„ნუ დამინგრევთ ოჯახს“ – 3 შვილის დედა სახელმწიფოს სთხოვს მის მეუღლეს მისცენ ბინადრობის უფლება

ბათუმში მცხოვრები სამი შვილის დედა სახელმწიფოს სთხოვს, რომ ოჯახი არ დაუნგრიოს. სამი შვილის დედა იამზე ბოლქვაძე, საქართველოს მოქალაქეა. ის თურქეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული. წყვილს ქორწინებაში სამი შვილი –  12 წლის ბიჭი, 7 და 5 წლის გოგოები ჰყავთ. იამზეს მეუღლეს, აღით ჩელიქს თურქეთ-საქართველოს საზღვარი ბოლოს 2017 წლის 28 სექტემბერს აქვს გადმოკვეთილი. იამზეს მეუღლე წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა …

„ვეძებ ბიძას, რომელიც საზღვრის კამერების მიხედვით, საქართველოში შემოვიდა“- აზერბაიჯანის მოქალაქე

ბათუმში დაკარგულ კაცს ეძებენ. „ბათუმელებს“ დღეს, 6 სექტემბერს, დაკარგული კაცის დისშვილი, აზერბაიჯანის მოქალაქე, გიუნაი ელიზადე დაუკავშირდა და სთხოვა დახმარება ინფორმაციის გავრცელებაში. დაკარგული კაცი ჰაფიზ სულეიმანოვიც [Hafiz Süleymanov] აზერბაიჯანის მოქალაქეა და მისი ნათესავის თქმით, მასთან დაკავშირება 28 აგვისტოს შემდეგ ვერ ხერხდება. „დაკარგული კაცი ჩემი ბიძაა. საზღვრის კამერების ჩანაწერები გადავამოწმეთ და ვიცით, რომ ის თურქეთიდან საქართველოში გადავიდა. …

რატომ გააძევეს აუტისტური სპექტრის მქონე 7 წლის ალექსის მამა ქვეყნიდან – „ბავშვი ძალიან განიცდის“

7 წლის აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის, ალექსის მამა, თურქეთის მოქალაქე, ბიულენთ ბაქირელი საქართველოდან 12 აგვისტოს გააძევეს. როგორც მისი მეუღლე, საქართველოს მოქალაქე სოფო ასამბაძე-ბაქირელი გვეუბნება, ბიულენთ ბაქირელი მოულოდნელად აიყვანა პოლიციამ და ისე გააძევეს ქვეყნიდან, რომ მას ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს.  „ჩემი მეუღლე, ფაქტობრივად 5 საათის განმავლობაში თავისუფლებაშეზღუდული იყო. მას არც ადვოკატთან და არც ჩემთან დაკავშირების …

როცა 2 მოსამართლის გადაწყვეტილება ურთიერთსაპირისპიროა – ერთი უცხოელის გაძევების საქმე

როგორ გააძევებს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი ქობულეთში დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როცა მოსამართლე მას ქვეყნის დატოვებას უკრძალავს? – ამ შეკითხვით შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს 7 აგვისტოს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ანატოლი ვ. უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქმის მასალების მიხედვით, მისი საქართველოდან გაძევება შსს-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს. მის დაკავებას – გაძევების აღსასრულებლად – ბათუმის საქალაქო სასამართლოში …

დამატებითი დაცვის მქონე უცხოელისთვის სამგზავრო პასპორტის ფორმა დაამტკიცეს

საქართველოში პირადობის და სხვა მოწმობების, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ასევე სამსახურებრივი თუ სამგზავრო პასპორტების ფორმები იცვლება. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები – რომლებშიც ცვლილებები რამდენჯერმე შეიტანეს, 2025 წლის 4 ივნისის ნაცვლად, 6 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს. ერთ-ერთ ბრძანებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით კი დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმა დაამტკიცეს. დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გარე ყდის …

საქართველოში ცხოვრების უფლება რუსეთის 16 567-მა მოქალაქემ მიიღო – 3 წლის მონაცემები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, საქართველოში სხვადასხვა უფლებით ცხოვრების ნებართვა მიიღო რუსეთის 16 567-მა მოქალაქემ. მათგან 10 043 პირს საქართველოში ბინადრობის ნებართვა მისცეს. საქართველოს მოქალაქეობა კი, რუსეთის 6 524 მოქალაქეს მიანიჭეს [მათგან 3200 პირს უშუალოდ 2022 წელს, მათ შორის, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებსაც]. ბინადრობის ნებართვა …

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა-შენარჩუნების მოთხოვნის ვადები კიდევ გახანგრძლივდა

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. შესაბამისი ცვლილება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა. ამ ცვლილებამდე ეს ბოლო ვადა 2022 წლის 31 დეკემბერი იყო. ამასთან, ახალი ცვლილებით, „საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც …

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რ.მ.-ს ბრალი დაუმძიმა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების …

ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად უცხოელი დაიღუპა

დღეს, პირველ აგვისტოს, დილით, ჩაქვში ერევანი-თბილისის მატარებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაეჯახა. შსს ინფორმაციით, კაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ბინადრობა 5 ივლისიდან გაუძვირდებათ

უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღება გაუძვირდათ. თუკი აქამდე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მისაღებად 300 ათასი ლარი იყო საკმარისი, ახლა ამისთვის 300 ათასი ამერიკული დოლარია საჭირო. თუკი უცხოელს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღება სურს, მან ამ ოდენობის ინვესტიცია უნდა შემოიტანოს ქვეყანაში. ცვლილება კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შევიდა და იგი 5 ივლისიდან ამოქმედდება. …

მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალი რეანიმაციაშია

ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. სასწრაფოს ინფორმაციით, გამოძახება დაახლოებით 40 წუთის წინ მიიღეს. შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. „ქალი თავდაპირველად კონტაქტური იყო, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ბაუ) გადაიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია“, – გვეუბნებიან სასწრაფო დახმარების სამსახურში. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და …

Exit mobile version