გიორგი რიჟვაძემ ალექსანდროს პეტერსონის სტიპენდია მიიღო და დიდ ბრიტანეთში, კერძოდ King’s College London-ში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. გიორგი რიჟვაძე ხულოში ცხოვრობს. პრესტიჟულ კოლეჯში სასწავლო სტიპენდია 60 ათას გირვანქა სტერლინგია (200 000 ლარი) და ის ცხრა ქვეყნიდან მხოლოდ ერთ სტუდენტზე გაიცემა წელიწადში ერთხელ. გიორგი რიჟვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სტიპენდიის მიღება საკმაოდ რთული იყო, …
Tag Archives: სწავლა საზღვარგარეთ
პარიზის ორ კონსერვატორიაში ერთდროულად ჩავირიცხე – 19 წლის ქართველი ბარიტონი
„უბრალოდ მომისმინეთ“ – ვისაც კი გავიცნობდი პარიზში, თუ მუსიკა ესმოდა, ყველას ამას ვთხოვდი. ვცდილობდი მომეძებნა ადამიანები, რომლებიც მოისმენდნენ ჩემს ნამღერს და რამეს მირჩევდნენ. მინდოდა დროზე დავრწმუნებულიყავი საკუთარ შესაძლებლობებში და მუსიკისთვის მიმეძღვნა თავი, ან რამე სხვა საქმეს შევდგომოდი. 2022 წელს წამოვედით საფრანგეთში. 16 წლის ვიყავი. სცენის მტვერი უკვე ვიცოდი რაც იყო და სიმღერისკენ მიმიწევდა სულ გული“ …
Continue reading “პარიზის ორ კონსერვატორიაში ერთდროულად ჩავირიცხე – 19 წლის ქართველი ბარიტონი”
რამდენჯერმე დამჭირდა გადაუდებელი დახმარება საკვების ნაკლებობის გამო – ქართველი სტუდენტი
23 წლის ელენე თაბაგარი ნიუ-იორკის ჯულიარდის სახელობის სკოლაში მუსიკის ავთენტური შესრულების ფაკულტეტზე სწავლობს, სამაგისტრო საფეხურის მეორე კურსზე. ჯულიარდში ამ ფაკულტეტზე სწავლა ყოველწლიურად 60 ათასი დოლარი ღირს. ელენემ მუსიკის ამ უმაღლესი სკოლის სრული დაფინანსება მოიპოვა სტეტსონის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში წარმატებული სტუდენტობის შემდეგ. ჯულიარდი ლინკოლნის ცენტრში მდებარე საშემსრულებლო ხელოვნების კონსერვატორიაა, სადაც ისეთმა დიდმა მუსიკოსებმა მიიღეს განათლება, როგორებიც არიან …
ამერიკა გაძლევს შანსს, იცხოვრო შენი მიზნისთვის – სტუდენტი საქართველოდან
ერეკლე 2016 წელს წავიდა პირველად ამერიკაში, აიდაჰოს შტატის კოლეჯში ფლექსის პროგრამით. კოლეჯი 2020 წელს დაამთავრა. მერე ორი წელი იმუშავა და ახლა სიეტლის სამართლის სკოლაში ჩაირიცხა. რამდენიმე დღეში სწავლა ეწყება. კოლეჯშივე ისწავლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან ერთად სამართალი, საერთაშორისო პოლიტიკა და შემოქმედებითი წერა, რაც ერთგვარი მომზადება იყო სამართლის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად: „ამერიკული განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი აზრის …
Continue reading “ამერიკა გაძლევს შანსს, იცხოვრო შენი მიზნისთვის – სტუდენტი საქართველოდან”
ობამას ფონდის ლიდერი ქალი საქართველოდან – „რუსეთი ოკუპანტიას შემდეგ მაგრამ არ იწერება“
„14 წლის ვიყავი, როცა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ჩემს სახლს გადაუფრინა. მას შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რატომ ხდება ასეთი უსამართლობა მსოფლიოში. ალბათ პოლიტიკითაც იმიტომ დავინტერესდი, რომ ამ კითხვებზე პასუხები მიმეღო“- ამბობს მაკა ტოხიშვილი. 2023 წელს მაკა ტოხიშვილი შეარჩიეს ბარაკ ობამას ფონდის ლიდერების ევროპის პროგრამაში, რომლის მიზანი მსოფლიოში ლიდერობის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაა. როგორ ხედავს …
როგორ გავხდეთ „ფლექსის“ ფინალისტი? – რჩევები პროგრამის 5 გამარჯვებულისგან
FLEX-ი, მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა აშშ-ში, რომელსაც სრულად აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ბევრი მოსწავლის ოცნებაა. ზოგი მოსწავლე პირველივე ცდაზე ხდება პროგრამის გამარჯვებული, ზოგი რამდენიმე ცდის შემდეგ აღწევს მიზანს. 2022 წელს „ფლექსის“ ფარგლებში საქართველოდან 70 მოსწავლე გაემგზავრება აშშ-ში სასწავლებად, მათგან 8 მოსწავლე აჭარიდანაა. რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ „ფლექსის“ ფინალისტი გავხდეთ? – „ბათუმელებმა“ 5 ფინალისტს სთხოვა, გაეზიარებინათ …
Continue reading “როგორ გავხდეთ „ფლექსის“ ფინალისტი? – რჩევები პროგრამის 5 გამარჯვებულისგან”
სამაგისტრო, სადოქტორო და სხვა სასტიპენდიო პროგრამები უცხოეთში – განაცხადების მიღება დაიწყო
განათლების საერთაშორისო ცენტრი, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2021-2022 სასწავლო წლისათვის ექვს სასტიპენდიო პროგრამაზე აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს პროგრამებია: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში აკადემიური პროგრამები იტალიაში პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით …
ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 – 2021 წლისთვის ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდიას გასცემს. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ. განაცხადების მიღება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს. ეიფელის ბრწყინვალების სამაგისტრო სტიპენდია მოიცავს 12-დან 36 თვემდე პერიოდს, სადოქტორო სტიპენდიის ხანგრძლივობა კი 12 თვეა. სტიპენდია გაიცემა შემდეგი მიმართულებებით დაინტერესებული მომავალი მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის: – …
Continue reading “ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის”
სწავლა საზღვარგარეთ – აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსში საბუთების მიღებას იწყებს
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსში – „სწავლა საზღვარგარეთ“, საბუთების მიღებას იწყებს. სამინისტროს ცნობით, საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 4 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის …
სტუდენტი ქედიდან, რომელიც სამედიცინო ფიზიკას იტალიაში სწავლობს
25 წლის რევაზ თურმანიძე უკვე თითქმის ერთი წელია სწავლობს იტალიაში ფიზიკის მსოფლიო საერთაშორისო ცენტრისა და ტრიესტეს უნივერსიტეტის ბირთვული და სამედიცინო ფიზიკის გაძლიერებულ სამაგისტრო კურსზე. ამბობს, რომ ამ მიმართულებით მოულოდნელად დაინტერესდა: ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლისას საზაფხულო და ზამთრის სკოლებში სწავლობდა, იქ სამედიცინო ფიზიკის შესახებ შეიტყო და მას მერე მიხვდა, რომ ეს …
Continue reading “სტუდენტი ქედიდან, რომელიც სამედიცინო ფიზიკას იტალიაში სწავლობს”
სასტიპენდიო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის დიდ ბრიტანეთში
გამოცხადდა HMC-ის კონკურსი მოსწავლეებისთვის დიდ ბრიტანეთში სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროექტი ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განათლება მიიღონ ბრიტანეთის კერძო წამყვან სკოლებში. სკოლაში სწავლისას მოსწავლეები მოემზადებიან A LEVEL- ის გამოცდებისთვის და ჩაერთვებიან დამატებით არასასკოლო აქტივობებში. წარმატებული კანდიდატები დაფინანსდებიან 35-40 ათასი ფუნტი სტერლინგით. პროექტი სრულად ფარავს სწავლის, კვებისა და მოსწავლის ცხოვრების ხარჯებს. აპლიკანტების შერჩევა ხდება ტესტირების, აკადემიური მოსწრების, …
Continue reading “სასტიპენდიო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის დიდ ბრიტანეთში”
უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოცხადდა
2018-2019 წლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ ოთხ პროგრამაზე: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები – სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები – პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური …
ცხრა სტუდენტი, რომელთა საზღვარგარეთ სწავლას აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს
„სწავლა საზღვარგარეთ“ – ასე ეწოდება პროგრამას, რომლის ფარგლებში აჭარის განათლების სამინისტრო წარმატებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს უცხოეთში განათლების მიღებაში ეხმარება. 2017 – 2018 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება ცხრა სტუდენტმა მოიპოვა. სტუდენტები სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების (სწავლის საფასური, ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებენ ფინანსურ დახმარებას საშუალოდ 12500 …
ფიზიკის მასწავლებელი ქედიდან ევროპის ატომური კვლევების ცენტრში
მერაბ დიასამიძე ერთადერთი ფიზიკის მასწავლებელია მთიანი აჭარიდან, რომელიც ჟენევაში, მსოფლიოს უდიდესი ატომური კვლევების ორგანიზაციაში – „ცერნში“ სასწავლო კურსს გაივლის. მერაბთან ერთად აჭარიდან ფიზიკის ორი პედაგოგი გადამზადდება. „ცერნი“ ატომური კვლევების უდიდესი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც ჟენევაში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. საქართველომ „ცერნთან“ თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო, 2013 წელს კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განათლების …
Continue reading “ფიზიკის მასწავლებელი ქედიდან ევროპის ატომური კვლევების ცენტრში”
ბათუმელი მათემატიკის მასწავლებელი ნებრასკას უნივერსიტეტში
27 წლის ბათუმელი მათემატიკის მეთოდისტი, იმედა იაკოვენკო გასულ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკას შტატის ქალაქ ლინკოლნში ორი წლით გაემგზავრა, სადაც ნებრასკას განათლების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე – სწავლა, სწავლება და მასწავლებლის განათლება – ორი წლის განმავლობაში ისწავლის. მას პირველი წლის სოლიდური გადასახადი და საცხოვრებელი ხარჯები სრულად დაფინანსებული აქვს, თუ მისი აკადემიური მოსწრება წლის ბოლოს 81%-ზე ნაკლები არ იქნება, …
Continue reading “ბათუმელი მათემატიკის მასწავლებელი ნებრასკას უნივერსიტეტში”