რა წერია „ამბასადორზე“ და სხვა შეუსაბამო შენობებზე ბულვარის გენგეგმაში

ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ჩაწერეს, რომ შეუსაბამო ნაგებობაა „ამბასადორის“ პროექტი, 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში გადაწყვეტილების მიმღებმა ამ შენობასთან მიმართებაშიც იგივე მიდგომა უნდა გამოიყენოს, როგორიც  ბულვარისთვის შეუსაბამოდ მიჩნეული სხვა ნებისმიერი ნაგებობის მიმართ. დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერის გაჩენას ეწინააღმდეგებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლთა დაცვის საბჭოს წევრები – აკაკი ძნელაძე [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] და ვიქტორია …

ძველ ბულვარში მაღლივი შენობების მშენებლობას აპროტესტებენ – აქცია ბათუმში

„ამბასადორი ბათუმის“ მიერ ზონალურ საბჭოში წარდგენილი პროექტის გამო, ბათუმში დღეს, 4 იანვარს, გამაფრთხილებელი აქცია იმართება. მოქალაქეები ძველ ბულვარში 15-სართულიანი შენობის შესაძლო აშენებას აპროტესტებენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ, რომ ბულვარში მაღლივი შენობა არ აშენდება. „მიგვაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილება ბათუმის ძველი ბულვარის დამახინჯების ხარჯზე. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს პასუხისმგებელი …

კვადროციკლების მფლობელები აქციებს წყვეტენ

დღეს, პირველ მაისს, კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა კვადროციკლების მფლობელებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ისინი საპროტესტო აქციებს დღეს შეწყვეტენ, რადგან შეთანხმება მიღწეულია. კვადროციკლები ძველი ბულვარის ნაცვლად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იმოძრავებენ. „რა როგორ გაკეთდება, თუ რა ლოკაციები იქნება, ამას გადავწყვეტთ მუშაობის პროცესში, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და კვადროციკლები …

მოძრავი ამბულატორია ძველ ბულვარში

საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებული მოძრავი ამბულატორია დაათვალიერეს და C ჰეპატიტზე სკრინინგის პროცესს დაესწრნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოძრავი ამბულატორია შესაბამისი აღჭურვილობით დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდება, რომლის საშუალებით მედპერსონალი საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. მოძრავი …

მთავრობას ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანიასთან ხელშეკრულება არ შეუწყვეტია

კომპანიასთან, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს, ხელშეკრულების შესაძლო გაუქმებაზე არჩილ ხაბაძემ განცხადება 12 აპრილს გააკეთა. ხელშეკრულება ამ დრომდე ძალაში რჩება. „ვთქვი, რომ ჩვენი მოქმედება იქნებოდა აუცილებლად სამართლებრივ ჩარჩოებში. გვქონდა ორი ვარიანტი. ერთი, ეს იყო მორიგების გზით ხელშეკრულების გაწყვეტა, მეორე იყო ის, რომ მიგვეყვანა ბოლომდე ხელშეკრულება და შემადეგ დაგვეწყო შემოწმება – ინვენტარიზაცია. საინიციატივო ჯგუფმა აირჩია პირველი და …

ძველ ბულვართან კიდევ ერთი ცათამბჯენის აგება იგეგმება

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან კომპანია „დიეს გრუფი“ მაღლივი შენობის – „დიეს თაუერის“ აგებას გეგმავს. ესკიზი, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა „ფეისბუქზე“ და რომელმაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს კომპანიაში, საბოლოო არ არის და სამუშაო ვერსიაა. „ჯერ მუშა პროცესია, ეს სარეკლამო რგოლი იყო, უბრალოდ, თვალს ვაჩვევთ, რომ რაღაც მაგდაგვარი იქნება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით სალაძემ, კომპანია „დიეს …

სამუშაოები შუა ალეაში – შპს „ლიტომის“ საჩუქარი ბათუმის ბულვარს

„შპს „ლიტომი“ იზიარებს რა საზოგადოების მაღალ ინტერესს შუა ალეასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ის სამუშაოები, რომელიც უკვე ჩატარებული გვაქვს აღნიშნულ ალეაში, საჩუქრად გადავცეთ ბათუმის ბულვარს,“ – აღნიშნულია შპს „ლიტომის“ წარმომადგენლის წერილში. შპს „ლიტომს“ ბულვარის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიმართა, რაც მთავრობამ ბულვარს ალეას აღდგენასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გადაუგზავნა. ბულვარის ადმინისტრაციამ ძველ ბულვარში შუა …

მთავრობის რეკომენდაციები ბათუმის ბულვარს

დღეს, 11 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე, ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საბოლოო რეკომენდაციები მიიღეს. ძირითადი სამი რეკომენდაცია სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იონა წითელაძემ წარადგინა. რეკომენდაციების თანახმად ბულვარის ადმინისტრაცია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უნდა შეთანხმდნენ მესამე ალეაში სამუშაოების შეჩერებაზე, რათა არ გაიწიოს დამატებითი ხარჯები. ასევე, ბულვარის ადმინისტრაციამ შემუშავებულ პროექტთან მიმართებაში უნდა მოაგვაროს სამართლებრივი საკითხები ანუ …

ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის რეკომენდაცია არჩილ ხაბაძეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, ბულვართან დაკავშირებით  რეკომენდაციები თავმჯდომარეს უკვე წარუდგინა. კომისიის რეკომენდაციებს აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით 11 თებერვალს გაიმართება, რის შემდეგაც  მთავრობამ ბულვართან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადეს მიწვეულმა წევრებმა: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა. კომისიის ოქმის მიხედვით, ბათუმის ძველ …

2 თებერვალს ბულვარის საკითხს აჭარის მთავრობა სხდომაზე განიხილავს

აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის ბულვართან დაკავშირებული საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მომხსენებელი კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძეა. სხდომა 2016 წლის 2 თებერვალსაა ჩანიშნული. უცნობია, კონკრეტულად რა ჭრილში დააყენებენ ბათუმის ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით საკითხს მთავრობის სხდომაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შესულია მოქალაქეთა პეტიცია, ძველ ბულვარში სამივე სასეირნო ბილიკის [ალეა] შენარჩუნების მოთხოვნით. ჩვენივე ინფორმაციით, …

პროექტი, რომლითაც ძველ ბულვარში ბილიკი უქმდება

ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2015 წლის 16 სექტემბერს გასცა. ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებულ რუსულ კომპანია „ლიტომთან“ [ООО „ЛИТОМ“] 2015 წლის 26 ნოემბერს გააფორმა. კომპანია სამუშაოებს აწარმოებს პროექტით, რომელსაც მხარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაუჭირა და რომლითაც ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან [ალეადან] ერთი …

29 დეკემბერს ბათუმის ბულვარის დასაცავად მორიგი აქცია გაიმართება

“ამ აქციის მიზანია ხელი შევუშალოთ ბულვარის ისტორიული დაგეგმარების და ძველი სტილის დამახინჯებას. კონკრეტულად, შუაში მდებარე ხეივანის გაუქმებას,რაც გამოიწვევს ბულვარის, როგორც ისტორიული ძეგლის განადგურებას და მისი ფუნქციის შეცვლას” – წერია ფეისბუქში დაანონსებული აქციის ანოტაციაში. აქცია 29 დეკემბერს, ბულვარის კოლონადებთან, 13 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, აჭარის მთავრობამ, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სამი სავალი …

Exit mobile version