა.
ერთგან “აღუ“-ში ასეთი რამ წერია: “კიდევ კარგი, ჩემ მაგიერ მე დავიბადე”
კიდევ კარგი.

გადაბეჭდვის წესი