გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 დეკემბრის 21 საათიდან 17 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი
- ღამით: 3 – 8 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 18-19 დეკემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.