სიახლეები

ბათუმური ეზოები, ანუ მე მიყ(ვ)არს ბათუმი:)

30.05.2012 • • 2010
ბათუმური ეზოები, ანუ მე მიყ(ვ)არს ბათუმი:)

 ავტორი:  მარიამ კვიკვინია

ერთ ასეთ ფაქტს შევესწარი – ბებია და შვილიშვილი სეირნობდნენ, ბავშვი შოკოლადს მიირთმევდა და ქაღალდი ძირს დააგდო. ეს ბებიამ დაინახა, მაგრამ შენიშვნა არ მისცა. როდესაც ვკითხე, რატომ არ მისცა ბავშვს შენიშვნა, ან თავად რატომ არ აიღო ქაღალდი, რა შენი საქმეაო მიპასუხა და ინტრიგანი მეძახა.

სტატიაზე მუშაობის დროს ბევრჯერ შევესწარი, თუ როგორ ყრიდნენ სრულწლოვანი გამვლელები ქუჩაში ნაგავს. მათ ვკითხე, თუ რატომ იქცევიან ასე და პასუხებიც მივიღე. ახალგაზრდა ყმაწვილმა, რომელმაც ჩემ თვალწინ დააგდო ნაყინის ქაღალდი, მითხრა, რომ მე ეს მომეჩვენა. შემდგომი შემთხვევაც ახალგაზრდა კაცს ეხება. “ერთი ნამწვით არ წყდება არაფერი, მე რომც არ დამეგდო, ვერ ხედავ, ირგვლივ რა სიტუაციაა? ყველა ასე იქცევა და მე დავაგდებ თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა” -მიპასუხა მან.
კორპუსების ეზოებში არსებულ სიბინძურეზე საუბარი ამ სახლებში მცხოვრებლებთან ვცადე. ბევრმა, მეზობელთან კონფლიქტის შიშით კომენტარი მხოლოდ ანონიმურობის დაცვის გარანტიით მოგვცა. მათ რიცხვს არ მიეკუთვნება ერთ-ერთი უბნის მცხოვრები, 82 წლის ეთერ კახიძე: “არჩევნები რომ მოახლოვდება, ზუსტად მაშინ გამოაგზავნიან მეეზოვეებს. ეს ხდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ჩვენი ეზო სამი თვის წინ დახვეტეს, ვითომ უნდა მოსულიყვნენ კიდევ, მაგრამ… იყო პერიოდი, ვაგროვებდით ფულს და კვირაში ორჯერ ვახვეტინებდით ერთ კაცს, მაგრამ მერე მეზობლებს თანხა ეძვირათ და ის კაციც წავიდა თავის გზაზე. ზოგი ფანჯრიდან ყრის, მაგალითად, ქათმის ძვალს, კატა შეჭამსო. მერე ბუზი ესევა ნაგავს. უკულტურობის ბრალია, ფანჯრიდან ძვლებს რომ გადმოყრის, ალბათ სახლშიც ისეთივე სიტუაცია აქვს”
“ყველას აწუხებს დანაგვიანებული ეზო. “დომკომი” რომ ერქვა ადრე, ისე რომ იყოს ახლაც, მე, პირადად, თანახმა ვიქნები. ყოველთვის ურნაში ვაგდებ ნაგავს, ხაჩიძემ ტელევიზორში თქვა – ვინც ქუჩაში დააგდებს ნაგავს, დედაზეა დაგინებულიო და მას შემდეგ ერთი სიგარეტის ნამწვიც კი არ დამიგდია ძირს” – ამბობს მიხეილ მელუა.
45 წლის ქალბატონი, რომელიც ლუდის ქარხნის უბანში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს, ამბობს, რომ ძალიან აწუხებს ეს პრობლემა, რადგან მისი ეზო ყოველთვის მოუწესრიგებელია. იგი საკუთარი ძალებით მხოლოდ სადარბაზოს ასუფთავებს. თუ მეზობლები გადაინაწილებენ როლებს, ისიც სიამოვნებით ჩაერთვება ამ საქმეში, მაგრამ როცა სხვები თავს არ იწუხებენ, მხოლოდ საკუთარ თავზე ვალდებულებას არ აიღებს.
მეორე შუახნის ქალბატონის თქმით, რომელიც ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, 6 მაისის პარკთან ახლოს ცხოვრობს, მისი ეზო მეტ-ნაკლებად სუფთაა, რადგან თვეში ერთხელ მეეზოვე მიდის და ასუფთავებს, თუმცა კარგი იქნებოდა, კვირაში ერთხელ მაინც ხვეტავდნენ. მისი თქმით, მეზობლებს ნაგავი ვერ მიაქვთ ურნამდე და პოლიეთილენის პარკებში თავმოყრილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს შუა გზაში ტოვებენ. “საოცარია, მაგრამ ეზარებათ ურნამდე მიტანა. შე კაი კაცო, თუ გამოხვედი სახლიდან და წამოიღე ნაგავი, ორი ნაბიჯის გადადგმა ნუ გეზარება და მიიტანე ბოლომდე”
გამწვანება სად არის? გაზონებია გასაკრეჭი და აგვიანებენ მოსვლას, ნაგავთან ერთად ესეც გვაწუხებს” – საუბარში გვერთვება კიდევ ერთი ქალბატონი. მისი თქმით მას, ვისაც ოჯახში არ უყვარს სისუფთავე, ის არც ქუჩაში დაიცავს წესრიგს. ძირითადად კი, ეზოს ახალგაზრდები ანაგვიანებენ.
“სახლში ხომ არ ყრიან ნაგავს? ისევე არ უნდა დაყარონ ეზოში, ქუჩაში. გასაგებია, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს სათანადოდ, მაგრამ ყოველ დღე რომ ხვეტოს ვიღაცამ, ეს პრობლემა მაინც იქნება, რადგან ხალხს არ აქვს შეგნება. რამდენჯერ მინახავს ხეებზე შემორჩენილი პარკები, ფანჯრიდან მოსროლილი პამპერსები. ისე ფანჯრიდან, ძირითადად, სიგარეტის ნამწვებს და ხილის კურკებს ისვრიან” – ეს კომენტარი კი 23 წლის ანის ეკუთვნის, რომელსაც ისევე აწუხებს ეზოს სიბინძურე, როგორც თავის ასაკოვან მეზობლებს.
ბათუმი აქტიურად ემზადება ტურისტების მისაღებად, მათ შორის კერძო სექტორშიც.

გადაბეჭდვის წესი