არც საქანელა გვაქვს, არც მოედანი – ბავშვები სვიშევსკის ქუჩიდან

სვიშევსკის ქუჩა ბათუმში, ე.წ გოროდოკის უბანში, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ვიწრო ქუჩების ლაბირინთში ათობით ბავშვს შენიშნავთ ბურთით ხელში, რომლებიც ვიწრო შუკებში სათამაშო სივრცეებს ეძებენ, მაგრამ ამაოდ. სახელდახელოდ, პლასმასის წვრილი ჯოხებისგან შეკოწიწებულ ფეხბურთის კარებს აქეთ-იქით დაატარებენ და ბოლოს მაინც ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე იწყობენ „სტადიონს“. სახლებს შორის მოქცეული ათობით ბავშვის ყიჟინზე მეზობლებიც ღიზიანდებიან,  – ვიღაცას ბავშვი …

„წყალს ვხედავდით და ვერ ვსვამდით“ – რამიშვილების რეპრესირებული ოჯახის ისტორია

13 წლის ასაკში, ყაზახეთის ცხელ უდაბნოში ალბათ პირველად სთხოვა ღმერთს მთელი გულით – „გთხოვ, ნუ მომკლავ ისე, რომ არ დავლიო წყალი ონკანიდან და ასი მეტრი მაინც არ გავიარო ქვაფენილზე“. მანამდე იყო ზამთრის ცივი ღამე, როცა ბათუმში, სახლში, 13 წლის მძინარე ბიჭს, შუაღამისას უცხო ადამიანები წამოადგნენ თავზე. ბიჭი, დედა და მამა, საწოლიდან პერანგისამარა წამოაგდეს და თავზე …

„არის ხალხი ზევიდან რომ გიყურებს, რაც ვართ, ჩვენ ვართო“ – მძღოლების დამხმარე ბათუმიდან

„ასე თუ გააჩერებ, 50 ლარით დაგაჯარიმებენ, არ შეიძლება“, – ეუბნებოდა 59 წლის გიორგი ჩხეიძე მძღოლს, როცა მას შევხვდით. გიორგი ბოლო 5 წელია, რაც ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ე.წ. „სტაიანშიკად“ მუშაობს. თუმცა მას სიტყვა „სტაიანშიკი“ კატეგორიულად არ მოსწონს: „რუსულად იძახით „სტაიანშიკიო“ – ეს მაღიზიანებს. „სტაიანშიკი“ რანაირი სათქმელია, თითქოსდა სალანძღავი სიტყვაა. ხომ შეიძლება, ქართულად ბოლოს და ბოლოს [მანქანების] …

81 წლის ხევსური ქალი, რომელიც შუახევის ანსამბლში მღერის

81 წლის მაყვალა ბუჩუკური ბოლო 12 წელია შუახევის მუნიციპალიტეტის ანსამბლ „ფესვებში“ მღერის. მაყვალა ხევსურეთიდანაა, იგი თითქმის 40 წელია ბათუმში ცხოვრობს. ამბობს, რომ მთელი ცხოვრებაა მღეროდა სხვადასხვა ანსამბლში და საყვარელ საქმეს ახლაც აგრძელებს. „ყოველ ორშაბათს გვაქვს რეპეტიციები და დავდივარ შუახევში. მაგრამ ახლა ოპერაცია გავიკეთე და რამდენიმე თვეა ვისვენებ“ – გვითხრა მან. ამბობს, რომ ძალიან უყვარს შუახევი …

შენი უბნის მეწაღე

ყველაფერი ფასს კარგავს, როცა ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ქუსლი ტყდება შუა ქუჩაში. ამ დროს თუ ვინმე სახეზე შემოგხედავთ, იფიქრებს, რომ უბრალოდ უჟმური ხართ. არადა, ფეხსაცმელი გიჭერთ ან მაღალი ქუსლი მოტყდა ცოტა ხნის წინ და უახლოეს სადარბაზოს ეძებთ, რომ შევარდეთ და მეორეც მოატეხოთ. გამოსავალი მეწაღის უახლოესი ჯიხურია. ერთ-ერთ ასეთ ჯიხურში თენგიზ დგებუაძე სამი წელია …

ბათუმის ყველაზე ასაკოვანი მესაათე

ქალაქს ბევრი რამ ქმნის: გარემო, არქიტექტურა,ლანდშაფტი, სკვერები და ბაღები, ქუჩები, ამ ქუჩებში დატრიალებული სუნიც კი, მაგრამ ქალაქის მაჯისცემას ყველაზე მეტად ადამიანები განსაზღვრავენ. ქუჩაში ყველას შეგვხვედრია მესაათის ჯიხური და ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ თუ ჯიხურის მინებიდან კარგად ჩანს როგორ ჩაჰკირკიტებს მოხუცი მესაათე მექანიზმის უწვრილეს დეტალებს და იქვე ხის ძველი, კედლის გუგულიანი საათებიც ჰკიდია, აუცილებლად შეჩერდებით. ბათუმში, …

პოლიტიკურად არასაიმედო ჯონი



ჯონის პატარა ოთახის კედლები მისი ნამუშევრებითაა დაფარული. ძირითადად წითელი და ყვითელი ფერები სჭარბობს, პორტრეტებიცაა და სიუჟეტური ნამუშევრებიც, თუმცა მთლად ზუსტად არც ერთი და არც მეორე. ჯონი ჯიჯიეშვილი ხატვას თავისებურად უდგება, თითქმის არ იყენებს მწვანე და ლურჯ ფერებს და არც ხატვის აკადემიურ წესებს დაგიდევთ.

 

Exit mobile version