რა უნდა შეიცვალოს, რომ ბავშვებმა ფიზიკის სწავლა შეძლონ?

ავტორი: ნინი თურაძე არდადეგებამდე ერთი კვირით ადრე მივედი მე-18 საჯარო სკოლაში. ეს ის დროა, როდესაც ბავშვებს ყველაზე მეტად ეზარებათ ხოლმე სკოლაში სიარული. მივაგენი კლასს, სადაც იმ წუთებში ფიზიკის გაკვეთილი ტარდებოდა. ჩემდა გასაკვირად, იქ არც ისე ცოტა ბავშვი დამხვდა. მე და ფიზიკის მასწავლებელმა, ვენერა აბუსერიძემ, რომელიც უკვე 38 წელია ასწავლის ფიზიკას, გადავწყვიტეთ, იქვე, კლასში, გვესაუბრა ფიზიკაზე. …

აჭარიდან ფიზიკის 4 მასწავლებელი CERN-ში გაივლის სტაჟირებას – კონკურსი

აჭარის განათლების ფონდი ფიზიკის მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს აცხადებს ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში – CERN-ში ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად. ფონდის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებლებს, რომლებიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი აღნიშნულ ცენტრში. „კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, …

ახალგაზრდები, რომლებმაც ფიზიკის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 33-ე საერთაშორისო ტურნირზე – IYPT 2020 – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მეოთხე ადგილზე გავიდა. კანადა, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო – ასე გადანაწილდა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. ყოველწლიურ ტურნირზე საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში მედალი წელს პირველად მოიპოვა. ტურნირის მიზანია ახალგაზრდების დროულად ჩართვა სამეცნიერო და კვლევით პროცესში, ოპონირების უნარის …

„დედამიწა ისევ ბრუნავს, ამის შეხსენება მინდოდა“ – ბსუ-ს ფიზიკის სტუდენტი

„ყოველთვის, როცა ამ „ფუკოს ქანქარას“ ჩავუვლი, მახსენდება, რომ დედამიწა მრგვალია და ისევ ბრუნავს. ეს არის გზავნილი, რომ დედამიწა მოძრაობაა, ჩვენ, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ, არ უნდა გავჩერდეთ,“ – ასე მიხსნის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა სურმანიძე „ფუკოს ქანქარის“ უნივერიტეტის ფოიეში მოწყობის იდეას. ანა ფიზიკის სპეციალობის მესამე კურსზე სწავლობს და ერთ-ერთი სტუდენტური პროგრამის ფარგლებში ცნობილი „ფუკოს …

ბათუმელი სტუდენტი 100-პროცენტიანი გრანტით ფიზიკოსობას აპირებს

„ალბათ, ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება ისწავლოს ადამიანმა, ფიზიკაა,“ – ფიქრობს ბათუმელი დაჩი ხუციძე. ის იმ სტუდენტებს შორისაა, ვინც სახელმწიფოსგან 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. დაჩი ფიზიკოსობას აპირებს. ის თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლის. „თავიდან ფიზიკა ძალიან მერთულებოდა, არ მომწონდა. მე-11 კლასიდან გავაცნობიერე, რომ რეალურად ეს ყველაზე საინტერესო საგანი იყო… ჯერ არ ვიცი, ფიზიკის მასწავლებელი ვიქნები, თუ სხვაგან ვიმუშავებ. ვიცი, …

პედაგოგი, რომლის სახელმძღვანელოთი შვეიცარიის სკოლებში ფიზიკას ასწავლიან

12 მაისს, აჭარის განათლების ფონდის მოწვევით, ფიზიკის მასწავლებლებისთვის მასტერკლასებს ბერნის გიმნაზიის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი ირმა მგელაძე ატარებს. ირმა მგელაძე შვეიცარიის ფიზიკის კომისიის (DPK) წევრია, მის მიერ მომზადდა და გამოიცა ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც შვეიცარიის სკოლებში ასწავლიან. „ფიზიკის სასწავლო პროგრამა ეთმობა ისეთ თემებს, რომლებიც შეიქმნა მე-17-მე-18, მე-19 საუკუნეებში, რაც წარმოადგენს სასწავლო ფიზიკის სწავლების უზარმაზარ დილემას. ბუნებრივია, …

რა შეიტანა ცერნიდან დაბრუნებულმა ფიზიკის მასწავლებელმა სკოლაში

„ცერნმა მოახერხა ჩაეხედა წარსულში“ – ბათუმელი პედაგოგი ბირთვული კვლევების ლაბორატოარიაში სამი ბათუმელი ფიზიკის მასწავლებელი გასული წლის შემოდგომაზე, ჟენევაში, ცერნში იმყოფებოდა. ცერნი ბირთვული კვლევების უდიდესი ევროპული ლაბორატორიაა, სადაც ბათუმელი პედაგოგები ათი დღის განმავლობაში უსმენდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერების ლექციებს და პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობაც მიეცათ. ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც ცერნში იმყოფებოდა, ბათუმის მე-18 საჯარო და კერძო სკოლა „განათლებას“ ფიზიკის …

სტაჟირება ფიზიკის მასწავლებლებისთვის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში

აჭარის განათლების ფონდმა საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისთვის  კონკურსი გამოაცხადა. კონკურსზე შერჩეული პედაგოგები ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში [CERN – Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire] . კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიაT აჭარის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს მასწავლებელს ან პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ფიზიკის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. ისინი სტაჟირების პროგრამის …

Exit mobile version