გეგელიძეების მეჩეთის მიმდებარედ, ქედის მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს

სოფელ გეგელიძეებში, მეჩეთის მიმდებარედ, მეწყერი მიმდინარე წლის იანვარში განვითარდა, რამაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საძირკვლის ჩამოშლის საფრთხე შეუქმნა. მეწყრული პროცესები საფრთხეს უქმნიდა ასევე, იქვე მდებარე ორ საცხოვრისსაც. სტიქიური კერა ოპერატიულად შეისწავლეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოწვეულმა გეოლოგებმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, ქედის მერიამ მეჩეთის მიმდებარედ მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებების პროექტი შეისყიდა, რომელიც ამ …

ქედის შესასვლელში ცენტრალური მაგისტრალი ფართოვდება

მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ბათუმი-ახალციხის 37-ე კილომეტრზე ცენტრალური მაგისტრალის გაფართოებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სივიწროვის გამო, საფრთხე ექმნებოდათ როგორც ავტომობილების მძღოლებს, ასევე ქვეითებს. პროექტს სახელწოდებით – ,,შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 37+200 კმ-ზე (დაბა ქედის შესასვლელი), დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენითი და გზის გაფართოებითი სამუშაოები“, ქედის თვითმმართველობის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი …

ქედის სოფლებს მალე მეორე ნაგავმზიდი მოემსახურება

ქედის თვითმმართველობას სუფთა მუნიციპალიტეტის ამბიცია აქვს. ვინაიდან, ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა მერიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. თვითმმართველობის მოხელეები ყოველ წელს, პერმანენტულად, დასუფთავების აქციებსა და კამპანიებში მონაწილეობენ, რის საშუალებითაც არაერთი ხელოვნური ნაგავსაყარი და ხევი დასუფთავდა. გარდა ამისა,  საინფორმაციო კამპანია – ,,ნარჩენების სწორი მართვით შევინარჩუნებთ ბუნებრივ გარემოს” – წარმატებით წარიმართა, რომლის …

ქედის მერია საქონლის ვაქცინას შეისყიდის

ქედის მერია ზოონოზური [ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება] დაავადებების, პასტერელოზისა და ემკარის ვაქცინას შეისყიდის და ფერმერთა საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონელს ნებაყოფლობით ვაქცინაციას ჩაუტარებს.  2 500 – მდე სული პირუტყვის ასაცრელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 500 ლარი გამოიყო. პასტერელოზსა და ემკარზე რქოსანი პირუტყვის ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ხორციელდება. ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ ამ დაავადებებზე …

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ქედის თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ქედა სპორტული აქტივობებით რომ გამორჩეული მუნიციპალიტეტია, ამას სპორტსმენთა მიღწევები მოწმობს. იმისთვის, რომ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით იყვნენ დაკავებულნი, მერია წლის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან პროგრამასა თუ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტულ სექტორებსა და ჯგუფებში ჩართვის, სპორტის მასობრივი და ინდივიდუალური სახეობების განვითარების, წარმატებულ სპორტსმენთა გამოვლენის და სპორტის სახეობების პოპულარიზაციის  მიზნით, მიმდინარე წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 401 900 ლარია …

ქედელმა მოჭიდავეებმა საქართველოს პირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

დიეგო მახარაძე და მამული გურგენიძე ქედის სასპორტო სკოლის ჭიდაობის სექციის გამორჩეული სპორტსმენები არიან. მეტიც, ისინი 9-10 თებერვალს თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე აჭარის ნაკრების სახელით ასპარეზობდნენ. მოჭიდავეებმა ქომაგების მოლოდინი ამჯერადაც გაამართლეს და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ. დიეგომ 65 კილოგრამ, ხოლო მამულიმ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილები მოიპოვეს. სპორტსმენებსა და მწვრთნელებს წარმატებები მუნიციპალიტეტის …

ქედის მერია თემის რწმუნებულებს საწვავს პირადი ავტომობილებისთვის გამოუყოფს

ქედის მუნიციპალიტეტის მერია თემის რწმუნებულებს საწვავს პირად სარგებლობაში არსებული ავტომობილებისთვის გამოუყოფს. საწვავის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ დღეს, 13 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის ინფორმაციით, ცხრა რწმუნებულისთვის საწვავის შესაძენად წლის ბოლომდე სულ 13 200 ლარია გამოყოფილი. „სოფლებში თემის რწმუნებულების მუშაობა ეფექტურად რომ წარიმართოს, საავტომობილო გადაადგილებისთვის საწვავის შესაძენად, ბიუჯეტიდან 13 200 ლარი გამოიყო. ამ …

ქედის სოფლებში გარე განათებების ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება

სოფლის გაძლიერება და შესაბამისი პირობების შექმნა, ქედის თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარე განათებების ქსელის მოწყობისთვის თანხა ყოველწლიურად გამოიყოფა. გასულ წელს ქედის 30 სოფელში, 195 განათების წერტილი დამონტაჟდა, რისვისაც 80 000 ლარი დაიხარჯა. ქსელში ჩასართავად კი ამ დროისთვის, მუნიციპალური ორგანიზაცია შპს ,, ქედის კომუნალურსერვისი“ აქტიურად მუშაობს. …

ქედაში თემის რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით შეუმცირდათ

ქედის მუნიციპალიტეტში თემის რწმუნებულებსა და ადმინისტრაციულ თემებში დასაქმებულ სპეციალისტებს ხელფასი 10 ლარით მას შემდეგ შეუმცირდათ, როდესაც ქედის საკრებულომ 18 იანვარს ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო დაამტკიცა. საშტატო ნუსხით თემის რწმუნებულების ხელფასი 800 ლარით, ხოლო სპეციალისტებისა – 550 ლარით განისაზღვრა. აქამდე რწმუნებულები და სპეციალისტები 10 ლარით მეტ ანაზღაურებას იღებდნენ. ქედის მერიაში განმარტავენ, რომ მერის რწმუნებულებსა …

ქედაში მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა, რამდენიმე სოფელს კი შუქი არ მიეწოდება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვარჯანისსა და აქუცაში საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ განვითარებული მეწყრის გამო შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა. ქედის მერიის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო შუქი არ მიეწოდება დანდალოსა და ოქტომბრის თემში შემავალ სოფლებსა და მერისის თემის სამ სოფელს: სილიბაურს, ნამონასტრევსა და შევაბურს. „გზებზე მცირე მეწყრები განვითარდა, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, გეოლოგები ამოვიდნენ და დაიწყეს …

ქედის მერია პარკინსონით დაავადებულებისთვის მედიკამენტებს შეიძენს

ქედის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის „პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამას განახორციელებს. ახალი სოციალური პროგრამა ქედის საკრებულომ დღეს, 26 იანვარს, დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში, ქედის მერია პარკინსონით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებს თვეში ერთხელ, ჯანმრთელობის შესაბამისი ცნობის საფუძველზე გადასცემს. ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიას უფასო მედიკამენტის მიღების მოთხოვნით 11-მა მოქალაქემ მიმართა, დღეს დამტკიცებული …

Exit mobile version