ქედის სოფლებს მალე მესამე ნაგავმზიდი მოემსახურება

წელს ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შპს „ქედის კომუნალურსერვისის“ ავტოპარკს მეორე ავტომობილი შეუძინა. მიმდინარე წლის იანვარში მერიამ „მანის“ მარკის ნაგავმზიდი 280 000 ლარად იყიდა, ხოლო ამჯერად მცირეტვირთამწეობის სატვირთო მანქანა – 14 700 ლარად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სოფლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები უკვე სისტემატიურად გააქვთ, ქედის მერია სერვისის გასაუმჯობესებლად კვლავ აქტიურად მუშაობს. ახალი ავტომობილი მალე იმ უბნებს მოემსახურება, საიდანაც …

„ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ – პროექტმა სტარტი ქედიდან აიღო

ENPARD-ის მეორე ეტაპის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ და ა(ა)იპ „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“. პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს ქედაში გაიმართა, ვროკავშირი აფინანსებს. საინფორმაციო შეხვედრა ქედელი ახალგაზრდების მიერ მომზადებული ხორუმით გაიხსნა. ქედის კულტურის ცენტში შეკრებილ, აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 100 ახალგაზრდას სიტყვით მიესალმნენ ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ დამფუძნებელი სოფიო …

ქედის სახელოვნებო სკოლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩანგი“ გასტროლით ბულგარეთში იმყოფება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე წელს დაბა ქედის სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩანგი” გრანპრის მფლობელი გახდა (ხელმძღვანელი ნაზი სურმანიძე). ანსამბლი დაჯილდოვდა ასევე ოქროს მედლით, ხალხური საკრავით, ფულადი თანხითა და გასტროლით საზღვარგარეთ. 29 ივლისს ანსამბლ ,,ჩანგის“ წევრები და ხელმძღვანელები ბულგარეთში, ქალაქ ნესებურში გაემგზავრნენ გასტროლით, …

ქედის მერთან აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა საქმიანი აუდიენცია გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა, დემნა ძირკვაძემ, ქედის მერთან, ლევან გორგილაძესთან, საქმიანი შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც საუბრისას გამოიკვეთა, თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ამ დარგის განათლების ხელშეწყობის კუთხით დაიგეგმა, რომლის დეტალური მოკვლევა და პრიორიტეტების გამოკვეთის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

www.keda.ge -ს ინგლისურ ენოვანი ველის პრეზენტაცია გაიმართა

ქედის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების და საკრებულოს აპარატის ორგანიზებით, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის –www.keda.ge -ს ინგლისურ ენოვანი ველის პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ საიტის სტრუქტურას, მუშაობის პრინციპს, ახლადდანერგილ სიახლეების ველს, სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს. ონლაინ პეტიციის დანერგვის შემდეგ, keda.ge ინგლისურ ენაზე ითარგმნა, …

ქედის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო განახლებული შემადგენლობით იფუნქციონირებს

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86 პრიმა მუხლის საფუძველზე, ქედის მერიაში შექმნილმა სათათბირო ორგანომ – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დღეს განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა. სხდომა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ გახსნა და დასძინა: ,,იმედი მაქვს განახლებული სათათბირო ორგანო იქნება უფრო მოქნილი, ეფექტური და საქმეზე ორიენტირებული” . კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში გაწევრიანებულნი არიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და …

სოფელ მეძიბნაში მრავალფუნქციური სახლის მშენებლობა დაიწყო

სოფელი მეძიბნა ზღვის დონიდან ერთ-ერთი მაღალი სოფელია ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც ზამთარი უხვნალექიანობით გამოირჩევა. აქ წლებია მოსახლეობა თავშეყრის ადგილის მოწესრიგებას ითხოვს. მეტიც, სოფლის სახლი ამორტიზირებულ შენობაში აგრძელებდა ფუნქციონირებას. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მრავალფუნქციური სახლის ასაშენებლად, წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 146 852 ლარი იქნა გათვალისწინებული. სოფლის სახლი, თავშეყრის სივრცე, სამედიცინო პუნქტი – ეს ის სერვისებია, რომლებიც ერთად მოიყრის …

ინფრასტრუქტურული პროექტები ქედის მუნიციპალიტეტში

მდინარე აკავრეთაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მეორე ფაზა სრულდება. ჯებირი აკავრეთას უბნის მოსახლეობის პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს. წყალუხვობისას აკავრეთა საფრთხეს უქმნიდა როგორც მოსახლეობას, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებებს. პირველი ფაზის 2 წლიანი მშენებლობის ბიუჯეტი 1 745 000 ლარს შეადგენდა. პროექტის სიკეთე გასულ წელსვე, სტიქიის დროს ნათლად წარმოჩნდა – ადგილობრივი მოსახლეობა კრიზისულ სიტუაციას გადაურჩა. პროექტის საბოლოო სრულყოფისთვის მერიამ წელს 230 000 ლარი …

„ბეთლემი“ აზერბაიჯანში ფოლკლორული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა

ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბეთლემი” 9-13 ივლისს, აზერბაიჯანში ფოლკლორული ცეკვების III საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით – „მეგობრობის ხიდი“ იმყოფებოდა. ანსამბლმა პირველი კონცერტი 10 ივლისს ქალაქ გუბაში გამართა, ხოლო 11 ივლისს, ბაქოს სახელმწიფო თეატრში. ფესტივალში, რომელშიც თურქეთის, ირანის, მოლდავეთის, რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და სხვა შემოქმედებით კოლექტივები მონაწილეობდნენ, „ბეთლემმა“ მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. წარმატებული გამოსვლისათვის …

ქვის ლოდმა ქედაში საცხოვრებელი სახლი დააზიანა

15 ივლისს, გვიან ღამით, სოფელ ნამლისევში, დაგორებულმა ქვის ლოდმა მამუკა ნინიძის საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობს, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. ქედის მერიის ცნობით, ამ ეტაპისთვის საცხოვრებელს საფრთხე არ ემუქრება. მერიამ უკვე მოიწვია გეოლოგიური სამსახური, რომლის დასკვნის შემდგომ გადაწყდება თუ რა სახის ღონისძიებებს გაატარებს თვითმმართველობა.

პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის საიუბილეო საღამო ქედაში

ქედის საბიბლიოთეკო განყოფილების ორგანიზებით, პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის იუბილესთან დაკავშირებით, პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და მისი შემოქმედება მიმოიხილეს ადგილობრივმა პოეტებმა, საზოგადოების წევრებმა, თვითმმართველობის მოხელეებმა და ნორჩმა დეკლამატორებმა. „მინდა ბატონ ანზორ ლორთქიფანიძეს საჯაროდ მივულოცო დაბადების დღე და ვუსურვო ხანგრძლივი სიცოცხლე და ახალი შემოქმედებითი გამარჯვებები! მის მეტად საინტერესო, უაღრესად ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეულ ლექსებს, ლამის ბავშვობიდანვე …

ქედის მერია თევზსაშენი მეურნეობების მხარდასაჭერ ახალ პროგრამას განახორციელებს

აჭარის რეგიონი გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატიდან გამომდინარე, საკმაოდ მდიდარია ჰიდრორესურსებით, რომლებიც ენერგო და სამელიორაციო დანიშნულების გარდა, ნაწილობრივ სამეურნო თევზმოშენებისთვისაც გამოიყენება. ამ მხრივ, განსაკუთრებული დატვირთვა ქედის მუნიციპალიტეტშია, სადაც 68 სხვადასხვა ზომის და წარმადობის საკალმახე მეურნეობაა შექმნილი. ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ არსებული საკალმახე მეურნეობების მხოლოდ 8%-ია დატვირთული ინტენსიურად, ხოლო …

მონუმენტი ,,საქართველოს სადარაჯოზე“ და ფესტივალი ,,არტ-გენი“ ქედაში ერთად გაიხსნა

საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებულთა მონუმენტი „სამშობლოს სადარაჯოზე“, მახუნცეთში დღეს ოფიციალურად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აკადემიკოსმა ვაჟა ბერიძემ გახსნეს. პროექტის ავტორი მხატვარ დეკორატორი ალექსანდრე ლანევსკია, მხარდამჭერი საყოველთაოდ ცნობილი სკულპტორი ზურაბ წერეთელი, მოქანდაკეები დავით ბოლქვაძე და ავთანდილ ნავროზაშვილი, ხოლო არქიტექტორი დავით სვანიძეა. სკულპტურა საინიციატივო ჯგუფმა – ბერიძეების საგვარეულომ – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან …

პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია ქედაში მცირე მეწარმეების საქმიანობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარ დეპუტატთან – ანზორ ბოლქვაძესთან, ქედის მერთან – ლევან გორგილაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან – შუქრი თურმანიძესთან ერთად ქედაში მცხოვრებ იმ ოჯახებს ესტუმრნენ, რომლებიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობენ, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხელი შეეწყოთ მცირე მეწარმეობის …

ქედაში მასწავლებელთა მეორე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

,,წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკა და ინოვაციური მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში” – ამ სახელწოდების მასწავლებელთა კონფერენცია, ქედის რესურსცენტრის ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 10 ივნისს, დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიმართა. პლენარული და სექციური მოხსენებები ,,მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემა”-ში ჩართულმა 32 -მა პედაგოგმა შემდეგი მიმართულებებით წარადგინა: [checklist] ქართული ენა და ლიტერატურა უცხოური ენები (ინგლისური და …

ბიუჯეტი გენდერული თანასწორობისთვის პირველად ქედის თვითმმართველობაში

ქედის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად ,,გენდერული თანასწორობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“ დააფინანსა. ,,ტოლერანტობის დღე“, ,,ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღე“, საინფორმაციო კამპანია ,,არა ძალადობას“, ,,ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“, ,,ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულს“, ,,ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები“, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარების ჩატარება, ,,გენდერის საათი“ და ,,ქალის როლი …

„სოლიდარობის დღე“ – ქედის მერია აქციის ფარგლებში კიდევ ერთ მოქალაქეს დაეხმარა

აქცია სახელწოდებით „სოლიდარობის დღე“ – ქედის მერის ლევან გორგილაძის ინიციატივით ამჯერად სოფელ ჩეტკიძეებში დიასამიძეების ოჯახის დასახმარებლად გაიმართა. აქცია თვეში ერთხელ იმართება და მისი მიზანია სოციალურად დაუცველი მარტოხელა ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადამიანური რესურსით დახმარება. ივანე დიასამიძეს საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად 12 თებერვალს მთლიანად დაიწვა. ღია ცის ქვეშ დარჩენილი 6-წევრიანი ოჯახი მერიამ ქირით გაიყვანა. აჭარის …

ქედელი ჩოგბურთელების წარმატებები ზედიზედ

ვაიოს მაგიდის ჩოგბურთის სექციის სპორტსმენები გულშემატკივარს წარმატებებით ანებივრებენ. მალტაში, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, ოთხი გოგონას ასპარეზობის შემდგომ სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს. ანრი დევაძე საქართველოს ნაკრების წევრი ოფიციალურად გახდა და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ლინდა ჩიკვაიძე 2018 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო წყვილებს შორის პირველ საპრიზო ადგილზე ელზა მახაჭაძე და ლინდა ჩიკვაიძე …

მაქბულე კოჩაკი ქედის მუნიციპალიტეტს კონსულის რანგში პირველად ესტუმრა

დღეს ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ, თურქეთის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში – მაქბულე ქოჩაკს ოფიციალურად უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კონსულის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე ესწრებოდა. ოფიციალური სტუმარი მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად ჯერ ახალგაზრდების მიერ ქედის ცენტრში ორგანიზებულ, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ფლეშმობს – სახელწოდებით ,,ხორუმს” დაესწრო, რომლის შემდგომ შეხვედრა მერის სამუშაო …

ქედაში ,,საქართველოს დამოუკიდებლობის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

,,საქართველოს დამოუკიდებლობის“ 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ქედაში დღეს, სიმბოლურად, ქედის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, თემატური პუბლიკაციებისა და ნახატების გამოფენით გაიხსნა. მოეწყო სემინარი – ,,ყადირ შერვაშიძე”, რომლის ფასილიტატორი ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი, ლია მახარაძე იყო. სემინარში მონაწილეობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის – ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის …

გაზრდილ ხელფასს ა[ა]იპ-ის თანამშრომლები ქედაში ამ თვიდან აიღებენ

ქედის ა[ა]იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაისის თვიდან აიღებენ. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ა[ა]იპ-ების თანამშრომლების ხელფასი 30-50%-ით არის გაზრდილი. ქედაში ყველაზე დიდი ა[ა]იპ-ი ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება და კულტურის ცენტრია. ბაღების გაერთიანებაში სულ 201 შტატია, თანამშრომლების ხელფასი აქ 80-250 ლარით გაიზარდა. ქედის ბაღების გაერთიანებაში 250 ლარით ხელფასი ბაღების გაერთიანების დირექტორს გაეზარდა, ფილიალის ხელმძღვანელებს – …

ლევან გორგილაძემ ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღე მიულოცა

,,უდავოდ დიდია ბიბლიოთეკარების ღვაწლი თაობების სრულფასოვანი აღზრდის საკითხში. შესაშურია თქვენი სიყვარული პროფესიისა და წიგნის მიმართ… ენთუზიაზმი, უშრეტი ენერგია და პროფესიონალიზმი – საბიბლიოთეკო საქმიანობაში თქვენი ყველაზე დიდი ჯილდოა!… ვულოცავ ყველა ბიბლიოთეკარს პროფესიულ დღეს!” – აღნიშნა ბიბლიოთეკარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ. პროფესიული დღე ქედის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა, ნორჩმა …

ლევან გორგილაძის ინიციატივით ქედაში სოლიდარობის დღეები შემოიღეს

დაპირებისამებრ, ინიციატივას ხორცი სოფელ აგოთაში, 87 წლის მარტოხელა ხანდაზმულის –  მეხფულე დუმბაძის დასახმარებელი აქციით შეესხა. ლევან გორგილაძე, რწმუნებულებთან და ,,დახმარების ეროვნული ფონდის” მოხალისეებთან ერთად, ბენეფიციარის საკარმიდამო ნაკვეთში, საგაზაფხულო სამუშაოების დასახმარებელ აქციაში ჩაერთო. ,,სოლიდარობის დღის” მიზანია თვითმმართველობის მოხელეების თანამონაწილეობით, მოხალისეობრივ საწყისებზე, ადამიანური რესურსით დახმარება მარტოხელა სოციალურად დაუცველი ან შშმ პირებისთვის. ქალბატონი მეხფულესთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა აქცია. …

104 ათასი ლარი მახუნცეთის ჩანჩქერთან კულტურისა და სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად

სოფელ ქვედა მახუნცეთში, აწჰესის დასახლებაში, ქედის მერია ორსართულიანი კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 104 ათასამდე ლარი დაიხარჯება. შენობა მახუნცეთის ჩანჩქერთან არსებული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. კულტურისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 120 დღეში უნდა დამთავრდეს. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება კი, მიმდინარე წლის 16 მაისს …

მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას ქედის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

კამპანიას – ,,გარემოს გულისთვის“  ქედის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ღონისძიებით შეუერთდა. კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. აქციას ქედის მერი ლევან გორგილაძე შეუერთდა და დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პარკში, ლაფანისა და მუხის დეკორატიული ხეების დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ასევე, მოეწყო მასშტაბური დასუფთავების აქცია. …

სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ქედაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ქედის მერიას მიმდინარე წლის ბიუჯეტში 80 000 ლარი აქვს გაწერილი. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, სულიკო ბოლქვაძე განმარტავს, რომ ეს თანხა საზაფხულო იალაღებზე  – დიდვაკე, მლაშე, ნაკონაღვარი, ღარათი, ღომა, თივნარი, საბადური – გზებისა და ბილიკების მოწესრიგებას მოხმარდება, ამ დროისთვის კი მერია პროექტირებაზე მუშაობს. „ეს ის მთებია, სადაც ზაფხულობით ბევრი ადამიანი გადის. მთებთან მისასვლელი გზების …

ლევან გორგილაძის საინფორმაციო შეხვედრა მშობლიურ სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე

ნატოს დღეების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან გორგილაძე, დღეს პროექტში „დაბრუნება სკოლაში“ /Back to school – ჩაერთო და მშობლიურ ვაიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ლევან გორგილაძე ახალგაზრდებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა ჰარმონიზაციისა და მითების საკითხს და მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მიღების სწრაფვისკენ მოუწოდა. საუბრისას მოიშველია მაგალითები, თუ როგორ შეძლო ჩაებარებინა …

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აჭარაში პოპულარულ ტურისტულ ადგილზე [ფოტო]

აჭარის მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მახუნცეთის ჩანჩქერია. მახუნცეთში ტურისტების სიმრავლე წლის ნებისმიერ სეზონზე შეინიშნება. მიუხედავად ამისა, მოუწესრიგებელია ჩანჩქერისა და „თამარის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორია, გზები და ბილიკები. მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ქედის მერია საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს – გასულ წელს 680 ათასი, ხოლო წელს 450 ათასი ლარია გამოყოფილი. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე ამბობს, რომ „თამარის …

საფეხბურთო კლუბ „ბეთლემს“ ქედის მერია აღარ დააფინანსებს

ეროვნულ, მესამე ლიგაში მოთამაშე  საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემს“ ფეხბურთის განვითარების ფონდი აფინანსებს. ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად თანხას გუნდს ქედის მერია მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბზის განახლებისთვის გამოუყოფს. 2016 წელს „ბეთლემმა“ ქედის მერიისგან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის 349 916 ლარი მიიღო, 2017 წელს – 45 000 ლარი, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში მერიას 40 000 ლარი აქვს გაწერილი. ამ თანხით მერია საფეხბურთო კლუბისთვის …

77 ათას ლარად ქედაში ორ კიბეს შეაკეთებენ

ქედის მერია 77 100 ლარს დაბაში არსებული ორი კიბის რეკონსტრუქციაზე დახარჯავს. 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩების დამაკავშირებელი კიბის რეკონსტრუქციისთვის მერიას  – 43 560 ლარი, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული კიბის შესაკეთებლად 30 636 ლარი აქვს გაწერილი. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ მერია პირველ ეტაპზე დაბაში არსებულ იმ კიბეებს გამართავს, რომლებიც სასწრაფოდ შესაკეთებელია. კიბის შესაკეთებლად ქედის მერიის მიერ …

პირველი არჩეული მერი ქედის მოსახლეობას საქმიანობის ანგარიშს პირველად აბარებს

ლევან გორგილაძის საქმიანობის 100 დღე, გასული წლის მიმოხილვა და სამომავლო პროექტები – ეს ის თემებია, რომელსაც პრეზენტაციის სახით, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას და საზოგადოების წევრებს, 26 მარტიდან აცნობს. ლევან გორგილაძე ქედის მერად, 2017 წლის 21 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 63 %-მა  აირჩია. ხალხის მიერ პირველი არჩეული მერი საქმიანობას ოფიციალურად …

ქედას ესტონელი ექსპერტები ესტუმრნენ

28 მარტს ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტის – „აჭარის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად“ ფარგლებში, ქედას ესტონელი ექსპერტები -„ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრი“ (ENUT) – ის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ქალბატონებთან და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ექსპერტებმა მსმენელებს მოტივირებული ქალის მიერ საოჯახო ბიზნესად ქცეული მეურნეობის, …

რატომ შეაქვთ ცვლილებები პროექტებში – „ფარული სამუშაოები“ მშენებლობის პროცესში

ქედის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, მშენებლობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით დამპროექტებელ კომპანიებს მათ მიერ შედგენილ პროექტებში ცვლილებები ხშირად შეაქვთ. კომპანია, რომელსაც ქედის მერია პროექტში ცვლილებების შესატანად წერილობით მიმართავს, შპს „საბაა“, რომელიც ქედაში, სოფელ ზუნდაგაში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ავტორია. პროექტი მერიამ გასულ წელს შეისყიდა. მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ზუნდაგის ბაღის შენობის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიამ ქედის …

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში

მეწყრის პრევენციული ღონისძიებების პროექტი ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა ქედის თვითმმართველობისთვის. მეტიც, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია ოპტიმისტურია და რამდენიმე წელიწადში ეკომიგრანტთა პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას პროგნოზირებენ. ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკოლოგიური საფრთხის პრევენციისთვის გარკვეული თანხა გამოიყოფა. 60-მდე სოფელში ეწყობა სანიაღვრეები, გაბიონები, წყალშემკრები არხები, ხიდები და ა.შ. მიმდინარე წელს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძებებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 480 900 ლარია გათვალისწინებული, მათგან ამ დროისთვის …

უსაფრთხოა თუ არა ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება

მახუნცეთის ყოფილი  საბჭოს ორსართულიანი მრავალფუნქციური შენობის – სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და თემის ადმინისტრაციული შენობა ფუნქციონირებდა – რეაბილიტაცია ქედის მერიამ 2017 წელს დაგეგმა, 760 ათასი ლარი გამოყო და სამუშაოებიც დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობის გასაფართოებლად შენობის წინა და უკანა მხარეს ახალი საძირკველი ჩამოესხა, აშენდა ახალი კედლები, მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კი, მშენებელმა კომპანიამ …

ქედის მერია წელს დაბაში ახალათვისებულ ტერიტორიებს კეთილმოაწყობს

დაბა ქედაში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე დამატებული ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ქედის მერიამ პროექტი გასულ წელს შეისყიდა. 2017 წლის 22 სექტემბრის N 220 ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 4 896 ლარად შპს ,,საბამ“ მოამზადა. პროექტის მიხედვით: [checklist] კეთილმოეწყობა სრულად მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე დამატებული ტერიტორია; მოეწყობა საყრდენი კედლის გასწვრივ დეკორატიული გარე განათებები; მოეწყობა საყრდენი კედლის გასწვრივ ტროტუარი ფერადი, დეკორატიული …

Exit mobile version