ბათუმის უნივერსიტეტის თეატრალური დასი პარიზში

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა პარიზში ფრანგულ-ქართული კულტურის დღეების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

 

 

უნივერსიტეტის სტუდენტები ფრანგი მაყურებლის წინაშე კომედიური ჟანრის სპექტაკლით – „ნაფტალინი“ წარსდგნენ.  სპექტაკლი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით რეჟისორებმა როინ დვალმა და გიორგი ფირცხალაიშვილმა დადგეს.


უნივერისტეტის ვეგბერდზე აღნიშნულია, რომ პრემიერამ უცხოეთში წარმატებით ჩაიარა და ფრანგული პრესის დადებითი შეფასება დაიმსახურა.


სტუდენტები პარიზში ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ მიწვევით, უნივერსიტეტისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. 



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


"ბათუმელები"