როცა მოზარდი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა – ფსიქოლოგის რჩევები

საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება გარდატეხის ასაკში მყოფთათვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, მოზარდების 40-60%-ს არ მოსწონს საკუთარი თავი: ჰორმონალური პროცესების შედეგად იწყება სქესობრივი მომწიფება, მოზარდებს ეცვლებათ ხმა, სხეული. ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილები არაპროპორციულად იზრდება: კიდურები, ცხვირი და ა.შ. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს ცვლილებები მოზარდებს აბნევთ და ძაბავთ. მშობლებსაც უჭირთ …

როგორ ვესაუბროთ მოზარდებს, როცა თამბაქოს ან ალკოჰოლს მოიხმარენ და გვიან ბრუნდებიან

გარდატეხის ასაკში, როცა უამრავი ფსიქოფიზიოლოგიური ცვლილება იჩენს თავს,  მოზარდებს ხშირად ურჩევნიათ გვიან ღამემდე გარეთ ყოფნა, ზოგი ამ დროს იწყებს თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებას. ეს ამ ასაკობრივი პერიოდისთვის დამახასიათებელ უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია მშობლებისთვის. „ბათუმელები“ აგრძელებს გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის, ქეთი დევაძის რჩევებს სთავაზობს მშობლებს. ფსიქოლოგი …

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის ზღაპრების კითხვა – ბავშვთა ფსიქოლოგი

დღეს ხშირად მშობლებისა და ბავშვების რეალურ ურთიერთობებს სმარტფონი, ტაბლეტი და ლეპტოპი ანაცვლებს. რა გავლენა აქვს ბავშვებზე ადრეულ ასაკში უფროსებთან კომუნიკაციის ნაკლებობას, როგორ აისახება ეს გარდატეხის ასაკზე და როგორ აკავშირებს ზღაპრების ერთად კითხვის ჩვევა ბავშვებსა და მშობლებს ერთმანეთთან? – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებთან“ ბავშვთა ფსიქოლოგი, ქეთი დევაძე საუბრობს. მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი კავშირის ჩამოყალიბება ადრეული …

რას ხატავენ პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები

„ის ყველგან მხედავს, ყველაფერი ესმის, ყველგან მომაგნებს, ციხიდან რომ გამოვა მაშინაც, მას ამიტომაც აქვს უთვალავი ხელი, ყური და თვალი,“ – უთხრა პედოფილიის 9 წლის მსხვერპლმა გოგომ ფსიქოლოგს, როცა მან ნახატის შესრულება დაასრულა. მას ფსიქოლოგმა სთხოვა გადმოეცა ის, რაც მოხდა. სალომეს ნახატში მოძალადე იცინის ისე, როგორც პედოფილიის მსხვერპლი სხვა ბავშვების ნახატებში. ფსიქოლოგი ქეთი დევაძე, ვისთანაც სექსუალური ძალადობის …

რა საფრთხეს უქმნი ბავშვს, როცა მის ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებ

„არსებობს, როგორც უსაფრთხოების რისკი, ასევე სტრესი, რომელიც შეიძლება ბავშვმა მიიღოს წლების წინ გამოქვეყნებული ფოტოს, ან ვიდეოს გამო,“ – ამბობს ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი, ქეთი დევაძე. მას ვესაუბრეთ შემთხვევაზე, როცა ბავშვების ფოტოებს, ვიდეოებს, ან ფეისბუქლაივს საბავშვო ბაღები და სტუდიები საჯაროდ აზიარებენ ყოველდღიურ რეჟიმში. „ჩვენთან არ არსებობს სამართლებრივი რეგულაცია ამ კუთხით. შესაბამისად, საბავშვო ბაღები და სტუდიები, ასევე …

„ერთმა დედამ მკითხა: ბავშვი რამდენჯერ უნდა ვცემო?“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„ხშირად დამიფიქსირებია, რომ ბავშვებს უკვირთ, როცა მათ ვეკითხები: რას გრძნობ? ეს შეკითხვა მათთვის ძალიან უცხოა“, – ამას ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს. იგი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობს. ფსიქოლოგიის ცენტრი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია და აქ მომსახურების მიღება ევროკავშირის მხარდაჭერით უფასოდ შეიძლება. „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ – ამ პროექტის ფარგლებში გახსნილი ფსიქოლოგიის ცენტრი …

Exit mobile version