გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ზიანის მომტანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. კანონპროექტში შემოთავაზებული ცვლილებებით, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციები არ გავრცელდება გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ძველი შეფუთვით კიდევ რვა თვით გახანგრძლივდება. ამას გარდა, შემოთავაზებული ცვლილებით, ბრენდის და ვარიანტების შესახებ ინფორმაცია არა მარტო საქართველოს სახელმწიფო ენაზე, არამედ ინგლისურ ენაზეც …
Tag Archives: სიგარეტი
„თამბაქოს დეპუტატები ყიდიან, ჩვენ კი გვაჯარიმებენ“ – რატომ აღარ მოჰყავთ გლეხებს თუთუნი [VIDEO]
„მე აქ თამბაქო თუ ვერ მოვიყვანე, თოხი უნდა დავდო, თოხსაც მართმევენ, ასე გამოდის,“ – ახალდარგული თამბაქოს ნერგების მწკრივებს შორის დადის როლანდ მიქელაძე და ისე გვიყვება, რატომ მოუწიათ აჭარის მთაში ტრადიციად ქცეულ მეთამბაქოეობაზე უარის თქმა. ნენიას თუთუნს დღემდე აქვს სახელი, თუმცა შუახევის სოფელ ნენიაში თამბაქოს ხსენება გლეხებში უკვე გაღიზიანებას იწვევს. „აღარ დამირგავს ორი წელია“, – გვპასუხობენ …
ჩემი კლასელები „ვეიფს“ ეწევიან – ელსიგარეტის მოხმარების მზარდი ტენდენცია მოზარდებში
ჯანდაცვის სპეციალისტები მსოფლიო მასშტაბით, ბოლო რამდენიმე წელია, მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების საგანგაშოდ მზარდ ტენდენციაზე საუბრობენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მე-7 კლასელი ლიკა, ბათუმის ერთ-ერთი სკოლიდან ამბობს, რომ მისი თანა და უფროსკლასელები ელექტრონულ სიგარეტს მასიურად მოიხმარენ. ეგრეთ წოდებული „ვეიფის“ კომპაქტურობის, რთულად ამოსაცნობი ფორმისა და კლასიკური თამბაქოსგან განსხვავებული სუნის გამო, მისი გამოყენება მოზარდებისთვის ხალხმრავალ ადგილებშიც მოსახერხებელია. …
ბავშვთან ერთად მსუბუქ ავტომანქანაში სიგარეტის მოწევა აიკრძალა
2022 წლის იანვრიდან, მსუბუქ ავტომანქანაში, თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება, სიგარეტის მოწევა აკრძალულია. შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს მოწევა უკვე აკრძალულია „ავტოსატრანსპორტო საშუალებაში [ავტომობილში] მასში არასრულწლოვანის ყოფნისას“. თამბაქოს მოწევა 2022 წლის იანვრიდან აკრძალულია ტქსშიც: [red_box]პარლამენტმა ტაქსებში მოწევა აკრძალა[/red_box] შესაბამისად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში, ტერმინი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი – შემდეგნაირად განისაზღვრა: „ნებისმიერი …
Continue reading “ბავშვთან ერთად მსუბუქ ავტომანქანაში სიგარეტის მოწევა აიკრძალა”
იკრძალება ბავშვის თანდასწრებით მსუბუქ მანქანაში მოწევა? – რა წერია სტრატეგიის დოკუმენტში
მოწევის აკრძალვა ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება; მოწევის აკრძალვა თეატრებში და ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსებში; საღეჭი თამბაქოს აკრძალვა და სხვა – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს კანომდებლობაში ამ დრომდე ასახული არ არის. 2021 წლის 22 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია – 2021-2025“ დამტკიცდა. „2021-2025 წლის სტრატეგია მიზნად …
ბავშვების თანდასწრებით მოწევა შეიძლება აიკრძალოს მსუბუქ ავტომანქანებშიც
ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით სიგარეტის მოწევა შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული. „ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,“ – წერია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში. საქართველოში 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია ყველა …
Continue reading “ბავშვების თანდასწრებით მოწევა შეიძლება აიკრძალოს მსუბუქ ავტომანქანებშიც”
როგორ დავანებოთ თავი სიგარეტის მოწევას – ფსიქოლოგის რჩევები
თამბაქო ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს. აქედან 7 მილიონზე მეტი თამბაქოს პირდაპირი გამოყენების, ხოლო დაახლოებით 1,2 მილიონი არამწეველებზე მეორადი კვამლის ზემოქმედების შედეგია. ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებია. წლების განმავლობაში თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მიზანმიმართული პროპაგანდის გამო, დღემდე სიგარეტის მოწევა დამოუკიდებლობასთან და მიმზიდველობასთანაც კი ასოცირდება. თამბაქოს უზარმაზარ ინდუსტრიას ამაში კინო და პოპკულტურა ეხმარება, სადაც მოწევის …
Continue reading “როგორ დავანებოთ თავი სიგარეტის მოწევას – ფსიქოლოგის რჩევები”
მწეველების რისკები COVID 19-ის პირობებში იზრდება
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წერს, რომ მწეველები, უფრო მეტად მოწყვლადები არიან COVID 19-ის მიმართ და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველ რიგში მოწევის მოქმედება არის საფრთხის შემცველი, რადგან ამ დროს თითები (და შესაძლოა ვირუსით დაბინძურებული სიგარეტი) მოდის კონტაქტში ტუჩებთან, რაც ზრდის ვირუსის გადაცემის შესაძლებლობას ხელიდან პირში. მწეველებს შეიძლება უკვე ჰქონდეთ ფილტვების დაავადება ან შემცირებული ფილტვების მოცულობა, რაც …
Continue reading “მწეველების რისკები COVID 19-ის პირობებში იზრდება”
სიგარეტი ისევ გაძვირდა
მაღაზიებში აცხადებენ, რომ ფილტრიანი სიგარეტის ფასი ძირითადად 20 თეთრით, ცალკეული სახეობების ფასი კი 30 თეთრით გაიზარდა. მათივე განმარტებით, მომწოდებლებს მათთვის არ აუხსნიათ სიგარეტის კიდევ ერთხელ გაძვირების მიზეზი. ამ დროის მონაცემებით 20 თეთრით გაძვირდა “პარლამენტი“, „ვინსტონი“ „მალბორო “, „ქამელი“ „L&M-ი“ , Philip Morris-ი“ და ასე შემდეგ. 2019 წლის ინვრის მონაცემებით, დღემდე საქართველოში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი …
მწეველები ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თუთუნზე გადადიან – რატომ არის თუთუნი იაფი
ბოლო პერიოდში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი მინიმუმ ერთი ლარით გაძვირდა. სწორედ ამიტომ მწეველთა ნაწილი ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თამბაქოზე გადავიდა, რაც გაცილებით იაფია. რამდენით შემცირდა ფილტრიანი სიგარეტის რეალიზაცია და რამდენით გაიზარდა გასახვევი თამბაქოს მოხმარება, ოფიციალური სტატისტიკა ამ დროისთვის ჯერ არ არსებობს. ბათუმში სიგარეტი და თამბაქო ბითუმად, ძირითადად, წერეთლის ქუჩაზე იყიდება. ფილტრიანი სიგარეტით მოვაჭრეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ …
სარფის საბაჟოზე 15 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნივთები ამოიღეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები საქართველოს მოქალაქეს დათვალიერების შედეგად აღმოუჩინეს. ოქროს ნივთების საერთო წონა 240.75 გრამია, ღირებულება – 15 408 ლარი. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. სარფის და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტებიც დაფიქსირდა. შემოსავლების …
Continue reading “სარფის საბაჟოზე 15 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს”
სიგარეტის მოვაჭრეები: სიგარეტი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება
მიმდინარე კვირას საქართველოში თითქმის ყველა სახის ფილტრიანი სიგარეტი გაძვირდა. ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი როგორც მარკეტებში, ასევე საბითუმო რეალიზატორებთან 10 თეთრით, ზოგი სიგარეტი კი – 20 თეთრითაა გაძვირებული. ბათუმში სიგარეტის ბითუმად მოვაჭრეები ამბობენ, რომ იანვრიდან სიგარეტები კიდევ გაძვირდება. „როგორც დისტრიბუტორები ამბობენ, აქციზის გადასახადი იზრდება და ამიტომ გაძვირდა სიგარეტი,“ – გვითხრა ერთ-ერთმა ბითუმად მოვაჭრემ. მეორე მოვაჭრის თქმით …
Continue reading “სიგარეტის მოვაჭრეები: სიგარეტი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება”