მთავარი,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების გადაყენებაზე

06.02.2019 • 1951
თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების გადაყენებაზე

დღეს, 6 თებერვალს, სპეციალურ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ იგეგმება საკადრო ცვლილებები მთავრობაში – კონკრეტულად ხომ არ აპირებს მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების გადაყენებას.

კითხვაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს მოარული ხმებია:

„ჩვენ ვართ კონცენტრირებული საქმეზე და ამ ტიპის მოარულ ხმებს არ მივცემთ საშუალებას, რომ დისონანსი შემოიტანოს ჩვენს საქმიანობაში. გუნდი მუშაობს ერთსულოვნად და ბოლომდე, როგორც დღეს, ამ გადაწყვეტილებაში კონცენტრირებულია, მოახდინოს ჩვენი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, გჯერათ, რომ განათლების მინისტრი შამილიშვილი გამოასწორებს იმ შენიშვნებს, რომლებიც მიიღო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა: „მე მჯერა, რომ გუნდი არის ერთსულოვანი.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: