„არ დავუშვებთ ახალი კორპუსის დემონტაჟს“ – აქცია სასამართლოსთან

სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა. შეკრებილები ითხოვენ, რომ „სვეტი ჯგუფის“ ახალი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ყოფილ ჭადრაკის სახლთან ახლოს, ბათუმის შემოსასვლელში აშენებული, არ უნდა დაინგრეს. „ჩვენ ვართ 300 მენაშენე, ძირითადად ემიგრანტები… ჩვენ პატიოსნად  ვიხდიდით ფულს, რომ ბინა შეგვეძინა. გთხოვთ, მოგვცეთ სამშობლოში ყოფნის უფლება,“ – აცხადებდნენ აქციაზე შეკრებილები. ახალი კორპუსის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება …

მენაშენეების აქცია – ბათუმის მერია უნებართვოდ აშენებული კორპუსის დემონტაჟს აპირებს

დღეს, 24 მაისს, საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან სამშენებლო კომპანია „სვეტი ჯგუფის“ მენაშენეებმა გამართეს. ამ წუთებში [13:00] ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე დახურულ კარს მიღმა რამდენიმე მენაშენეს ხვდება. „შესაძლოა, მშენებლობა იყო უნებართვო, მაგრამ რვა სართული როგორ აშენდა ქალაქის შემოსასვლელში, აქამდე სად იყვნენ? ჩვენ არ დავუშვებთ მშენებლობის დემონტაჟს,“ – ამბობდნენ დღეს მერიის შენობასთან შეკრებილები. „სვეტი ჯგუფმა“ სამშენებლო სახლის …

„ბათუმის მერიის იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა „სვეტს“ დანაშაულის ჩადენაში შეუწყვეს ხელი“

ბათუმის მერიასთან „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ მენაშენეებმა დღეს, 10 აპრილს, აქცია გამართეს. მენაშენეთა ადვოკატის ირინე ჯობაძის განცხადებით, მენაშენეები ითხოვენ ქალაქის მერიისგან მშენებარე სახლის დემონტაჟის შეჩერებას, ხოლო მთავარი პროკურატურისგან  – დროულად დაინტერესდეს ბათუმის პროექტით. ადვოკატის თქმით, ბათუმში „სვეტის“ მენაშენეების რაოდენობა 300-ს აღწევს, მათ შორის არიან ემიგრანტებიც, თავად კი, ამ დროისთვის, 32 პირის უფლებას იცავს. „ჩვენ მოვიპოვეთ რიგი დოკუმენტები, …

კომპანია „სვეტის“ საქმეზე გამოძიება გრძელდება, დაკავებული არავინაა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი დირექტორისთვის, გივი ჯიბლაძისთვის ბრალის წარდგენისა და მისი დაკავების შესახებ. საგამოძიებო სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ “კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მენაშენეების და სხვა პირების გამოკითხვა და ბრალი წარდგენილი არავის აქვს“. საგამოძიებო სამსახურმა „სვეტთან“ და მის შვილობილ კომპანიებთან დაკავშირებით გამოძიება დაახლოებით …

„ორბმა“ თამარის დასახლებაში „კაისა“ და ზღვისპირა ტერიტორია იყიდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ჭადრაკის სახლი „კაისა“ და მის მიმდებარედ 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორია კომპანია „ორბი ბიზნესცენტრმა“ 4 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. კომპანიის დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, მუშაობენ კონცეფციაზე და ამ დროისთვის არ აქვთ გადაწყვეტილი ამ ადგილზე კონკრეტულად რა უნდა აშენდეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „სვეტი ჯგუფი“ ოლიმპიური ქალაქის აშენებას გეგმავდა. პროექტი ჩავარდა. „სვეტის“ საკუთრებაში აქ …

კომპანია „სვეტი ჯგუფი“, რომელიც ბათუმში ოლიმპიურ ქალაქს აშენებდა, სხვისდება

კომპანია „სვეტი ჯგუფის“ მესაკუთრე შესაძლოა შეიცვალოს. „სვეტი ჯგუფი“ ბათუმში „ოლიმპიურ ქალაქს“ აშენებდა, თუმცა მშენებლობა კარგა ხანია შეჩერებულია. კომპანიის 100% წილის შესყიდვით დაინტერესებულია გივი წულეისკირი, რომელიც შპს „სფერო ჰოლდინგის“ მფლობელია. „სფერო ჰოლდინგში“ აცხადებენ, რომ მათი ერთ-ერთი ინტერესი ისეთი სამშენებლო კომპანიების შეძენაა, რომლებმაც წამოწყებული მშენებლობა ბოლომდე ვერ მიიყვანეს: „ასეთია, მაგალითად, „სვეტი“ და არამხოლოდ ეს. ამჟამად სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიასთან …

ბათუმში „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ პროექტი შესაძლოა აღარ განხორციელდეს

თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დააანონსა. კომპანია აქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა. „ბათუმელებმა“ ახლახან გაარკვია, რომ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, დღეს „სვეტი ჯგუფს“ აღარ ეკუთვნის. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ [პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ] „სვეტი ჯგუფი“ აცხადებდა, რომ სპეციალური შეთავაზება აქვს ემიგრანტებისთვის – 10-წლიანი შიდა უპროცენტო განვადების გამოცხადება… რითაც შექმნა …

ბიზნესგარიგებები და „ოლიმპიური ქალაქი“ ბათუმში

ბათუმის ჭადრაკის სასახლე [„კაისა“] და მიმდებარე ტერიტორია – 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თავის დროზე სასტუმრო „ჰილტონისა“ და ბათუმის საბაგირო გზის მფლობელ კერძო კომპანიას გარკვეული პირობებით გადაეცა. ერთ-ერთი პირობა საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა იყო. ახლახან „ჰესტოკ ბათუმმა“ „კაისა“ მიმდებარე ტერიტორიით „სვეტი ჯგუფს“ მიჰყიდა, რომელმაც აქ „სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ უნდა ააშენოს. კომპანია „სვეტი …

Exit mobile version