მთავარი,სიახლეები

მემკვიდრეობა, რომელსაც ჟანგი ედება

01.11.2017 • 4929
მემკვიდრეობა, რომელსაც ჟანგი ედება

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ერთ-ერთი ოფისის ეზოში, რამდენიმე ათეული წელია კვარცხლბეკზე დგას ჟანგმოდებული ორთქმავალი, რომელიც, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნეშია აშენებული„სადგურ ბათუმის“ თანამშრომელი ამბობს, რომ ორთქლმავალი სადგურისთვის ერთ-ერთ იუბილეზე საჩუქრად გადაუციათ, როგორც ისტორიის ნაწილი, მაგრამ არც მას და არც სხვებს არ ახსოვთ, მერამდენე იუბილეზე მიიღო  „სადგურმა ბათუმმა“ ეს საჩუქარი.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ძველი ორთქმავლის ბედით შეწუხებულია ბათუმელი გულნარა კაკაბაძე. ის ფიქრობს, რომ ამ ორთქმავლის „გადარჩენა“ მისი ვალდებულებაც არის. სწრედ ამიტომ მიმართა სხვადასხვა უწყებას მიექციათ მისთვის ყურადღება, თუნდაც ტურისტული მიზნებიდან გამომდინარე.

„ბათომის“ ხელმძღვანელის, ნინო ინაიშვილის თქმით კი, ეს არის გერმანული წარმოების ორთქლმავალი, რომლითაც დაახლოებით 15 წლის წინ ერთ-ერთი გერმანელი სპეციალისტი იყო დაინტერესებული და სწორედ ამ მიზნით ბათუმშიც იმყოფებოდა. ნინოსთვის უცნობია, რას იკვლევდა გერმანელი სპეციალისტი. ის ფიქრობს, რომ ორთქლმავალი ექსპონატია, რომელსაც უნდა მოვუაროთ.

მაგრამ ორთქლმავალს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ისტორიის ნაწილი, ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ არავინ უვლის, მისი დიდი ნაწილი დაჟანგულია და ირგვლივ ბალახია ამოსული.

მსგავს ექსპონატებს, როგორც წესი, ევროპის ბევრ ქვეყანაში ან ტურისტულ ქალაქში კარგად უვლიან. მაგალითად, მადრიდის რკინიგზის მუზეუმს  ყოველწლიურად თითქმის იმდენივე ვიზიტორი ჰყავს, რამდენიც სხვა ტურისტულ სანახაობებს ესპანეთში.

მადრიდში რკინიგზის მუზეუმში დამთვალიერებლებს შემეცნებით აქტივობას სთავაზობენ. წელიწადში ორჯერ კი აწყობენ დროში მოგზაურობას ვინტაჟური მატარებლით. ამ მუზეუმს აქვს ბიბლიოთეკა, საგამოფენო დარბაზები, კაფე და იმდენად ბევრი სანახაობის შემოთავაზება შეუძლია, რომ ხშირად იქ ტურისტები მთელ დღეს ატარებენ.

მადრიდის რკინიგზის მუზეუმი.
ფოტო: მუზეუმის ვებგვერდიდან

უცნობია რას უპირებს ორთქმავალს სადგური ბათუმი“. თანამშრომლებს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ. მათ არ აქვთ პასუხი კითხვებზე, რატომ არ უვლიან ექსპონატს.

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიას ინფორმაციით, „რკინიგზის სადგური“ თბილისში, ვანის ქუჩაზე რკინიგზის მუზეუმის აშენებას გეგმავს, სადაც რკინიგზასთან დაკავშირებულ ნივთებს შეაგროვებენ, სამუზეუმო ექსპონატად შეიძლება იქცეს ბათუმში განთავსებული ორთქლმავალიც.“

დაჩი  ცაგურიას ინფორმაციით, რკინიგზის სადგურმა შენობის პროექტის მოსამზადებლად კონკურსი უკვე გამოაცხადა, თუმცა ამ კონკურსის შესახებ „რკინიგზის სადგურის“ ვებგვერდზე ვერ ვიპოვეთ.

საქართველოს რკინიგზის ჩანაწერების მიხედვით, პირველი ორთქლმავალი ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე მოძრაობდა. ეს მონაკვეთი 1902 წელს გაუხსნიათ ბორჯომ-ხარაგაულის უბანზე. ხაზზე დიდი ხნის მანძილზე მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი. ამ სადგურს მეტსახელად „კუკუშკა“ დღემდე შემორჩენია.

ძველი ჭაღი სადგურ ბათუმის შენობაში. ეს ჭაღი აქ ბათუმის რკინიგზის სადგურის ძველი შენობიდან გადაუტანიათ [ახლა „თი ბი სი“ ბანკი].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: