ბორდის წევრი იმპიჩმენტს მხარს უჭერს, მაგრამ არ იცის როდის – ტელევიზიასთან შიმშილობის მე-6 დღე 

„იმპიჩმენტს მე მხარს ვუჭერ, მაგრამ მყარი არგუმენტები მჭირდება, კონსულტაციები მჭირდება ჟურნალისტებთან,“ – გვიპასუხა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამარ წილოსანმა. პოზიციის დაფიქსირებისკენ მას დღეს ალექსადრე მილორავამ მოუწოდა, რომელიც უკვე მე-6 დღეა შიმშილობს. ის ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების დევნას აპროტესტებს და მრჩეველთა საბჭოს წევრებს მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტს სთხოვს. იმპიჩმენტს ბორდის სამი წევრის თანხმობა სჭირდება და ხუთწევრიან ბორდში …

მოშიმშილის მე-5 დღე: „დეპუტატები ტელევიზიაში იყვნენ, გვერდით ჩამიარეს და არც კი მომიკითხეს“

„ჯერჯერობით სრული დუმილია ყველა მხრიდან. ალბათ, ჩემს ნერვებს და გამძლეობას ცდიან… გუშინ უმაღლეს საბჭოსაც მივმართე. არავის გაუკეთებია განცხადება. გუშინ საღამოს გადაცემაში სტუმრად იყვნენ მოსულები დეპუტატები – ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე. უბრალოდ, გვერდით ჩამიარეს და შევიდნენ მაუწყებელში. საერთოდ არაფერი უკითხავთ, ჯანმრთელობაც კი არ მოუკითხავთ ჩემი,“ – ამბობს მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრი, ალექსანდრე მილორავა, რომელიც …

ლავასოღლის ახლობელი: მოშიმშილეთა რაოდენობა 20-მდე გაიზრდება – ვითხოვთ ექსტრადაციას 

„ჩვენ არ ვაპირებთ შიმშილობის შეწყვეტას, ვიდრე არ გვეტყვიან კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ლავასოღლის ექსტრადაცია საქართველოში,“ – ამბობს ნიკოლოზ ხრიკაძე. ის ერთ-ერთია ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ახლობლებიდან, რომელიც პროკურატურასთან შიმშილობს. ლავასოღლი მეორე წელია საექსტრადაციო პატიმრობაში თურქეთში. შიმშილობა გუშინ ხუთმა ადამიანმა დაიწყო. ნიკოლოზ ხრიკაძის თქმით, დღეს მოშიმშილეთა რაოდენობა 20-მდე გაიზრდება, საპროტესტო აქცია კი, პროკურატურის წინ …

წერილი მომაკვდინებელი შიმშილობიდან – „მინდოდა, შენთვის საკუთარი თავი გამეცნო“

აითაჩ იუნსალი, თურქი ადვოკატი აითაჩ იუნსალი არის თურქი ადვოკატი, რომელიც საპყრობილეში იმყოფება და მომაკვდინებელი შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ის დღეს უკვე 64-ე დღეა შიმშილობს. ციხეში მყოფმა ადვოკატმა  წერილით საზოგადოებას მიმართა. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ: “გიგზავნი ამ წერილს. არაფერს ვამატებ გარდა ჩემი გულისა” ნაზიმ ჰიქმეთი “მოგესალმებით, როგორ გიკითხოთ? მინდოდა ჩემ თავზე მომეთხრო. ვფიქრობ, დაგაინტერესებთ იმ ადვოკატის ამბავი, …

შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, შეკვეთილში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე ერთი პირი – ბათუმელი მინდია ადაძე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა მას დახმარება აღმოუჩინა და ის ამ წუთებში [21:40] ქობულეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გია აბულაძის თქმით, მოშიმშილეს „წნევა ჰქონდა მაღალი და შაქარი დაუვარდა“. მდგომარეობის გათვალისწინებით სამედიცინო ჯგუფმა მისი …

მერაბ ღოღობერიძე ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

მერაბ ღოღობერიძე, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზეა“ მსჯავრდებული, ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. პირველ მარტს, მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მსჯავრდებული ამბობს, რომ მუხლი, რომლითაც ის გაასამართლეს, არ მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ის დახურული ტიპის დაწესებულებაში უკანონოდ არის მოთავსებული. „ვაცხადებ შიმშილობას, რადგან გამოკეტილი ვყავარ საკანში, არ გადავყავარ …

Exit mobile version