„დოკუმენტი არ გვინახავს“ – ქუთაისში ბულვარის რეაბილიტაციის პროექტს ითხოვენ

„…ის უწყვეტად იყო და არის ქუთაისის მოსახლეობისთვის ქალაქთან ემოციური კავშირის ადგილი“ – ასე უხსნიან მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, დავით ტაბიძეს ქუთაისის ბულვარის დამცველები მის მნიშვნელობას და სთხოვენ, პროექტი გამოაქვეყნოს საჯაროდ გაცნობისთვის. „ბულვარის ისტორიული და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოგმართავთ, რათა ბულვარის რეაბილიტაციის პროცესში უზრუნველყოთ მოქალაქეთა ჩართულობა“, – წერენ დავით ტაბიძეს. პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფებმა …

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისში ჩასვლა უფრო ძვირია, ვიდრე ბათუმში – აქტივისტები ტრანსპორტს ითხოვენ

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, არც მუნიციპალური ავტობუსი და არც კერძო სამარშრუტო ტაქსი. ამის გამო ხშირად მგზავრებს ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისამდე მგზავრობა უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე, მაგალითად, ბათუმამდე ან თბილისამდე. მგზავრებს – ადგილობრივებსა თუ ტურისტებს, ორჯერ მეტი თანხის გადახდა და ხშირად ტაქსის მძღოლების კონფლიქტთან შეჯახება უწევთ. ქუთაისის მერიამ წლებია იცის პრობლემის შესახებ, თუმცა დღემდე …

ქუთაისის მერია “ღვაწლმოსილ მხატვრებზე” ტელეგადაცემას დააფინანსებს

ქუთაისის მერია ღვაწლმოსილ ქუთაისელ მხატვრებზე ტელეგადაცემის მოსამზადებლად ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 ათასი ლარია. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა „4 ღვაწლმოსილ ქუთაისელ მხატვარზე 4 ტელეგადაცემა“ უნდა მოამზადოს და ეთერში გაუშვას. „ტელეგადაცემის სახელწოდება უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. თითოეული გადაცემა უნდა იწყებოდეს ინფორმაციით მხარდამჭერის შესახებ. გადაცემის მომზადებისთვის მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს ინტერვიუები და უზრუნველყოს ეთერში გასვლა, მონტაჟი და …

ქუთაისის მერიამ 118 ათასად იყიდა ავტომანქანა, რომლითაც მერი სარგებლობს

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 118 ათასზე  მეტი ლარი გადაიხადა ახალ ავტომანქანაში, რომლითაც ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი სარგებლობს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალ ავტომობილს ქუთაისის მერი იყენებს, ადასტურებენ მერიის პრესსამსახურში. ტენდერი მერიამ ახალი ავტომობილის შესაძენად 2023 წლის იანვარში გამოაცხადა. „ბათუმელებმა“ ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 16 იანვარს მიმართა. გვაინტერესებდა, რატომ გახდა საჭირო ახალი ავტომობილის შეძენა და ვინ …

ქუთაისში ავტობუსით მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდა

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა. გაზრდილი ტარიფი შეეხო როგორც მუნიციპალურ ავტობუსებს, ისე სამარშრუტო ტაქსებს. ავტობუსით მგზავრობა ამიერიდან 40 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი ეღირება, ხოლო „მარშუტკით“ მგზავრობა – 50 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი. მგზავრობის გაძვირებაზე გადაწყვეტილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. საკრებულოში უმრავლესობა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აქვს. „ცვლილების მიზანია მოსახლეობისთვის საიმედო და ხარისხიანი სატრანსპორტო მომსახურების მიწოდება,  …

ქუთაისში ისტორიული შენობა დაანგრიეს – დარჩა მხოლოდ ფასადი

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 1860 წელს აგებული ისტორიული შენობა დაანგრიეს და მისგან მხოლოდ წინა ფასადი დატოვეს. ათწლეულების განმავლობაში დავით აღმაშენებლის მოედნის პირველ ნომერში მდებარე ისტორიულ შენობაში ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო განთავსებული. 2012 წელს მუზეუმი და იქ განთავსებული სამუზეუმო ფონდი სხვაგან გადაიტანეს, შენობა კი უფუნქციოდ დარჩა. ქუთაისის მერიის დაკვეთით, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე …

ქუთაისში საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია იწყება

ქუთაისში საცხოვრებელი ბინების ფასადების რეაბილიტაციის პროგრამა იწყება. სამუშაოების 95 პროცენტს ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს, 5 პროცენტს კი – ადგილობრივი ბიუჯეტი. ფასადების რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერიამ რამდენიმე ტენდერი უკვე გამოაცხადა. დაგეგმილია რუსთაველის გამზირზე №110; 112; 114-ში მდებარე კორპუსების ფასადის შეცვლა. პროექტის თანახმად, სამივე კორპუსის ფასადზე აკრული ბუნებრივი ქვა უნდა მოიხსნას, კედლები გაილესოს და საფასადე საღებავით შეიღებოს. ასევე, უნდა …

ქუთაისში გამსახურდიას ქუჩის შესაკეთებლად 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირის რეაბილიტაციისათვის 4 მილიონ 752 782 ლარი დაიხარჯება. ქუთაისის მერიამ იმ კომპანიის შესარჩევად, რომელიც გამსახურდიას გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის გასაახლებლად სამუშაოებს ჩაატარებს, ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. [პირველი ტენდერი, ზუსტად იგივე თანხით, მერიამ 2022 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, თუმცა, არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო]. პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ქუჩის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე უნდა …

ქუთაისში საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქუთაისის ჭადრაკის სკოლის რეაბილიტაციაზე 534 859 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხით საჭადრაკო სკოლის შენობაში სრულად უნდა შეიცვალოს ელექტროგაყვანილობა, უნდა ჩაუტარდეს რემონტი შენობის ძველ ნაწილს და შეიცვალოს სახურავი. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები სამი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. ტენდერში წინადადებების მიღება 21 იანვარს დაიწყება და 26 იანვარს დამთავრდება. ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა.  

1,8 მილიონი ლარი ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარის მოსაწყობად

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერი ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა. კომპანია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვებს, ვალდებული იქნება მთელ ქუჩაზე [2.9 კმ სიგრძეზე] შეცვალოს ტროტუარის ფილები, მოაწყოს მოაჯირი. „პროექტით გათვალისწინებულია ახალი ტროტუარების მოწყობა დეკორატიული დაწნეხილი ფილის საფარით, რომლის სისქეა 4სმ. ასევე დამკვეთის მოთხოვნაა საპროექტო მონაკვეთის მთელ სიგრძეზე მოეწყოს ლითონის …

„ნაცრისფერი ან ლურჯი“ – ქუთაისის მერია 118 ათას ლარად მანქანას ყიდულობს

ქუთაისის მერია ახალ ავტომობილს ყიდულობს, რომელშიც 118 211 ლარის გადახდას აპირებს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, თუმცა მერიაში არ გვითხრეს ვის მოემსახურება ეს ავტომობილი. სატენდერო განცხადის თანახმად „ავტომობილი უნდა იყოს ნაცრისფერი ან ლურჯი,  SUV კლასის, ახალი, გამოშვებული არანაკლებ 2022 წელს, ხუთ კარიანი. მუშაობდეს ბენზინზე და ჰქონდეს 4*4-ზე ტიპის ძარა“. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 იანვარს დაიწყება …

ქუთაისის მერია თავის საქმიანობაზე კლიპს გადაიღებს, რაშიც 16 ათას ლარს დახარჯავს

ქუთაისის მერია 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ვიდეორგოლის დამზადებაში 16 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. „ვიდეორგოლი უნდა იყოს ინფორმაციული ხასიათის და ასახავდეს ქუთაისის მერიის მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ძირითად ასპექტებს, სხვადასხვა მიმართულებით – ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები, განათლება, კულტურა, სპორტი. ვიდეორგოლის მიზანია ქუთაისში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის და ცნობიერების გაზრდა,“ …

Exit mobile version