ნესტან ანანიძემ „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო – „სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს“

ნესტან ანანიძემ, სამოქალაქო აქტივისტმა და „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელმა, დღეს, 23 იანვარს, ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო  – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო. სიტყვით გამოსვლის დროს ნესტან ანანიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რის წინაშეც წლებია დგანან ქალები ხულოში. მან გაიხსენა სამოქალაქო საპროტესტო აქციები ხულოში, რომელსაც სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის მართავდნენ ახალგაზრდები. მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა რეჟიმის ყველა პატიმარს, მათ შორის „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ …

ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო

„სიღარიბეში გავიზარდე და ვიცი, რომ ძალიან ძნელია სიღარიბე. როცა ბავშვები კანფეტს ჭამდნენ და ქაღალდს აგდებდნენ, ავიღებდი და ვყნოსავდი, რა კაი სუნი აქვს-მეთქი. ამის თავიდან აცილება მინდოდა. არ მინდოდა, რომ უბრალოდ მეარსება. მეც მინდოდა მქონოდა ის კანფეტი. სწორედ ამისთვის ვიბრძვი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. წელს მე აქ …

103 წლის ქალი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ქმართან დაგლახებული არ წავიდე – ვიდეო

„103 წლის ვარ. ეს არ არის პატარა საქმე, თქვენც ხომ იცით?“ – მეკითხება რემზიე ჭაღალიძე. დღეს სწორედ მის შესახებ გიყვებით. რემზიე ამჟამად ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობს ერთ-ერთი შვილის ოჯახთან ერთად. შავი ტანსაცმელი აცვია და დივანზე ისეა მოკალათებული, ფანჯარაში გახედვა რომ არ გაუჭირდეს. ბუნება ძალიან უყვარს, მაგრამ გარეთ გასვლას ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელჯოხით გადაადგილება არ …

როგორ შეძლო ქალმა ხულოში საკონდიტროზე ოცნება რეალობად ექცია

„გარიგებით დავქორწინდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგ შემიყვარდა ჩემი მეუღლე. სამი შვილი მყავს. ორი გოგო და უმცროსი ბიჭი, რომელიც 25 დღის იყო, როცა ჩემი ქმარი გარდაიცვალა. 16 წელია, რაც ქმარი აღარ მყავს. ძალიან რთულია, იყო მარტოხელა დედა. ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღო, იტვირთო და აიტანო, რათა ოჯახი არჩინო“ – გვიყვება 45 წლის ეკა აბულაძე. ეკა …

ქალი ხულოდან, რომელიც სოკოს მოყვანას გეგმავს – „მიყვარს ბრძოლა“

დღეს 43 წლის გულნარა ლაბაძეზე გიყვებით. ის ხულოს სოფელ უჩხოში ცხოვრობს. გულნარას შვილები თბილისსა და ბათუმში ცხოვრობენ, მან კი სოფელში დარჩენა ამჯობინა და მარტო ცხოვრობს. ქალის თქმით, ხულოს მკაცრი ზამთრის პირობებში მარტო ცხოვრება ძალიან რთულია. „ხშირად ვგრძნობ დაღლას, მაგრამ არ მინდა, რომ ამას შევეგუო. 43 წლის ვარ. რა დროს დაღლაა ჯერ?“ – ამბობს გულნარა. გულნარა …

„ადამიანები მხოლოდ ვარდის სილამაზეს ხედავენ“ – ქეთის კენიური ვარდების ბაღი ქედაში

„ხშირად ადამიანები მხოლოდ ვარდის სილამაზეს ამჩნევენ და არ იციან, თუ რა დიდი შრომა სჭირდება მის გახარებას. ზოგადად, რასაც ადამიანი არ აკეთებს, ყველაფერი იოლი ჰგონია. მეგობრები, ნათესავები თუ სხვები ძალიან ხშირად მეუბნებიან: „ვაიმე, ვარდები რა ლამაზია, მათ მოყვანას რა უნდა, რა ბედნიერი ხარ, ვარდებთან რომ გაქვს შეხება“ და ა.შ. ერთი შეხედვით როგორც ჩანს, ასე ნამდვილად არ …

Exit mobile version