თანამდებობის პირები, რომლებსაც საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ტარების უფლება აქვთ:
1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე.
2. სამსახურის დირექტორატის უფროსი, სამსახურის უფროსის მრჩეველი, სამსახურის დირექტორატის უფროსის მოადგილე.
3. სამსახურის სამმართველოს უფროსი, სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
4. სამსახურის ინსტრუქტორ-კონსულტანტი, სამსახურის ექსპერტ-ანალიტიკოსი.
5. სამსახურის განყოფილების უფროსი, სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე.
6. სამსახურის დაზვერვის ოფიცერი, სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
7. სამსახურის დაცვის ოფიცერი, სამსახურის დაცვის თანამშრომელი.