მთავარი,სიახლეები

კულტურის სამინისტრომ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდო გადასცა

02.03.2019 • 2635
კულტურის სამინისტრომ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდო გადასცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მსახიობ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიანიჭა. ჯილდო სიხარულიძეს, 1 მარტს, ბათუმში გამართულ საიუბილეო საღამოზე გადასცეს.

სცენაზე ჯილდოს გადასაცემად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი ავიდა. რომელმაც გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“ ჯილდოსთან ერთად საპატიო სიგელი  პირადად გადასცა.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო 1 მარტს გაიმართა. საღამოს ორგანიზატორი აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა კავშირი იყო.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო ვის და რა დამსახურებისთვის გადაეცემა.   „ბათუმელები“ სამინისტროს კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: