რას ფიქრობს ხალხი ბათუმში „ოცნების“ ახალ ინიციატივაზე – შექმნას შს სამინისტროში სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში, მათ შორის ფეისბუქზეც, სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის მონიტორინგი და კონტროლი იქნება? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.
Tag Archives: ფეისბუქი
ფეისბუქში რუსი სამხედროებისა და პუტინის მიმართ სიძულვილის ენა ომის გამო დასაშვები გახდა
პლატფორმა „მეტა“, რომელიც მოიცავს სოციალურ ქსელებს ფეისბუქსა და ინსტაგრამს დროებით დასაშვებს ხდის სიძულვილის ენის გამოყენებას რუსი სამხედროების, პუტინის და ბელორუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს მისამართით. ამ ინფორმაციას როიტერსი, სოციალური ქსელის მოდერატორების შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს. როიტერსი წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „მეტა“ დროებით უშვებს პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომელიც ჩვეულებრივ არღვევს წესებს. მაგალითად, დასაშვები ხდება …
ფეისბუქი, ინსტაგრამი, მესენჯერი და WhatsApp-ი გათიშულია
სოციალური ქსელი ფეისბუქი, ინსტაგრამი, ფეისბუქ მესენჯერი და WhatsApp-ის აპლიკაცია 4 ოქტომბრის 19:50 საათიდან გათიშულია. facebook.com -ზე შესვლისას ჩნდება შეტყობინება – „ბოდიში, რაღაც შეცდომა დაფიქსირდა, ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ და მას მალევე შევასწორებთ“. ჯერჯერობით უცნობია ხარვეზის მიზეზი, თუმცა ცნობილია, რომ სოციალური ქსელი გლობალურად გაითიშა. სოციალური ქსელის და აპლიკაციების გათიშვიდან მალევე ფეისბუქმა განცხადება კონკურენტი სოციალური ქსელის, ტვიტერის …
Continue reading “ფეისბუქი, ინსტაგრამი, მესენჯერი და WhatsApp-ი გათიშულია”
„დამხვდა შეტყობინება, რომ პირადი ფოტოები გამივრცელეს“ – კიბერდანაშაულის სქემა
აჭარის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალის იურისტი, ილონა დიასამიძე აცხადებს, რომ უცნობი პირი მისი ფეისბუქის გატეხვას ცდილობდა. ილონას თქმით, უცნობი პირი მას ფეისბუკმეგობრის ანგარიშიდან დაუკავშირდა და აცნობა, რომ ერთ-ერთ გვერდზე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ის ილონას ამ გვერდზე გადასვლას სთხოვდა. „ბათუმელები“ ილონა დიასამიძეს ესაუბრა და გაარკვია, თუ რა ინფორმაცია მიიღო მან ფეისბუქმეგობრისგან და რა …
Continue reading “„დამხვდა შეტყობინება, რომ პირადი ფოტოები გამივრცელეს“ – კიბერდანაშაულის სქემა”
ფეისბუქმა „სპუტნიკის“ ქსელიც გააუქმა საქართველოში
ფეისბუქმა საინფორმაციო პორტალი „სპუტნიკის“ ქსელიც გააუქმა საქართველოში. საუბარია რამდენიმე ფეისბუქგვერდზე, სადაც „სპუტნიკის“ ახალი ამბები ვრცელდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ბენიძე ავრცელებს, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი. „დაგვიდასტურეს, რომ “ნიუს-ფრონტის” ქართულ ანგარიშებთან ერთად “ფეისბუქმა” ასევე გააუქმა “სპუტნიკის” ქსელი საქართველოში, რომელზეც 1 თვის წინ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა მათ მიერ ადრე აღმოჩენილ “სპუტნიკის” მსგავს ქსელებს სხვა …
Continue reading “ფეისბუქმა „სპუტნიკის“ ქსელიც გააუქმა საქართველოში”
მედეა ვასაძე წერს, რომ 30 000 დოლარი შესთავაზეს და სუს-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მედეა ვასაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მას პროვოკაციაში ადანაშაულებს. მედეა ვასაძე წერს, რომ დღეს, 23 აგვისტოს, მას ქრთამად 30 000 დოლარი შესთავაზეს სამსახურის სანაცვლოდ. „მან შემოსვლისთანავე დააზუსტა ვიყავი თუ არა მარტო, მოკითხვის შემდეგ კი მითხრა, რომ ბოლო ოცი წელი ცხოვრობდა რუსეთში, იყო ერთი თვის დაბრუნებული, ეძებდა სამსახურს, …
ფეისბუქმა სამი რუსული გვერდი დაბლოკა
Facebook-მა სამი არხი: Soapbox-ი, Back Then-ი და Waste-Ed-ი დაბლოკა. ფეისბუქგვერდები CNN-ის რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ დაიბლოკა, რეპორტაჟის თანახმად კრემლი ამ არხებზე პროპაგანდისტული ვიდეობის გადაღებას აფინანსებს. CNN-ის თანახმად, დაბლოკილი გვერდები გერმანულ კომპანია Maffick Media-ს ეკუთვნის, კომპანიის 51%-ის მფლობელი რუსული არხი RT-ია, ამ უკანასკნელს კი კრემლის პროპაგანდისტული მედიაჰოლდი Russia Today ფლობს. „არ გვსურს დავაბნიოთ ჩვენი პლატფორმის მომხმარებლები იმ ძალების საშუალებით, …
ფეისბუქი შიშველი ვენერას წინააღმდეგ
ცენზურა 30 000 წლის ვილენდორფის ვენერას „პორნოგრაფიულ“ ქანდაკებასაც შეეხო. შიშველი ქანდაკების ფოტო ფეისბუქმა სოცქსელისთვის შეუფერებელი პორნოგრაფიული შინაარსის გამო დაბლოკა. გამოცემა „artnewspaper“-ის ცნობით, ხელოვნების ნიმუშებზე ფეისბუქცენზურა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. „პორნოგრაფიად“ მიჩნეული „ვილენდორფის ვენერა“ ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმშია (Naturhistorisches Museum) დაცული. თერთმეტსანტიმეტრიანი ქანდაკება დაახლოებით 30 000 წლისაა. ლორა გჰიანდას მიერ ატვირთული ქანდაკების ფოტო ფეისბუქცენზორებმა მალევე …
როგორ უნდა დატოვოთ ყველა ჯგუფი ფეისბუქზე ერთდროულად
ფეისბუქის მომხმარებლებისთვის დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფებში ავტომატური დამატება. ზოგიერთი მომხმარებელი ასობით ჯგუფის წევრია და ყოველდღიურად იღებს შეტყობინებებს ამ ჯგუფში გავრცელებულ პოსტებზე. ფეისბუქის ფუნქციებში არ არის ყველა ან რამდენიმე ჯგუფის ერთდროულად დატოვების ფუნქცია, რის გამოც ფეისბუქის მომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას. ამ პრობლემის გადაწყვეტის გზამკვლევი ვიდეო YouTube-ზე მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა. ვიდეოს ავრცელებს i LOVE YOUTUBE-ის სახელით …
Continue reading “როგორ უნდა დატოვოთ ყველა ჯგუფი ფეისბუქზე ერთდროულად”