„ქართული ოცნების“ სახე ხელვაჩაურში

„ქართული-ოცნების-სახე-ხ

ავტორი: ლელა დუმბაძე

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის ოფისს, თემურ კახიძე უხელმძღვანელებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა.   ალექსი პეტრიაშვილმა და ბიძინა გუჯაბიძემ ხელვაჩაურის ოფისის ხელმძღვანელად ყოფილი კალათბურთელი, თემურ კახიძე წარადგინეს. „მიხარია რომ ის არის წარმატებული სპორტსმენი და თანაც გუნდურ თამაშში, მე ძალიან ვაფასებ ამ ჩვევას“-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

„ეს ყველაფერი ყველა ჩვენთაგანის ოცნებების ახდენისკენ იქნება მიმართული. სააკაშვილს არ შესწევს უნარი პოლიტიკური ბრძოლა კონკურენტუნარიან გარემოში წარმართოს, ამიტომ წაართვა მან ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა“-განაცხადა პეტრიაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია: „ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას ფორმალურად გადასცემს ქართველი ხალხი, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი ოქტომბერში გააკეთებს არჩევანს მომავლისთვის, რომ აღარასოდეს საქართველოში აღარ გავხვდეთ მომსწრე მესიანიზმის და ერთი ადამიანის ნება სურვილებზე გადაწყვეტილებების მიღების“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge