უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან და „ცხელი ხაზი“ ბავშვებისთვის

მეორე წელია ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უფასო ფსიქოლოგიური მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ. ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული. აქ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და იურისტი დაგხვდებათ. პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამ ფონდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ძალადობის …

სექსუალური ხასიათის შანტაჟი ბავშვებზე ინტერნეტში – ფსიქოლოგის რჩევა მოზარდებსა და მშობლებს

როგორ დავიცვათ ინტერნეტში სექსუალური შანტაჟისგან მოზარდები. რა გამოსავალი არსებობს, როცა სექსუალური შანტაჟის დროს მოზარდი გრძნობს, რომ მას მშობლებიც ვერ გაუგებენ და როგორ უნდა მოქმედებდეს მსგავს ვითარებაში მშობელი, საზოგადოება  – „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ფსიქოლოგს, ნინი დარსაძეს ესაუბრა: საზოგადოებაში მოვიაზრებით ყველა: მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, თანატოლები, სახელმწიფო, მედია… ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში მთავარია ვიფიქროთ იმაზე, თუ …

„ერთმა დედამ მკითხა: ბავშვი რამდენჯერ უნდა ვცემო?“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ხშირად დამიფიქსირებია, რომ ბავშვებს უკვირთ, როცა მათ ვეკითხები: რას გრძნობ? ეს შეკითხვა მათთვის ძალიან უცხოა“, – ამას ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს. იგი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობს. ფსიქოლოგიის ცენტრი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია და აქ მომსახურების მიღება ევროკავშირის მხარდაჭერით უფასოდ შეიძლება. „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ – ამ პროექტის ფარგლებში გახსნილი ფსიქოლოგიის ცენტრი …

ბათუმში რუსული დროშის ფრიალის საქმე – ეკა ჭითანავა რუსეთის მოქალაქეს ცრუ დასმენაზე უჩივის

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ეკა ჭითანავამ, რუსეთის მოქალაქეს ცრუ დასმენაზე უჩივლა. მან გამოძიებას განცხადებით უკვე მიმართა. ამ დრომდე რუსეთის მოქალაქე ეკა ჭითანავას ძალადობაში სდებდა ბრალს. საუბარია შაბათს, საღამოს, ანბანის კოშკთან მომხდარ ინციდენტზე – დიდ ეკრანთან შეკრებილი რუსეთი-ხორვატიას მატჩს უყურებდნენ. მატჩის ყურების დროს რუსეთის დროშის ფრიალი ეკა ჭითანავამ გააპროტესტა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. რუსეთის მოქალაქემ, …

სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან – რა გაარკვია გამოძიებამ გახმაურებულ დანაშაულებზე

რა დაადგინა გამოძიებამ წლის დასაწყისში მომხდარ დანაშაულებზე – „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვა ინფორმაციის მოწოდება თებერვალსა და მარტში მომხდარ სამ გახმაურებულ შემთხვევაზე. სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან – შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. გამოძიება განმარტავდა, რომ …

რატომ აძლიერებს ხელისუფლება რადიკალურ ჯგუფებს

რადიკალური და ფაშისტური ჯგუფები თუკი აქამდე მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ, სიძულვილის მაჩვენებელ სტატუსებს აქვეყნებდნენ და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ, დღეს ისინი ღიად ესხმიან თავს ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების დაცვას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ. რამ განაპირობა რადიკალური, ფაშისტური საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურება და როგორ უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არ დაირღვეს, ხოლო ფაშისტურმა ჯგუფებმა არ ჩათვალონ, რომ …

რატომ დატოვა პედაგოგმა საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვებზე ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

პედაგოგმა, რომელმაც მშობელს ბავშვის ტირილის შესახებ ტელეფონით აცნობა, ხოლო შემდეგ გამოძიება ბავშვებზე ძალადობის მუხლით დაიწყო, ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღი დატოვა თუ დაატოვებინეს. საუბარია ამ საბავშვო ბაღში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე – ერთ-ერთმა მშობელმა, ინგა დავითაძემ „ბათუმელებთან“ ბავშვების პარაზიტებზე ანალიზის პროცესი აღწერა და თქვა: „ბავშვებს ერთმანეთის დასანახად აშიშვლებდნენ“ ამ ფაქტზე შს სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება …

შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია

თბილისში შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. შემთხვევა გუშინ, საღამოს 6 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს თვითმხილველების და ასევე იმ პირების გამოკითხვა, რომლებიც აცხადებენ, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სტადიონის დატოვება აიძულეს. ამ შემთხვევაზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. შინაგან საქმეთა …

ბინიდან გამოსახლებული 82 წლის მოხუცი კლინიკიდან გაწერეს, ის სასამართლოს ელოდება

82 წლის ალექსანდრა ტერუნი, რომელიც 20 მარტს ბინიდან გამოასახლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. გამოსახლების შემდეგ მოხუცი კლინიკაში მოხვდა. მას ექიმებმა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. ალექსანდრას თქმით, მას სახლის მესაკუთრემ გამოსახლების შემდეგ კიდევ ერთხელ სცემა. მხარე ამ ფაქტს უარყოფს. ალექსანდრა ტერუნი რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მისი მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ამბობს, რომ მოხუცმა მერიისგან შეთავაზებულ მოხუცთა …

რას სთავაზობს ხელისუფლება 82 წლის ქალს, რომელიც გამოასახლეს

82 წლის ქალს ხელისუფლება თავშესაფარში მოთავსებას სთავაზობს. ალექსანდრა ტერუნი დღეს აღსრულების პოლიციამ გამოასახლა. ალექსანდრა ტერუნი 2 დღის წინ ამწეს დახმარებით შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლში, რომელიც მას მანამდე ჩამოართვეს. ალექსანდრა მარტოხელაა. ალექსანდრა პოლიციელებმა ქუჩაში გამოიყვანეს. ის ამ დრომდე სახლის შესასვლელ ჭიშკართან ზის და ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს. “გამიღეთ ჭიშკარი, ნუ მაწამებთ, ნუ მკლავთ,” – …

უცხოეთის მოქალაქეს ქალის ცემისთვის ასამართლებენ

„თავს დამნაშავედ ვცნობ, ვცემე,“ – მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულმა გულშა ს.-მ. პროკურატურის ვერსიით, მან ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში გოგოს სცემა. მას ძალადობის მუხლით ედავებიან. მოსამართლის კითხვაზე, სად მუშაობთ? ბრალდებულმა თქვა, რომ ბათუმში არსად მუშაობს, თურქმენეთიდანაა და ტურისტია. გულშა ს. მეორე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. ის ცემისთვის ერთხელ უკვე გაასამართლეს და ჯარიმაც გადაიხადა. ბოლო შემთხვევის …

ბათუმელი მწერლების შეფასება ზვიად რატიანის საქმეზე

პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას და პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობას ბათუმელი მწერლები აფასებენ, როგორც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების და ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტს. ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორი სანდრო ბერიძე: „პოლიცია მოიქცა არაადამიანურად. როგორ შეიძლება ადამიანს გინებისთვის ასე მოექცე. თუ გინებისთვის ერთს სჯი, მაშინ მეორეც უნდა დასაჯო და ამის მაგალითი იყო პრემიერის გინება. გარდა ამისა, პატრიარქი ღმერთი ხომ …

რა გვერდითი ეფექტი ექნება პრემიერის საჯარო გინებას

როგორ უნდა შეამციროს ხელისუფლებამ მოზარდებში ძალადობისა და აგრესიის მაჩვენებელი იმ ფონზე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი და ქვეყნის მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრესიას „ღირსების“ სახელით ამართლებს? როგორია ხელისუფლების მესიჯები და რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი თაობა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე საუბრობს. ანა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პოლიტიკურ ოპონენტს  კამათის დროს შეაგინა. …

ქართველი მებაჟეები თურქულ მხარესთან მოლაპარაკებას მართავენ

„ამ წუთებში სარფის საბჟო გახსნილია და მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან. ქართველი მებაჟეები იმყოფებიან თურქეთის მხარეს და მიმდინარეობს მოლაპარაკება,“ – ამბობს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი. ხატია მოსწრაფიშვილის თქმით, მოლაპარაკების საგანი თურქეთის საბაჟოს მხრიდან განმარტების მიღებაა, რატომ შეაჩერეს  საქართველოს მოქალაქეები: „დღევანდელი შეფერხება არ მომხდარა საბაჟოს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით სიგარეტის …

დაზარალებული:თავდამსხმელებს მაისურზე შსს ეწერათ

ქობულეთში, სასტუმრო „პალმას“ მიმდებარედ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სცემეს: „ეცვათ შავი ფორმები და მკლავზე ეწერათ შსს“. ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, მისი ძმა და სამი მეგობარი გუშინ საღამოს სასეირნოდ გავიდნენ, რა  დროსაც ისინი შვიდმა ფორმიანმა ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე სცემა: „…სასტიკად სცემეს, როგორც კი მიუახლოვდნენ პირდაპირ დაუწყეს ჩხუბი და სცემეს. არანაირი მიზეზი …

„ხმაურის დროა“ – საპროტესტო აქცია დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად ბათუმში

„ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს“, „ძირს რეპრესია და ძალადობა“, „ცენზურა დაუშვებელია“, „ხმაურის დროა“ – ეს გზავნილები ჰქონდა საპროტესტო აქციას ბათუმში, ევროპის მოედანზე. შეკრებილებმა „ბირჟა მაფიას“ რეპერების: მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავება გააპროტესტეს. რეპერები დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებენ, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს. დღეს, 10 ივნისს, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმში რეპერების დაკავებას …

Exit mobile version