ტყეში სკის განთავსება ეღირება არა 10, არამედ 1 ლარი – ხარვეზი მთავრობის დადგენილებაში 

18 მაისს „ბათუმელებმა“ მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განმარტება გააკეთა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და აღნიშნა, რომ მთავრობის დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზია და 10 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 1 ლარი: „საქართველოს მთავრობის N221 დადგენილების „ტყით სარგებლობის წესის შესახებ“ დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის …

საპატრიარქოს ტყეები 2021 წლამდე არსებულ ეკლესიებთან გადაეცემა – ცვლილება კანონში

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლოა გადაეცეს ტყეები, რომლებიც 2021 წლამდე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედაა – ასეთი ჩანაწერი სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ორი დღის წინ, 24 დეკემბერს გაჩნდა. პარლამენტმა შესაბამისი კანონი 2021 წლის 15 დეკემბერს მიიღო. ეკლესიისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემაზე საუბარი 2020 წელს დაიწყო და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებიც იმავე წელს დაამტკიცა. ცვლილება, ცალკეულ ეკლესია-მონასტერთან, თითოეულ შემთხვევაში, არაუმეტეს …

რამდენი შეშა ეკუთვნის ოჯახს და რა ფასი დაადგინა მთავრობამ – ტყით სარგებლობის წესი ამოქმედდა

საქართველოს მთავრობამ შეშის ფასი დაადგინა. 1 კუბური მეტრი შეშა, ტრანსპორტირების ჩათვლით, 85-90 ლარი ეღირება, ხოლო ტრანსპორტირების გარეშე – 70-75 ლარი. ტყით სარგებლობის ახალი წესი 2021 წლის 21 მაისიდან ამოქმედდა. მოსახლეობა ამ ფასად შეშას მხოლოდ საქმიან ეზოებში იყიდის. 2023 წლამდე ერთდროულად იქნება დასაშვები როგორც შეშის მოჭრა ბილეთით, ასევე შეშის ყიდვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. 2023 წლიდან კი …

დაიბეგრებით, თუ ტყეში მოცვს, მაყვალს, მარწყვს კომერციული მიზნით შეაგროვებთ – ახალი წესი

ტყეში კენკროვანების და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვება უკვე დაშვებულია. ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია სარეალიზაციოდ შეაგროვოს ეს რესურსი, რისთვისაც კონკრეტულ მოსაკრებელს გადაიხდის. რაც შეეხება მოქალაქეებს/ფიზიკურ პირებს, მათ ასეთი რესურსის შეგროვებას როგორც აქამდე, მომავალშიც ყოველგვარი ნებართვისა და ფასის გადახდის გარეშე შეძლებენ. საუბარია, მაგალითად, მოცვზე, მაყვალზე, ტყის მარწყვზე, ასკილზე, ეკალაზე, სოკოზე და ა.შ. „ტყის ანუ სახელმწიფო რესურსის …

სოფლის მცხოვრებლები ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან, ეს წესი 2023 წლიდან შედის ძალაში

მთავრობამ დღეს, 10 მაისს, ახალი „ტყითსარგებლობის წესი“ მიიღო, რომლის მიხედვითაც, „საშეშე და სამასალე მერქანის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიან ეზოებში“, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ახალი წესი თანხვედრაშია ტყის კოდექსთან, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა 2023 წლიდან შეშას …

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

პარლამენტში ინიცირებული „ტყის კოდექსის“ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს. კანონპროექტს, რომლითაც საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დღეს, 20 მაისს, დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იმის საილუსტრაციოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ რა ფართობის ტყის საკუთრებაში მიღება შეუძლია …

Exit mobile version