დააკავეს ჯგუფი, რომელიც უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების მეთაურების მოკვლას გეგმავდა

უკრაინის კონტრდაზვერვამ გააუვნებლა დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების მეთაურთა ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც უშიშროების საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ФСБ -ს ჯგუფის წევრების დასაკავებლად ოპერაცია ერთდროულად კიევისა და სუმის ოლქებში მიმდინარეობდა. უშიშროების ცნობით, ჯგუფის წევრები ზვერავდნენ უკრაინის ძალების გადაადგილებას დედაქალაქში და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში, აგროვებდნენ სპეციალური ძალების მეთაურთა პერსონალურ ინფორმაციას და ცნობებს მათი გადაადგილების მარშრუტების …

უკრაინის კონტრდაზვერვამ აგენტი 007 დააკავა

უკრაინის კონტრდაზვერვამ ზაპოროჟიეში დააკავა რუსეთის აგენტი, რომელიც მოხალისედ ასაღებდა თავს, სინამდვილეში კი ეფესბეს უკრაინის შეიარაღებული ძალების კოორდინატებს აწვდიდა. უშიშროების ინფორმაციით, აგენტი ქალია, მეტსახელით – „007“. „ის ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული პოლოგოვსკის რაიონის მცხოვრებია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში გადაიბირეს. თავისი რუსი „კურატორისგან“ მას მიენიჭა მეტსახელი „007“. აგენტს დავალებული ჰქონდა სადაზვერვო საქმიანობა უკრაინის ტერიტორიაზე. დანაშაულის …

იქ უამრავი გვამი იყო – რას ჰყვება რუსი მეზღვაური „მოსკვას“ ჩაძირვაზე

უკრაინის უშიშროება ავრცელებს რუსი სამხედრო ტყვის დაკითხვის ჩანაწერს, რომელშიც ის კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შესახებ ჰყვება. რუსი მეზღვაური ამბობს, რომ მას მონაწილეობა უნდა მიეღო კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაციაში, თუმცა მას შემდეგ, რაც დაინახა, რა ხდებოდა ზღვაში, გადაწყვიტა, საკუთარი სიცოცხლე არ გაეწირა. „უამრავი გვამი იყო იქ. ხომალდი დაკარგეს, ჩაიძირა, მისი ბუქსირით გამოყვანა ვერ შეძლეს… რომ ვნახე, …

რადას დეპუტატი უკრაინის დაპყრობაში რუსეთს ეხმარებოდა – უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ გამოააშკარავა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატი ანდრეი დერკაჩიც შედიოდა. ქსელის მიზანი იყო, რუსეთს უკრაინის დაპყრობაში დახმარებოდა. გამოძიების მტკიცებით, დერკაჩი კურირებდა დაცვის კერძო კომპანიების შექმნას უკრაინის სხვადასხვა ოლქში. ეს სტრუქტურები უკრაინის სწრაფი ოკუპაციისთვის უნდა გამოეყენებინათ. უშიშროების მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ დეპუტატის მიმართ გამოძიება უკვე დაიწყო. „ქსელის შექმნაზე დიდი …

რუსმა სამხედროებმა ლამის მოკლეს ბუნტის ჩასახშობად მისული გენერალი – უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროების სამსახური აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, მათი მტკიცებით, ადასტურებს, რომ კონტრაქტზე მომუშავე რუსი სამხედროები შეტევაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. „დონეცკის ოლქში რუსმა კონტრაქტორებმა ლამის ჩაცხრილეს თავიანთი გენერალი (ოლქის მეთაური, ვალერი სოლოდჩუკი), რომელიც ადგილზე ბუნტის ჩასახშობად მივიდა და აიძულებდა სამხედროებს, ბრძოლა გაეგრძელებინათ“, – წერს უკრაინის უშიშროების სამსახური. სატელეფონო საუბრის ჩანაწერში სამხედრო ეუბნება ცოლს, რომ მათი 600-კაციანი ბრიგადიდან …

Exit mobile version