პროკურატურის მიტოვებული შენობა ბათუმში – ივანიშვილის დაფუძნებულ „ქართუს“ საკუთრება

ბათუმში გრიბოედოვის #2-ში, ბანკ „ქართუს“ გაგრძელებაზე მდებარე სამსართულიანი შენობა, სადაც წლების განმავლობაში პროკურატურა იყო განთავსებული დაკეტილი და მიტოვებულია. სამსართულიანი შენობა საინტერესო ფასადით ბათუმის ისტორიული განაშენიანების ნაწილი არ არის, უფრო საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშია, თუმცა ძეგლის დაცვის არეალშია. ამ შენობასთან ახლოსაა ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. საზღვაო აკადემიის გვერდით ბანკ „ქართუს“ შენობაა, …

ვინ და როგორ გაინაწილა აბასთუმანი

ოფშორული კომპანიები, რომლებმაც მასშტაბური პროექტების განხორციელების პირობით აბასთუმანში სახელმწიფო ქონება იყიდეს, 2025 წლიდან სააქციო საზოგადოება „ტერას“ და ფონდ „ქართუს“ საკუთრებად დარეგისტრირდნენ. ორივე კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია. კურორტ აბასთუმანში ბოლო წლებში სახელმწიფო და კერძო ქონება იყიდეს და მშენებლობის ნებართვები მიიღეს ასევე „ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა. ამ კომპანიების დამფუძნებლები „ოცნების“ მხარდაჭერას მსხვილი ფულადი შეწირულობითაც გამოხატავენ. ამ სტატიაში გიამბობთ, …

ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება 

საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბლექ სი რივიერას“ ნაკისრი ვალდებულებისგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ქვეყნის ბიუჯეტში 500 ათას ლარს გადაიხდის. საუბარია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს, მისივე ინფორმაციით, ჯამურად, 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. „ბლექ სი რივიერას“ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ ზუგდიდის სოფელ განმუხურში, სახელმწიფოსგან ნაყიდ …

კულტურის მუშაკებს და სხვებს „ქართუ“ 3,1 მილიონს მისცემს – შუამავალი განათლების სამინისტროა

3 მილიონ 156 ათას ლარს ფონდი „ქართუ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წელს გრანტის სახით გადასცემს. გრანტის მიღებაზე სამინისტროსა და „ქართუს“ შორის ხელშეკრულება 4 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, თანხა გათვალისწინებულია „საქართველოს დამსახურებული არტისტებისა და ხელოვნების მოღვაწეთა ყოველთვიური საქველმოქმედო დახმარების და სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისთვის“. ხელშეკრულებას, დანართის სახით, თან ახლავს ხელოვანთა და „სხვადასხვა დაწესებულების …

ივანიშვილს აფრიკიდან ოთხი ბაობაბის ხე მიაქვს – პორტი $850 000 მიიღებს (ბრიტანული გამოცემა)

ბრიტანულმა ონლაინგამოცემა EveningStandard, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს კენიიდან ბაობაბის ხეები მოაქვს. გამოცემის ცნობით, კენიის ერთ-ერთ პორტთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ამ პორტიდან ბიძინა ივანიშვილმა ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ცოცხალი ხე უნდა გაიტანოს. ხეების გადატანით კი, ოთხთვიან სამუშაოში, პორტი, სავარაუდოდ, 850 000 აშშ დოლარს მიიღებს. იგეგმება თუ არა ბაობაბის ხეების აფრიკიდან შეკვეთილში გადმოტანა და იმ …

ბათუმიდან ზოოკუთხის ბოტანიკურ ბაღთან გადატანას ივანიშვილის ფონდი დააფინანსებს

ბათუმის მერიის მიერ მომზადებული განკარგულების პროექტის მიხედვით, ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაბა ჩაქვში, ასევე ბათუმის ცენტრალური პარკიდან მისი გადატანა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს. საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ეს ფონდი უზრუნველყოფს ასევე  უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ახალი ზოოპარკის პროექტირებასა და მის მშენებლობაში. „…უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით ახალი ზოოპარკის მშენებლობის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების საკითხში ბათუმის მუნიციპალიტეტს …

დარჩება თუ არა „რვაფეხა“ სახელმწიფოს საკუთრებაში

ბათუმის მერიის ინფორმაციით ე.წ. „რვაფეხას“, კაფე „ფანტაზიის“ შენობის აღდგენა – რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ გეგმავს. ამასთან დაკავშირებით სამუშაოების დაწყების ნებართვის მისაღებად ქონების მესაკუთრემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიას მიმართა. „რვაფეხა“ ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს, ბულვარი კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შესაბამისად, მერიამ ტერიტორიის შემოღობვისა და მისი მსუბუქი კოსტრუქციით გადახურვის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს …

ბათუმში “მწერალთა სახლის” რესტავრირებული შენობა გაიხსნა

დღეს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მწერალთა კავშირის ახლად რესტავრირებული შენობა გაიხსნა. აჭარის მწერალთა კავშირის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი “ქართუ” აწარმოებდა. 1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი 1957 წლიდან ფუნქციონირებს. ათწლეულების განმვალობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები. “შენობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით იყო მართლაც სავალალო მდგომარეობაში, ფონდი ქართუ დაინტერესდა ამ ძეგლით და უმოკლეს ვადებში …

ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ ოჯახებს ბინებით მერია დააკმაყოფილებს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ ოჯახებს ბინებს მერია გადასცემს. ამის შესახებ დღეს, 6 ივლისს, ეგარსლან ლომიძემ, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა თქვა. მას საკრებულის სხდომაზე საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძემ ჰკითხა, რას უპირებენ იმ 11 ოჯახს, რომლებიც დღემდე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ლომიძის განმარტებით, მერიამ 2010 წელს აღწერა ოჯახები, რაც არაზუსტი იყო და მიმდინარეობს მუშაობა, …

Exit mobile version