შსს-ს ინფორმაციით, სარფში დაკავებულია 1972 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. „ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პოლიციის ინფორმაციით, მოქალაქეს პირადი ჩხრეკისას, 90 აბი სუბოქსინი აღმოაჩნდა. „გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით …
Tag Archives: შსს
ბათუმში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი ბავშვი დაშავდა
ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი ქალი და ორი ბავშვი დაშავდა ე.წ. „ბომბაჩკების“ აფეთქების შედეგად. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც სასწრაფოში გვეუბნებიან, პირველ შემთხვევაში „ხლაფუშკა“ თვალთან მოხვდა ერთ-ერთი ბავშვის მშობელს და გადაიყვანეს საავადმყოფოში. „პირველ შემთხვევაში ბავშვს შედარებით მსუბუქი დაზიანება აღმოაჩნდა, თუმცა მეორე შემთხვევა იყო მძიმე, ბავშვს ხელში აუფეთქდა „ბომბაჩკა“ და თითი მოაწყვიტა, შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. …
Continue reading “ბათუმში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი ბავშვი დაშავდა”
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა
ბათუმში, თამარის გზატკეცილზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, „ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი ავტომობილით საავადმყოფოში გეგმიური ოპერაციისთვის მიჰყავდათ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში შემდეგ ჩვენმა ბრიგადამ გადაიყვანა“. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია …
Continue reading “ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა”
ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისწყალთან რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა; დაშავებულები სასწრაფო სამაშველო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა; გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ბათუმში ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, ქვეითად მიმავალ ქალს ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი [თავის არეში ჭრილობით], რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე სტაციონარში რჩება. „ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს რამაც …
Continue reading “ბათუმში ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა”
ავტოავარია ბათუმში – დაშავდა სამი ადამიანი
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. დაშავებულია სამი ადამიანი. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით დაშავებულთაგან ერთი ბავშთა საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი რეფერალურ საავადმყოფოში და ერთიც საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში; პაციენტებს აღენიშნებოდათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე …
Continue reading “ავტოავარია ბათუმში – დაშავდა სამი ადამიანი”
ქობულეთში გაუჩინარებული ბიჭის ფოტოებს ოჯახი ქუჩებში ავრცელებს
ქობულეთში, სოფელ დაგვაში გაუჩინარებულ 18 წლის გოგი დოლიძეს ეძებენ. მე-11 კლასელი ბიჭი 7 დეკემბრის მერე აღარ უნახავთ. დღეს დილიდან ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ინფორმაცია და ფოტოსურათი გაუჩინარებული ბიჭის ძებნის შესახებ. გაუჩინარებული გოგი დოლიძის და, თეონა დოლიძე ამბობს, რომ ინფორმაცია ძებნის შესახებ ბათუმის გარდა თბილისში, ქუთაისსა და ლანჩხუთში ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს. „რამდენიმე პირი დაგვიკავშირდა და …
Continue reading “ქობულეთში გაუჩინარებული ბიჭის ფოტოებს ოჯახი ქუჩებში ავრცელებს”
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს დილით ქობულეთში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე. თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა მდინარე კინტრიშის ხიდთან ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
შსს: ბათუმში დაკავებულის ბინიდან თოფი, ვაზნები და ხელყუმბარა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.მ. ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორლულიანი თოფი, 2 ვაზნა და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია,“ – აცხადებს შსს. გამოძიება …
Continue reading “შსს: ბათუმში დაკავებულის ბინიდან თოფი, ვაზნები და ხელყუმბარა ამოიღეს”
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში
ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა გზის გამყოფ ღობეს დაეჯახა; ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და „აჭარგანათების“ თანამშრომლები. თვითმხილველის თქმით, დაზიანებულია გამყოფი ღობე და გარეგანათება. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილი ქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ორი და უზბეკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო …
Continue reading “სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს”
„ლეოგრანდმა“ შესაძლოა სახელწოდება შეიცვალოს
სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტის, ირაკლი ჟორჟოლიანის განცხადებით, შესაძლებელია სასტუმრო „ლეოგრანდმა“ სახელწოდება შეიცვალოს. იურისტის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა „სავარაუდოდ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“-ამბობს ირაკლი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“ საუბრისას. სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის …
Continue reading “„ლეოგრანდმა“ შესაძლოა სახელწოდება შეიცვალოს”
შსს: ბათუმში 996 აბი ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ე. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა მან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 10 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალება …
Continue reading “შსს: ბათუმში 996 აბი ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს”
ბათუმში მძიმე ტექნიკამ მამაკაცი მოიყოლა
ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, კომპანია „ორბის“ მშენებარე ობიექტზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. სამუშაოების შესრულების დროს მძიმე ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი მოიყოლა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი, პოლიციისa და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მამაკაცი უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ქობულეთის პოლიციის უფროსმა გადადგომაზე პატაკი დაწერა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის პოლიციის უფროსი ზაზა გურჩიანი თანამდებობას ტოვებს. პატაკი თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ დაწერა. ეს, სავარაუდოდ, ქობულეთში, 25 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას უკავშირდება. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის ასაფეთქებელი მოწობილობების ამოღების …
Continue reading “ქობულეთის პოლიციის უფროსმა გადადგომაზე პატაკი დაწერა”
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები: თ.კ., გ.შ. და ზ.წ. „გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების – ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული …
Continue reading “ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს”
შსს-მ კვირიკეში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოღებაზე ინფორმაცია 5 დღის დაგვიანებით გაავრცელა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. 1982 წელს დაბადებული ქალი პოლიციამ ქობულეთში აიყვანა: „სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 1 ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. პოლიციის მიერ ბათუმში, ფ.ო.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი …
რეფერალური ჰოსპიტალი: დღეს ავარიის შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზეა
20 წლის მამაკაცი, რომელსაც დღეს ბათუმში მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაშავებული მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „მას აქვს თავის ქალის ტრავმა, ასევე გულ-მკერდის დაზიანება, დაზიანებული აქვს ქვედა კიდურებიც, დამწვრობასავით აქვს, როგორც ჩანს, მანქანამ ჩაითრია… მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,“ – ამბობს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი, ნათია ნუცუბიძე. …
Continue reading “რეფერალური ჰოსპიტალი: დღეს ავარიის შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზეა”
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოქალაქეს ტროტუარზე დაეჯახა
ფარნავაზ მეფისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს იმავე მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც #24 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი ტროტუარზე მდგომ მოქალაქეს დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში 4 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, ერთი ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას მიკროავტობუსი …
Continue reading “ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოქალაქეს ტროტუარზე დაეჯახა”
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საბაგირო გზის მიმდებარედ, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
შსს: გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ეს მონაცემები შსს-ს ინფორმაციით არ შეცვლილა. სასტუმროში ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ადგილზეა სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. სსკ-ის 243-ე მუხლის …
Continue reading “შსს: გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს”
ბარცხანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი იპოვეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება 14:40 წუთზე მიიღეს. „ჩვენ როცა გავედით კარი უკვე გაღებული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, გარდაცვლილი ქალი დაახლოებით 24 წლის იქნება. დაახლოებით 3-4 საათის გარდაცვლილია“-გვეუბებიან …
Continue reading “ბარცხანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი იპოვეს”
ბესიკ ამირანაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბესიკ ამირანაშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. 2016-2017 წლებში ბესიკ ამირანაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ის ამ თანამდებობიდან 2017 წლის 9 ივნისს კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ბესიკ ამირანაშვილის კადრების განკარგულებაში გადასვლას წინ უძღოდა საერთაშორისო სკანდალი, – …
სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, 1979 წელს დაბადებული ნ.ქ. ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 97 აბი და 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – აცხადებს შსს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს …
Continue reading “სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს”
შსს: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 191 აბი, 35 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული „სუბოქსინის“ ფხვნილი ამოიღეს“ – აცხადებს …
Continue reading “შსს: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს”
სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სომალის მოქალაქეები დააკავეს
ბათუმში, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფის) დასაცავ მონაკვეთზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სომალის რესპუბლიკის სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის …
რამდენმა პირმა თქვა უარი ნარკოტესტირების დროს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე
2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ნარკოტესტირების დროს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი უთქვამს 2 321 ადამიანს. ამ პერიოდში სამართალდამცველებს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე სულ 34 011 პირი გადაუყვანიათ განყოფილებაში. სტატისტიკური მონაცემი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ნარკოტესტირებით შემოწმებული პირებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა 13 972 ადამიანს. შსს-ს ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემი ასახავს, როგორც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე …
Continue reading “რამდენმა პირმა თქვა უარი ნარკოტესტირების დროს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე”
3 მილიონი ლარი შსს-ს მიერ ზოგადი ხედვის კამერების შესაძენად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2056 ზოგადი ხედვის კამერა უნდა შეიძინოს [შესაბამისი აღჭურვილობით და თანმდევი მომსახურებით]. კამერების შესაძენად სამინისტროს 3 მილიონ 84 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შსს-ს ინფორმაციით, სამინისტრო კამერებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შემსყიდველ ორგანიზაციებთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ყიდულობს. …
Continue reading “3 მილიონი ლარი შსს-ს მიერ ზოგადი ხედვის კამერების შესაძენად”
ავარია ბათუმში
ბათუმში, ლუკა ასათიანისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში, მოპედი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.
სამაშველო: ამობრუნებულ დელტაპლანზე ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ
ბათუმში დელტაპლანის სავარაუდო ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. „დელტაპლანის მეპატრონე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. დელტაპლანი ზღვაში, ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 5 ნოემბერს, სავარაუდოდ ჩამოვარდა. „სამაშველო სამსახურში შემოვიდა ზარი და მაშველები იყვნენ გასულები. დელტაპლანზე ერთი ირანელი ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ. მეპატრონე აცხადებს, რომ დელტაპლანი წყალში ამობრუნდა“, – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის …
Continue reading “სამაშველო: ამობრუნებულ დელტაპლანზე ტურისტი და პილოტი იმყოფებოდნენ”
ციხისძირში საქორწილო მანქანა ავარიაში მოყვა
ქობულეთში, ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებული პირები, მათ შორის პატარძალი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის კლინიკაში რჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ვიდეოკონტროლი: თუ ჯარიმას დროულად არ გადაიხდით, შსს ვიდეოჩანაწერს გამოაქვეყნებს
პირველი ნოემბრიდან ვიდეოჯარიმებზე ახალი წესი ამოქმედდა. „ჭკივიანი კამერებით“ სხვადასხვა სამართალდარღვევის ავტომატურად დაფიქსირდება. დღეიდან ასევე ამოქმედდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, თუკი პირი საჯარიმო ქვითარს არ ჩაიბარებს, ან ჯარიმას დროულად არ გადაიხდის, სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეო ან ფოტომასალა საჯაროდ გამოქვეყნდება. ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება. …
Continue reading “ვიდეოკონტროლი: თუ ჯარიმას დროულად არ გადაიხდით, შსს ვიდეოჩანაწერს გამოაქვეყნებს”
სარფში 8,3 გრამი ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული რ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 8,30052 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი და ტრამადოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 8 აბი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – ნათქვამია შსს განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო …
Continue reading “სარფში 8,3 გრამი ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს”
ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რესურსცენტრის შენობის წინ ინციდენტი მოხდა. ჩხუბის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაჭრეს, რომელიც ამ დროისთვის ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი. ქობულეთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ დაჭრილი საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებიათ. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ჩხუბი რამდენიმე ახალგაზრდას შორის მოხდა და ერთ-ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს …
რატომ ჭიანურდება პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეზე ძალადობის საქმის გამოძიება
გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა ირაკლი ქაჯაიას საქმეზე. გასული წლის ივლისში იგი სამართალდამცველებმა ბათუმის ბულვარში დააკავეს. პოლიციის ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, ირაკლი ქაჯაია პოლიციის მე-6 განყოფილებაში ჯანმრთელი შევიდა, იქედან კი ფიზიკური დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში – მას ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული. გამოძიება კონკრეტული პოლიციელების წინააღმდეგ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება, რითაც პოლიციელების …
Continue reading “რატომ ჭიანურდება პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეზე ძალადობის საქმის გამოძიება “