მთავარი,სიახლეები

არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურა არ შედგა

05.07.2016 • 1540
არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურა არ შედგა

შვიდი მომხრე და რვა წინააღმდეგი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. კეჭისყრაში მონაწილეობა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და მედეა ვასაძემ არ მიიღეს.

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატორი „ ნაციონალური მოძრაობა“ იყო. სხდომას თვრამეტი დეპუტატი ესწრებოდა. დღესვე უმაღლესმა საბჭომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პარმენ ჯალაღონია, ხოლო უსკოს წევრად სოფიო კახაძე დაამტკიცა.

ამავე თემაზე:უსკოს თავმჯდომარის არჩევისა და მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი

პარმენ ჯალაღონია უსკოს თავმჯდომარედ დაამტკიცეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: