როგორ მართავს კონცერტს ბათუმის ვიცე-მერი უკანონოდ აშენებულ რესტორანში

ბათუმის ვიცე-მერმა, სოფო ხალვაშმა კონცერტი გამართა შენობაში, რომელიც უკანონოდ არის აშენებული. ამ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი სტატიის მომზადების დროს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ მერიაში ამ 15-სართულიანი შენობის პროექტსაც კი ვერ პოულობენ. „განსაკუთრებული მუსიკალური დღესასწაულია“ – ასე აწერია აფიშას, რომელიც რესტორან „რუსთაველის“ გვერდზე გამოქვეყნდა პირველ ივლისს, 19 ივლისს კი ვიცე-მერმა კონცერტი გამართა მუსიკოს ზვიად ბოლქვაძესთან …

„ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სანაპიროზე მიწა 1 ლარად და 5-წლიანი იჯარით გადასცეს

ზღვასთან ახლოს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, 3445 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხუთი წლის ვადით, საიჯარო წესით გადასცა. ნაკვეთის გასხვისების საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერში ბათუმის საკრებულოს განკარგულებაა მითითებული. ამ განკარგულების მიხედვით, აჭარის მთავრობას კომპანიისთვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 1 ლარად უნდა გადაეცათ. გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიის მოთხოვნის თაობაზე ბათუმის მერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, …

ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს- აუდიტი

ბათუმში, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში უნებართვო მშენებლობების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ისევ წერს. ანგარიშის მიხედვით  მერია სათანადო კონტროლს ვერ უზრუნველყოფს. ასეთი დასკვნა სამსახურმა 2019-2020 წლების დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გამოიტანა. შემთხვევითობის პრინციპით შესწავლის საფუძველზე აუდიტმა ბათუმში 13 უკანონო მშენებლობა გამოავლინა. ანგარიშში საუბარია ისეთ შემთხვევებზეც, როცა შენობები სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ააშენეს. აუდიტის ინფორმაციით  2020 წელს ბათუმში გამოვლინდა უნებართვო …

კიდევ 2 დაზიანებული მზიდი კედელი ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად 

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის გვერდით, ტრაგედიის დატრიალების და 9 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ორი მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულებზე აღმოაჩინა, რომ კომერციული სივრცის მოწყობის პროცესში დაზიანებულია მზიდი კედლები. ეს შეიძლება იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. ერთი კორპუსის შესახებ მერია გუშინ საღამოდან საუბრობს, მას აქეთ, როცა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, 40 ოჯახის …

ბათუმის მერია არ ამხელს, ვინ აშენებს 7 კორპუსს უკანონოდ და რა იქნება გოგოლის #11-ში

ბათუმში, გოგოლის #11-ში, უკანონო მშენებლობა გრძელდება. აქ 7 კორპუსი აშენდა და მშენებლობა გრძელდება. ამას ადასტურებს ვიდეოკადრები, რაც დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაავრცელა. მასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე და გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი. ადგილზე გამოიძახეს მუნიციპალური ინსპექცია და პოლიციის ეკიპაჟი. აქ კომპანიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის …

ასლან აბაშიძის რძალს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #16-ში, უკანონო მიშენება მოაშლევინეს

ასლან აბაშიძის რძალს, სალომე ბაჯელიძეს, რომელიც ვაჟა-ფშაველას #16-ში ახალაშენებულ მრავალბინიან სახლზე დაშენების სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებდა, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა აშენებული ფართობი მოაშლევინა. მესაკუთრე ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ კი პროექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მითითება მისცეს, რაც მესაკუთრემ შეასრულა. უკანონოდ დაშენებული ფართობი უკვე მონგრეულია, ის სივრცე კი, რომელზეც დაშენების სამუშაოებს ატარებდნენ, პირვანდელ მდგომარეობაშია მოყვანილი.   გიორგი აბაშიძის მეუღლეს, …

Exit mobile version