უნივერსიტეტები 30 000 სტატუსაღდგენილ სტუდენტს ვერ მიიღებენ – რა მიზანი აქვს ღარიბაშვილს

მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანება გაუნულდება. საუბარია 40 მილიონამდე ლარზე. თუმცა ღარიბაშვილს სხდომაზე არც კვლევა, არც დაზუსტებული მონაცემები არ წარმოუდგენია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმავე დღეს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კი განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ამ ინიციატივის შესახებ ახლა შეიტყო და აღდგენილი სტუდენტების სანაცვლოდ …

როცა პრემიერი წინასწარ, გამოძიების დასრულებამდე დამნაშავედ გაცხადებს

„ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია – ამას არავის არ ვაპატიებთ… ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით. 21 წლის ლაზარე პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. როცა აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებას და ათასობით სხვა მოქალაქესთან ერთად რუსთაველზე იდგა. გამოძიება მას ედავება …

ღარიბაშვილის თქმით, სურსათი იაფდება – რა ფასებია ბათუმის ბაზარში

„გაიაფებას რას ეძახიან, მაინც ვერ გავიგე,“ – ამბობს მერი გორგაძე, რომელიც ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველით ვაჭრობს. მას და სხვა მოვაჭრეებს ვკითხეთ, რომელი საკვები პროდუქტი გაიაფდა? 3 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „საქართველოში გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე და საწვავზე“. ბათუმის აგრარული ბაზრის რეალობით კი, გაიაფებულია მხოლოდ მწვანილი, ყველი და კარტოფილი, რაც გაზაფხულის სეზონს უკავშირდება. …

ვინ არიან ფრანკლინის კლუბის წევრები, „ანარქისტები“ თუ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უფროსი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც იმ ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა, რომლის სახელობის კლუბის წევრებსაც საქართველოში პრემიერი ღარიბაშვილი „ექსტრემისტებსა“ და „ანარქისტებს“ ეძახის. პრემიერ-მინისტრმა რუსული კანონის წინააღმდეგ რუსთაველზე გამოსული ახალგაზრდები ჯერ სატანისტებს შეადარა, შემდეგ კი მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოკავშირეობა დააბრალა. ვინ არიან რეალურად ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები, რა ღირებულებები აქვთ მათ და რატომ ეცინებათ …

სასულიერო პირების ჯარში გაწვევა გაუმართლებელია – სონღულაშვილი

12 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იქმნება ახალი სამხედრო კოდექსი, რომელიც ყველა პირს დაავალდებულებს გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ახალ კოდექსში აღარ იქნება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის გადავადება შეეძლოთ. პრემიერ ღარიბაშვილის მიერ სამხედრო კოდექსში დაანონსებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ჯარში წასვლის ვალდებულება მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს …

„დასაქმდა 20 ათასი სოციალურად დაუცველი “ – ღარიბაშვილი

„დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 55 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქვეყანაში, სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში,“ – ამბობს ღარიბაშვილი. მისი თქმით, გაიზარდა სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მაჩვენებელი. „ჩვენი ინიციატივის ფარგლებში 20 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდა, ისინი ჩართული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებში, ინფრასტრუქტურაა, სატყეო თუ სხვა და ამას სჭირდება კიდევ …

სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად 2 ახალი უწყება პირველ მარტს შეიქმნება – ღარიბაშვილი

დღეს, 24 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად იქნება ორი ახალი უწყება – პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. „ამ სამსახურების თანამდებობის პირების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსები. უკვე შექმნილია ამ კანდიდატების შესარჩევი კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება და რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას კანონმდებლობის შესაბამისად. იმ კრიტერიუმებით, …

გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს – კელი დეგნანი ღარიბაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსაც, „სადაც აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში  არსებული გამოწვევების ფონზე,   მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისკენ“. „გვსურს, პოლიტიკური კრიზისი …

Exit mobile version