41 წლის ბათუმელი ქალი, რომელმაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა – ვიდეო

„როცა ექიმმა გამსინჯა, მითხრა – არ დაგიმალავ, ეს არის სიმსივნე. ადგილზე გავიყინე, რადგან იმ მომენტში მართლა რთული იყო ჩემთვის. სიმსივნე იყო მეოთხე სტადია, ღვიძლზე გადასული მეტასტაზებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 41 წლის თამილა სალუქვაძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. ამბობს, რომ მკერდზე სიმაგრე როცა შენიშნა, ექიმთან მაშინვე არ წასულა. „რთული პერიოდი მქონდა და თან ქვეცნობიერი შიში“, – გვეუბნება …

რა უნდა ვიცოდეთ კიბოს სკრინინგის ჩატარებამდე

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 6-8 ათასია. კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანესია. კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, მთავარ გამოწვევად ისევ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის გაზრდა რჩება. ძუძუსა და …

კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა 

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით  6-8 ათასია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] პროგნოზირებს, რომ უახლოეს ოცწლედში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის არის საქართველოც, პრევენციასა და მოვლის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობის გამო, კიბოს შემთხვევები 81 პროცენტით გაიზრდება. NCDC: 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით …

„მე დავამარცხე სიმსივნე“ – ბათუმელი ქალის კიბოსთან ბრძოლის ისტორია 

ავტორი: ევა ართმელაძე  45 წლის თამილა თურმანიძემ ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე, მეოთხე სტადია, სამი  წლის შემდეგ დაამარცხა.  თამილა გვიყვება, რომ 3 წლის წინ, როცა ჩივილები დაეწყო, ექიმთან მისვლისგან თავს იკავებდა, რადგან შიშობდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.  „ძალიან ცუდად რომ ვიყავი და ვეღარ ვმუშაობდი, წავედი თბილისში, მეგობრების რჩევით.  მანამდე ექიმთან არ მივდიოდი, არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ …

როგორ დავიცვათ თავი საშიში პაპილომა ვირუსებისგან

პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, აქედან 40-მდე ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია. მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს კიბოთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა. ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. არსებობს პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი სახეობა, მაგრამ მათი უმრავლესობა არ იწვევს პრობლემებს. HPV-ის მცირე ნაწილი შეიძლება შენარჩუნდეს …

აჭარაში ტუბერკულოზის 210 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა 2019 წელს

2019 წელს აჭარაში ტუბერკულოზის 210 ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისშია. ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის პროექტის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო ექსპერტი ტომას ნიკოლსონი, რომელიც პროექტის ეფექტურობასა და მობილური ჯგუფების ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პროექტის კოორდინატორის,  ნონა ეფაძის თქმით, პროექტი, …

ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს

დღეს, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღნიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, დილიდან ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის უფასო ინტეგრირებული სკრინინგი მიმდინარეობს.  სკრინინგი დღის ორ საათამდე გაგრძელდება. მსურველებს შეუძლიათ საცრებათა პარკში, „ეშმაკის ბორბალთან“ მივიდნენ, სადაც დგას სპეცმანქანა. სკრინინგის გავლის მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა. სკრინინგი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული …

უფასო გამოკვლევები ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის დასადგენად

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან  სკირინგის უფასო აქცია მოაწყო. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ტუბერკულოზზე, ასევე, C ჰეპატიტის გამოკვლევის ჩატარება შეეძლო. „20 ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან ერთს C ჰეპატიტი დაუდასტურდა, 4 ადამიანის მონაცემები კი შემდეგი კვლევებისთვის ფტიზიატრიულ განყოფილებაში გადაიგზავნა,“ – გვითთხრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. აქვე აღნიშნავენ, რომ აქცია გრძელდება და …

რატომ არის ოქტომბერი ვარდისფერი და ვის ელიან სკრინინგზე ექიმები

სარძევე ჯირკვლის კიბო გავრცელებული დაავადებაა. ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიაში „ვარდისფერი ოქტომბერი“ საქართველო რამდენიმე წელია, რაც ჩაერთო. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბოს დიაგნოზი განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. კამპანიაში ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ონკოლოგები, მამოლოგები, ონკოლოგიური კლინიკები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთვებიან. კლინიკა „ნიუ პლაზმა“ …

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ქობულეთში

27 ივლისიდან რეგიონში C ჰეპატიტის სკრინინგის ორკვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მობილური ლაბორატორიები ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უფასო ტესტირებებს ჩაატარებენ მოსახლეობაში. დღეს, C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკრინინგს  NCDC აჭარის სამმართველო, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ზიანის შემცირების ქსელი–კავშირი ,,იმედი” ჩაატარებს. სკრინინგი 11:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. ამავე თემაზე: C ჰეპატიტის …

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ბათუმის ბულვარში

დღეს, ჰეპატიტებთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, 11:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იწყება. სკრინინგს NCDC აჭარის სამმართველო, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ზიანის შემცირების ქსელი –კავშირი ,,იმედი” ატარებს. მსოფლიო დღის აღსანიშნავად 27 ივლისიდან რეგიონში სკრინინგის ორკვირეული იწყება, რომლის ფარგლებშიც მობილური ლაბორატორია ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უფასო ტესტირებას ჩაატარებს მოსახლეობაში, ასევე გაავრცელებს საინფორმაციო მასალას. ტესტირებით …

Exit mobile version