მთავარი,სიახლეები

დამატებით 21,9 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის

08.02.2019 • 1912
დამატებით 21,9 მილიონი ლარი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის

შპს „სტადიონმა“, ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 21 922 803 ლარია. როგორც „ბათუმელებს“ კომპანიაში უთხრეს, ამ ტენდერით სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მთლიანად დასრულდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, შესასრულებელია გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, მათ შორის გამწვანების, პარკინგის, ელექტრომომარაგების სისტემისა და განათების, ასევე IT ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები; უნდა მოეწყოს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების ინფრასტრუქტურული (საინჟინრო კომუნიკაციების) ქსელები და სხვა.

სამუშაოს შესრულების სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდი.

ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 24 თებერვალს დაიწყება და პირველ მარტს შეწყდება.

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს კომპანია ანაგი აშენებს. კომპანიასთან ხელშეკრულება 99 448 408 ლარზეა გაფორმებული [დღგ-ს გარეშე], საიდანაც კომპანიისთვის ამ დროისთვის უკვე გადახდილია 61 779 561 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 62%]. 

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონში“ განაცხადეს, „ანაგთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოეწყობა სტადიონის გადახურვა [რაც დაწყებულია], ასევე განათება, სკამები და მწვანე საფარი.

სტადიონის მშენებლობა 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმის მშენებარე სტადიონი / აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფოტო

მთავარი ფოტო: ბათუმის მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / ფოტო: აჭარის ეკონომიკის სამინისტრო

ამ თემაზე:

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: