„ორშაბათს, 25 მაისს ველოდებით განაჩენს“ – ბათუმელი მედროშის საქმე

„ორშაბათს, დილის 11 საათზე ველოდებით განაჩენს… წუხელ დამირეკა, ვნერვიულობ, არ ვიცი, თუ დამასწრებენ განაჩენის გამოცხადებასო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ჭავჭანიძის ცოლი, მარინა გორჯელაძე. ბათუმელი მედროშის, ზურაბ ჭავჭანიძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ განაჩენი ამ საქმეზე არ მიუღია. „თავს კარგად ვგრძნობ, მხნედ ვარო, ჯანმრთელობაზე არა მიშავსო, კარგი თანამესაკნე მყავს და ვესაუბრებიო… …

„თუ ეს 2 ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე“ – ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

„პირველი ფაქტორია: დაინახო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ექნება მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა – მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაცია შეიძლება დავარქვათ ამას და მეორე ფაქტორია მომენტი, როცა ეს ადამიანები გასაგებად დახატავენ გზას – როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. თუ ეს ორი ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე. ამ შემთხვევაში გარისკავენ ადამიანები და გამოვლენ,“ – მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე. მასთან ინტერვიუ ბათუმში …

„დაგლეჯილი შარვალი სასამართლოს ეზოში დამიბრუნეს“ – გორში დაკავებული აქტივისტის საქმე

„ვითხოვთ სამართლიანობას! ვითხოვთ ვახო ფიცხელაურის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც ვახოზე დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თეონა ბზიშვილი. იგი გორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ვახო ფიცხელაურის ცოლია. დღეს, 29 დეკემბერს, გორის სასამართლოში გამართული პროცესის პარალელურად, მოქალაქეები ვახო ფიცხელაურის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. ვახო ფიცხელაური პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა გორიდან. ვახო …

„ყველას უნდა იყოს მომავალი პრემიერი, პირველი ოპოზიციონერი“ – რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთობას 

„…დასავლეთში ამის გამო არის ცალსახა გაკვირვება: როგორ შეიძლება პატარა, 3-მილიონიანი ქვეყნიდან, რომელიც ასეთ კრიზისშია, თვეში ხუთი დელეგაცია ცალ-ცალკე დადიოდეს, ხშირად უთქვამთ სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებისთვის, ჩემთვისაც უთქვამთ: თუ ერთად ჩამოსვლას არ აპირებთ, არ ჩამოხვიდეთო,“ – გვიყვება პოლიტიკური აქტივისტი, პროევროპული წინააღმდეგობის წევრი დავით ჯინჭარაძე. მას ვესაუბრეთ ოპოზიციის ერთობის შესაძლებლობაზე, ვიდრე ივანიშვილის დაჯგუფება ქვეყანაში ავტორიტარიზმის განმტკიცებას და პროტესტის …

რამდენად უჭირთ ყოფილ საჯარო მოხელეებს დასაქმება – რა ხდება, როცა შიშს არ ემორჩილები, მაგრამ სამსახურს კარგავ

„რაც არ უნდა მალონ ეს პროტესტი, პროტესტი თავის თავს ვერ დამალავს. რაც უფრო დიდხანს მოითმენენ ისინი ამ ყველაფერს, მით უფრო მეტად და ძლიერად გაანადგურებს ეს მათ პიროვნულად,“ – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე სალომე მაჭარაშვილი. ის ერთ-ერთია იმ ასეულობით საჯარო მოხელეთა შორის, რომლებიც პროტესტის გამო საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს. „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირების კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მონაცემებით, …

„ბრძოლა ბოლომდე“ – პროევროპული პროტესტის ერთი წლის ქრონიკა საქართველოში

ზუსტად ერთი წლის წინ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის კურსს. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”, – განაცხადა 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ. 2024 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობის ეს …

Exit mobile version