მთავარი,სიახლეები

უკრაინის კონტრდაზვერვამ აგენტი 007 დააკავა

14.09.2022
უკრაინის კონტრდაზვერვამ აგენტი 007 დააკავა

უკრაინის კონტრდაზვერვამ ზაპოროჟიეში დააკავა რუსეთის აგენტი, რომელიც მოხალისედ ასაღებდა თავს, სინამდვილეში კი ეფესბეს უკრაინის შეიარაღებული ძალების კოორდინატებს აწვდიდა. უშიშროების ინფორმაციით, აგენტი ქალია, მეტსახელით – „007“.

„ის ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული პოლოგოვსკის რაიონის მცხოვრებია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში გადაიბირეს. თავისი რუსი „კურატორისგან“ მას მიენიჭა მეტსახელი „007“. აგენტს დავალებული ჰქონდა სადაზვერვო საქმიანობა უკრაინის ტერიტორიაზე. დანაშაულის შესანიღბად, ის მოხალისედ ასაღებდა თავს,“ – წერს უკრაინის უშიშროება.

უწყების ცნობით, ქალი სამხრეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე პარტიზანული მოძრაობის წევრების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. უშიშროების მტკიცებით, „007-ს“ ასევე დავალებული ჰქონდა, დაემყარებინა ურთიერთობა უკრაინის დამცველებთან, რათა მათი ადგილმდებარეობა და გადაადგილების მარშრუტი დაედგინა. მიღებული კოორდინატების, პირადი შემადგენლობისა და თავდაცვის ძალების ტექნიკის შესახებ მონაცემების გადაცემას ის სპეციალურად შექმნილი ანონიმური ტელეგრამარხით აპირებდა.

უშიშროება აცხადებს, რომ ჯაშუში მანამდე ამხილეს და დააკავეს, ვიდრე ის ინფორმაციის ეფესბესთვის მიწოდებას მოახერხებდა. აგენტ „007-ს“ ბრალი სახელმწიფოს ღალატში ედება, სასამართლომ მას უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: