რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) დაუყონებლივ აჩერებს დაფინანსებასა და ექსპერტულ სერვისებზე წვდომას რუსეთისა და ბელორუსიისთვის. ამ ინფორმაციას თავად EBRD-ი აქვეყნებს. როგორც ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ ვერც რუსეთი და ვერც ბელორუსი ვერ მიიღებენ ბანკისგან დაფინანსებას ან ტექნიკურ დახმარებას, ისევე როგორც აღარ ექნებათ წვდომა ბანკის რესურსებზე და აღარ შედგება არავითარი სხვა სახის ტექნიკური თანამშრომლობა. …
Tag Archives: EBRD
ბათუმი წელს 46,4 მილიონს გადაუხდის KfW-ს და EBRD-ს სესხის ძირსა და პროცენტში
ბათუმის ბიუჯეტიდან სესხის ძირი თანხისა და პროცენტის დასაფარად 2022 წლის განმავლობაში 46 446 900 ლარი დაიხარჯება. ამ თანხას მერია ორ ნაწილად გადაიხდის – ივნისსა და დეკემბერში. მერია გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მიღებული სესხების მომსახურებას ფარავს. აღნიშნული 46,4 მილიონი ლარის გადახდის შემდეგ ვალის ნაშთი 2022 წლის ბოლოსთვის 301 …
Continue reading “ბათუმი წელს 46,4 მილიონს გადაუხდის KfW-ს და EBRD-ს სესხის ძირსა და პროცენტში”
თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა. ღონისძიებაზე საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების ავტორი 6 კომპანია გამოვლინდა, მათ შორის შპს „ლიდერფუდი“ და „შილდა ჰიდროელექტროსადგური“, რომლებსაც თიბისი ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა – CEEP, EBRD-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, …
Continue reading “თიბისი ბანკმა ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო”
ბათუმს 8 ელექტროავტობუსს ბელარუსული კომპანია მოაწვდის
ბელარუსულმა ჰოლდინგმა Belkommunmash-მა გაიმარჯვა ბათუმის ავტობუსების ტენდერში, რომლის საფუძველზეც ბელარუსის მხრიდან რვა ელექტროავტობუსის შესყიდვა მოხდება – ინფორმაცია დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა და მთავრობის მეთაურმა ავტოქარხნის ტერიტორიაზე ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, სადაც განაცხადეს, რომ საბოლოო დოკუმენტაცია ჯერ …
Continue reading “ბათუმს 8 ელექტროავტობუსს ბელარუსული კომპანია მოაწვდის”
ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს აშენებენ. ექვსი ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ნაგავსაყარიდან, საშუალოდ, 250 მეტრითაა დაშორებული, ითხოვს სახელმწიფომ გაასახლოს და კომპენსაცია გადაუხადოს. ოთხმა მოსახლემ – ზვიად, თამაზ, ბადრი და მერაბ მგელაძეებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართვა მოითხოვა. მათ სამინისტროსგან ნებართვა ვერ მიიღეს. „პროექტის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე ვიყავით …
Continue reading “ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან”
10 ელექტროავტობუსი ბათუმისთვის – ტენდერში გამარჯვებულს EBRD-ი ერთ თვეში გამოავლენს
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 13 ივნისს, ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშრისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა. მეორე ეტაპზე ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარადგინა. წარმოდგენილ დოკუმენტაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 30 დღის განმავლობაში განიხილავს და საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს. ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მიმდინარე წლის …
ნაგავსაყრისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთებისთვის 1,8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
ცეცხლაურის ნაგავსაყართან მისასვლელი და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთების სამუშაოებისთვის აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო. ქობულეთში, ოჩხამურის ტერიტორიაზე, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 1 855 739 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი …
EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეხუთედ მიიღო. დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა 2018 წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს. „ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ …
Continue reading “EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა”
ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია ააშენებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქულ კომპანიასა და შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ შორის შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია ბათუმში, უახლოეს დღეებში გაიმართება. ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყრის ამოქმედების შემდეგ დაიხურება ბათუმის ნაგავსაყარი, რომელიც მდინარე ჭოროხის შესართავთან, ადლიაში მდებარეობს და არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. დოკუმენტების მიხედვით, …
Continue reading “ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია ააშენებს”
19,5 მილიონი ლარით სესხის პროცენტი და ძირი დაიფარება – ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი
ბათუმის მერია მომავალ წელს სესხის დასაფარად ბიუჯეტში 19 555 500 ლარს გაითვალისწინებს. ამ თანხაში შედის როგორც სესხის პროცენტის, ასევე ძირი თანხის დაფარვა. მერია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის [KfW და EBRD] ვალს იხდის. მიმდინარე წელს კი სასესხო ვალდებულებების დასაფარად ბიუჯეტში 18 242 000 ლარია გაწერილი. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან …
2,5 მილიონი ლარი სესხის პროცენტისა და ძირის დასაფარად – აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი
2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 501 356 ლარი უცხოეთიდან მიღებული სესხების მომსახურებას [პროცენტს] და ამ სესხების ნაწილის [ძირი] დაბრუნებას მოხმარდება. 2019-2022 წლებში კი აჭარის ბიუჯეტიდან დაგეგმილია სესხის პროცენტისა და ძირი თანხის დაფარვა, ჯამში 11 406 085 ლარის ოდენობით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ბიუჯეტი ორი ორგანიზაციისგან მიღებულ სესხს ფარავს. ეს ორგანიზაციებია: ევროპის რეკონსტრუქციისა და …
ვისზეა დამოკიდებული ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება
როდის დაიწყება ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, ამ დრომდე გაურკვეველია. კომპანიაში „ჰიგიენა 2009“, რომელიც შესაბამის პროექტს კურირებს, მშენებლობის დაწყებას 2018 წლის სექტემბერში ვარაუდობდნენ, თუმცა დღეის მდგომარეობით, მშენებელი კომპანიაც კი არ არის გამოვლენილი. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, თუმცა 7 მილიონი ევრო სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო სახელმწიფო მხოლოდ ვალდებულების საკომისიოს იხდის. „მიმდინარე წლის …
Continue reading “ვისზეა დამოკიდებული ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება”
ახალი ავტობუსები ბათუმისთვის – ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობდა
ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 2018 წლის 15 მარტს, შეწყდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ წარადგინა. ამ ეტაპზე ბათუმისთვის ევროდიზელზე მომუშავე 30 ავტობუსი უნდა შეისყიდონ. შემდეგი ტენდერი უკვე ელექტროავტობუსების შემოყვანაზე გამოცხადდება. დღესვე ბათუმის მერიაში ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით სატენდერო პაკეტი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, წინადადება უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ – „ჩერკასკი ავტობუსმა“ წარმოადგინა. კომპანია მერიას …
Continue reading “ახალი ავტობუსები ბათუმისთვის – ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობდა”
7 მილიონი ევრო 50-მდე ახალი ადაპტირებული ავტობუსისთვის ბათუმში
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 10 ელექტრო და 40 დიზელზე მომუშავე ახალ ავტობუსს EBRD-ის სესხით შეიძენს. ავტობუსებისთვის დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. საერთაშორისო ტენდერი ოფიციალურად გამოცხადდა და სატენდერო წინადადებების მიღება წელს 15 მარტს დასრულდება. ახალი ავტობუსები ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ასევე უნდა ჰქონდეს კონდიციონერი. ტენდერის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა EBRD-ის გვერდზე ხელმისაწვდომი. „ტენდერი ტარდება …
Continue reading “7 მილიონი ევრო 50-მდე ახალი ადაპტირებული ავტობუსისთვის ბათუმში”
ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები
ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 3 აპრილს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ში გვითხრეს, რომ ტენდერი EBRD-მა გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიას შეუძლია. ამასთან, თითოეული განაცხადი იმ სატენდერო წარმომადგენლების წინაშე გაიხსნება, რომლებიც დასწრებას გადაწყვეტენ. ტენდერი მშენებლობაზე 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა. 22 …
Continue reading “ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები”
მუნიციპალური ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას ბათუმის მერია სრულად ვერ ახერხებს
რა ტიპის საწვავის, გაბარიტებისა თუ ტექნიკური მონაცემების მქონე ავტობუსები იქნება ბათუმისთვის ოპტიმალური? – ბათუმის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ დაქირავებული კონსულტანტების დასკვნას ელოდებიან, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსები უნდა შემოიტანონ, თუმცა, ამით მოძველებული ავტობუსების მეხუთედის ჩანაცვლებაც კი ვერ მოხერხდება. „როგორც კი დასკვნა დაიდება, მერე გვეცოდინება დეტალები, თუმცა არის საუბარი ასე – ალბათ …
Continue reading “მუნიციპალური ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას ბათუმის მერია სრულად ვერ ახერხებს”
EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის
20 იანვარს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2 200 000 ევროს რაოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. თანხა ქობულეთის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის, სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებებზე დაიხარჯება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, „ქობულეთის წყალარინების პროექტი“ მიზნად …
Continue reading “EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის”
ახალი ნაგავსაყრელი და განსახლების გეგმა
აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე მუშაობა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ვერ განხორციელდა, ფაქტობრივად, გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე, განსახლების გეგმაზე მუშაობს. მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრის აშენებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. დონორი ორგანიზაციების მოთხოვნით სახელმწიფომ ნაგავშემგროვებლებზეც უნდა იზრუნოს. „ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღება კონსულტანტი …