„შესაბამისად, ერთი თვის შვებულების ანაზღაურება – ჯამში 85 814 ლარი გაცემულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვას“. სახელმწიფო აუდიტმა 7 აპრილს გამოაქვეყნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც 2022-2021 წლებს მოიცავს. აუდიტის შეფასებით გამოვლინდა არაერთი დარღვევა. მაგალითად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური …
Tag Archives: ფინანსები
ბიზნესმენებმა ბათუმიდან „ოცნებას“ უკვე 1 მილიონი შესწირეს – არჩევნები 2021
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, 10 აგვისტოს მდგომარეობით, „ოცნებას“ მილიონზე მეტი ლარი შეუგროვეს შემწირველებმა აჭარიდან. შემწირველებს ოფიციალურ დოკუმენტში „ფიზიკურ პირებად“ მოიხსენიებენ, რეალურად, ისინი ბიზნესმენები არიან, თუმცა კომპანიის სახელით არ რიცხავენ თანხას. აჭარიდან „ოცნების“ მხოლოდ რამდენიმე შემწირველია ინდმეწარმე ან არ ირკვევა მათი საქმიანობის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, ამ დრომდე ბათუმიდან მმართველ პოლიტიკურ პარტიას 32-მა ბიზნესმენმა …
Continue reading “ბიზნესმენებმა ბათუმიდან „ოცნებას“ უკვე 1 მილიონი შესწირეს – არჩევნები 2021 “
რატომ გაზარდეს ბანკებმა სესხის პროცენტები
„სესხის საპროცენტო განაკვეთი ახლა იმიტომ კი არ იზრდება, რომ ბანკმა შემოსავალი გაიზარდოს, არამედ იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, ზოგადად, რისკები გაიზარდა. მარტივად რომ ვთქვათ, სესხის ვერგადახდის რისკი ახლა ძალიან მაღალია,“ – ასე ხსნის ეკონომისტი გიორგი კეპულაძე იმ გარემოებას, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიუხედავად, ბანკებში საპროცენტო განაკვეთი სესხზე ისევ იზრდება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების 9 პროცენტი 29 აპრილს …
Continue reading “რატომ გაზარდეს ბანკებმა სესხის პროცენტები”
რა იცვლება ახალი საგადასახადო ინიციატივით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის
ახალი რეფორმის შედეგად მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე იქნება. აქამდე მცირე მეწარმის სტატუსს მეწარმე 100 000 ლარის შემოსავლის ფარგლებში იღებდა. ამასთან, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-ის ნაცვლად 1%-იანი განაკვეთით დაიბეგრება. ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება, დაახლოებით 120 ათას მეწარმეს შეეხება, …
Continue reading “რა იცვლება ახალი საგადასახადო ინიციატივით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”
128 ათასი ლარი ბათუმში აფეთქების შედეგად გამოწვეული ზიანისთვის
ბათუმის მერია პირველადი მონაცემების საფუძველზე, 128 ათას ლარს გამოყოფს ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობების აღსადგენად. მერიის ინფორმაციით, ზარალის ოდენობა ბოლომდე დაზუსტებული არ არის და თანხა შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს. ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა 10 დეკემბერს, ასევე ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე სახლების ფასადებიც.
რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა უცვლელი დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის [სები] მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა და ის 7%-ია. რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირ კავშირშია კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთთან. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ავტომატურად იწვევს იმ სესხების საპროცენტო განაკვეთის გაზრდასაც, რომლებიც ლარშია გაცემული და მიბმულია რეფინანსირებაზე. ზოგადად, კომერციული ბანკები სების მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს ამატებენ მინიმუმ 2%-ს …
Continue reading “რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა უცვლელი დატოვა”
ფულის დაკარგვის რისკის შემცირება მის დაბანდებამდე – როგორ ამოვიცნოთ „ფინანსური პირამიდა“
„ის კომპანიები, რომელთა საქმიანობა არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნესსაქმიანობაში აბანდებენ,“ – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი [სები], რომელიც მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით. სების განცხადებით, საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში გამოჩნდა ისეთი ტიპის კომპანიები, „რომლებიც თანხის მათთან დაბანდების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში აღებული სესხების …
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესები ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება
საქართველოს ეროვნულ ბანკში [სები] მომზადდა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“, რომელიც სების ინფორმაციით, 2017 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება. „თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას, ამიერიდან ეს ვალდებულება დაეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსa და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს [საკრედიტო კავშირებს და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს]“ – აცხადებს სები. ეროვნული …
რა შეცვალა ეკონომიკის სამინისტრომ 5 მილიონის მითვისების შემდეგ
„ჩვენ შევცვალეთ საწარმოების წესდება გახმაურებული საქმის შემდეგ“, – ამბობს პაატა ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის განყოფილების ახალი ხელმძღვანელი. საუბარია შპს-ებზე, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წილებს ფლობს. „გახმაურებული საქმე“ კი ირაკლი ცეცხლაძეს უკავშირდება, „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ დირექტორს, რომელმაც 5 მილიონი ლარის მითვისება მოახერხა. სახელმწიფო შპს-ებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, შპს-ს დირექტორს აღარ ექნება უფლება ხელზე …
Continue reading “რა შეცვალა ეკონომიკის სამინისტრომ 5 მილიონის მითვისების შემდეგ”
კომერციულ ბანკებს საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 38 მილიონით გაუზარდეს
4 მაისიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანება კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 50 მილიონ ლარს, ნაცვლად 12 მილიონი ლარისა. 2017 წლის 4 მაისამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა …
ფინანსურ საკითხებზე კულისებში საუბრობენ
ცენტრსა და რეგიონს შორის საბიუჯეტო ურთიერთობების კუთხით, წლების განმავლობაში არსებულ ტრადიციულ გამყინვარებას, ვარდების რევოლუციამ თავისი დაღი დაასვა. ყინულმა ლღვობა დაიწყო – რევოლუციურ ტალღაგადავლილ დედაქალაქში აჭარიდან თანხები დაიძრა. ბოლო დროს ტრადიციად ისიც იქცა, რომ წლის ბოლოს ქვეყნის ბიუჯეტის შეუსრულებლობა ხშირად აჭარას ბრალდებოდა. „აჟიტირება უკეთდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ვალების ქონას. ახლა, საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ჩვენი 370 …