26 მარტის შემდეგ, როცა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფლეი-ოფში საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა, ვირუსულად გავრცელდა ვიდეო მარნეულიდან, სადაც ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მღერიან აფიგ ნოვრუზოვი და საჰილ დენიზი – გამარჯვების აღსანიშნად. ვიდეო ქართულ სოციალურ ქსელებში 27 მარტს გამოჩნდა და უამრავმა მომხმარებელმა გააზიარა. @sahildeniz_official Tezliklə🧨 @Nato_Negd_Pul #georgia #gürcistan #tiktok #keşfet #sahildeniz_official #yeni #new #nev …
Tag Archives: ქართველი აზერბაიჯანელები
შეუძლებელია ქრთამის გარეშე დასაქმდე სკოლაშიც კი – რა პრობლემები აქვთ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს
„ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისთვის ვართ დროებითი სტუმრები“, „სისტემა და პრაქტიკა შესაცვლელია – ეთნიკური უმცირესობების საფრთხედაა აღქმული ყველა მუნიციპალიტეტში“, „ჩვენ გვაქვს იმ სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რის გამოც ცხოვრების მინიმალური სტანდარტიც კი არ გვაქვს,“ – ეს ამონარიდია ბათუმში გამართული დისკუსიიდან, რომლის ერთ-ერთი სპიკერი აიჰან ჰასანლი იყო. აიჰანი ეთნიკური აზერბაიჯანელია, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. „ბათუმელები“ აიჰან ჰასანლის ბათუმში, სოლიდარობის …
სკოლაში 1 პედაგოგი 6 საგანს მასწავლიდა – ქართული ფილოლოგიის სტუდენტი აზერბაიჯანული თემიდან
„მყავს დედა და ერთი კატა. სულ ესაა ჩვენი ოჯახი. ჩემს მარტოხელა დედას არ ჰქონდა ისეთი შემოსავალი, განათლება მოეცა ჩემთვის, ამიტომ ბავშვობიდან ვქსოვ, სამაჯურებს, ხელნაკეთებს ვამზადებ და ვყიდი. მცირე შემოსავალს, რაც ამ საქმით მაქვს, განათლებას ვახმარ. ჩემი კლასიდან მხოლოდ მე მივიღე განათლება. ქართული ფილოლოგიის მესამე კურსზე ვსწავლობ. ერთხელ მე და დედა კახეთში მარწყვის ბაღში ვმუშაობდით, ვკრეფდით …
თოზუ – უფლებადამცველი გოგო იორმუნღალოდან
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუნღალოში სულ 2200-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ქართველი აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. 26 წლის თოზუ გულმამედლიც იორმუნღალოდანაა. ოთხი თვეა, რაც თანამოაზრეებთან ერთად სოფელში სათემო ცენტრი დააარსა. ცენტრი იქნება სივრცე, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს განვითარებასა და გაძლიერებაში. აზერბაიჯანულ თემში ქალთა უფლებადამცველად თოზუ ისე იქცა, რომ ამაზე არც უფიქრია. მერე თანამოაზრეები გაიცნო და აღმოაჩინა, რომ არიან ადამიანები, ვინც …
#გვარიდამიბრუნე – „სალამმა“ პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა
სამოქალაქო პლატფორმა “სალამმა” დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა. საქართველოს 25 ათასი მოქალაქე ითხოვს, აზერბაიჯანულ და სხვა ეთნიკური წარმომავლობის გვარებს ჩამოშორდეს რუსული სუფიქსები, როგორიცაა -ოვ(ა), -ევ(ა). პლატფორმა “სალამის” წევრები გვარის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს 45 დღის განმავლობაში აგროვებდნენ მცხეთაში, დმანისში, კახეთში, გარდაბანში, რუსთავში, თბილისსა და სხვა რეგიონებში. საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ხელმოწერები შეაგროვა, საქართველოს …
Continue reading “#გვარიდამიბრუნე – „სალამმა“ პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა”
21 წლის სტუდენტი, რომელიც მარნეულში ახალგაზრდებს ქართულს ასწავლის
არზუ ბაირამოვა 21 წლისაა. მარნეულში, სოფელ კასუმლოში ცხოვრობს. ამბობს, რომ საქართველოში დაიბადა, აქ დაამთავრა სკოლაც, ახლა ილიას უნივერსიტეტში სამართალს სწავლობს, კარგად ფლობს ქართულ ენას. არზუ მარნეულში დედასთან, ბებიასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. „ქართულად ჩემი დაც კარგად საუბრობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სოციოლოგიას სწავლობს. ჩვენ არ გვისარგებლია 1+4-ის პროგრამით, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის არის შექმნილი. სიმართლე …
Continue reading “21 წლის სტუდენტი, რომელიც მარნეულში ახალგაზრდებს ქართულს ასწავლის”
ხუდია ბორჩალოელი – მეფე ერეკლეს ყველა ბრძოლის თანამგზავრი ქართველი აზერბაიჯანელი
საქართველოს ისტორიაში თითქმის არაფერი წერია ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების როლზე ქვეყნის მშენებლობაში. ისტორიის სახელმძღვანელოებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო მხოლოდ ეთნიკური ქართველების სამშობლო იყო, რაც არ არის სიმართლე. აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფები დღესაც არ უშვებენ ხელსაყრელ მომენტს, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიონ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები. მათ ხშირად მოუწოდებენ, რომ დროა წავიდნენ თავიანთ „სამშობლოში“. დღეს …
Continue reading “ხუდია ბორჩალოელი – მეფე ერეკლეს ყველა ბრძოლის თანამგზავრი ქართველი აზერბაიჯანელი”