ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო (ვიდეო)

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე  21:00 საათზე აინთო. ნაძვის ხის ანთებამდე ბათუმელებს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე მიესალმა. საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში ბავშვებმა აანთეს.

სანტაკლაუსები ევროპის მოედანზე

მერის თქმით, 2017 წელი იყო ბევრი წარმატებისა და ასევე ტკივილის წელიც. ქალაქის მერის თხოვნით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპული  ადამიანების ხსოვნას წუთიერი პატივი მიაგეს.

ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის მოედანზე „აკრობატი“ სანტაკლაუსების შოუ გაიმართა. რამდენიმეწუთიანი ფეიერვერკის შემდეგ ჯაზბენდის კონცერტი დაიწყო.

ევროპის მოედანზე ნაძვის ხე აინთო

ნაძვის ხე ევროპის მოედანზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com