მთავარი,სიახლეები

ელტონ ჯონმა გამოსამშვიდობებელი მსოფლიო ტურნე დააანონსა

25.01.2018 • 2466
ელტონ ჯონმა გამოსამშვიდობებელი მსოფლიო ტურნე დააანონსა

ცნობილმა ინგლისელმა პოპვარსკვლავმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა ელტონ ჯონმა გამოსამშვიდობებელი ტურნე დააანონსა.

გამოსამშვიდობებელი ტურნე Farewell Yellow Brick Road-ი 2018 წლის 8 სექტემბერს აშშ-ში დაიწყება და მის ფარგლებში ხუთ კონტინენტზე 300 შოუ გაიმართება. ტურნე 2021 წელს დასრულდება.

პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებლის ნახევარსაუკუნოვანი კარიერის დასასრული მუსიკოსის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე დაანონსდა. ტურნე მუსიკოსის გულშემატკივრებს „ჯერარნახულ” მუსიკალურ და ვიზუალურ თავგადასავალს ჰპირდება.

„ეს იქნება ბოლო, როცა მე ჩავატარებ ტურნეს და ვიმოგზაურებ სამყაროს ირგვლივ, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტები შეიცვალა. 10 წლის წინ რომ გეთქვათ მე დავასრულებდი ტურნეებს, გეტყოდით რომ არა, მე მოქმედი მუსიკოსი ვარ, მე ყოველთვის ვუკრავ… მაგრამ ჩვენ გვყავს ბავშვები და ამან შეცვალა ჩვენი ცხოვრება. 2015-ში მე და დევიდი დავსხედით მათი სკოლის განრიგით და გავიფიქრე, რომ არ მინდა აქედან ბევრი რამ გამომრჩეს. მე მქონდა საოცარი ცხოვრება, საოცარი კარიერა, ვიყავი წარმოუდგენლად ბედნიერი, უბრალოდ ჩემი ცხოვრება, ჩემი პრიორიტეტები შეიცვალა. ჩემი პრიორიტეტი ახლა ჩემი შვილები, ჩემი ქმარი და ჩემი ოჯახია. სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად ტურნეებს ვატარებ 17 წლის ასაკიდან, როგორც ელტონ ჯონი – 1969 წლიდან და ვიფიქრე, რომ სწორი დროა მადლობა ვუთხრა ყველა ჩემს ფანს  მთელი მსოფლიოს ირგვლივ, დავემშვიდობო მათ…. მე არ ვამბობ, რომ აღარ ვიქნები შემოქმედებითი, მაგრამ მე აღარ ვიმოგზაურებ,” – თქვა მან სპეციალურ შეხვედრაზე.

ელტონ ჯონის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქის გვერდზე საქართველოში, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტები 30 ივნისს და 1 ივლისს არის ჩანიშნული. როგორც Eastern Promotion- ი იუწყება, ელტონ ჯონი საქართველოს სწორედ ბოლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: