მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ – პროექტმა სტარტი ქედიდან აიღო

11.08.2018
„ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ – პროექტმა სტარტი ქედიდან აიღო

ENPARD-ის მეორე ეტაპის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ და ა(ა)იპ „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“.

პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს ქედაში გაიმართა, ვროკავშირი აფინანსებს.

საინფორმაციო შეხვედრა ქედელი ახალგაზრდების მიერ მომზადებული ხორუმით გაიხსნა.

ქედის კულტურის ცენტში შეკრებილ, აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 100 ახალგაზრდას სიტყვით მიესალმნენ ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ დამფუძნებელი სოფიო ბაკურიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, ა/ო „ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ხელმძღვანელი მაია ქათამაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი.

საქართველოს ევროპული გზა, უსაფრთხოება, თავდაცვა, განათლება, ეკოლოგია და სოფლის განვითარება, ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ პროცესში ახალგაზრდობის როლის წარმოჩენა; სოფლის განვითარების მიზნით ლიდერობის, ინოვაციური მიდგომების გამოყენებასა და ლოკალურ და მასშტაბურ დონეებზე სამოქალაქო აქტიურობა – თემები საინტერესო არგუმენტებითა და მაგალითებით გააჯერეს გადაცემა „ვემსახურები საქართველოს“ ავტორმა, ჟურნალისტმა გიორგი წეროძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა,  2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანმა ნაზიმ დევაძემ, ევროკავშირის პროგრამა „Erasmus+”-ის მონაწილემ, ბსუ-ს კურსდამთავრებულმა იოსებ მაკარაძემ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ჩიხლაძემ.

პროექტის მიზანია აჭარის რეგიონის ახალგაზრდების კოორდინირება და სოფლად მათი მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროექტი რამდენიმე თვეს გაგრძელდება, მოეწყობა თემატური სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, დისკუსიები. გამოცხადდება  შემეცნებითი და ბიზნეს-იდეების კონკურსები. დასკვნით ეტაპზე კი მოეწყობა ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც პროექტის მიმდინარეობის მანძილზე შერჩეულ აქტივისტებს და გამარჯვებულებს გააერთიანებს.

საინფორმაციო შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: