„რაც არ უნდა მალონ ეს პროტესტი, პროტესტი თავის თავს ვერ დამალავს. რაც უფრო დიდხანს მოითმენენ ისინი ამ ყველაფერს, მით უფრო მეტად და ძლიერად გაანადგურებს ეს მათ პიროვნულად,“ – ამბობს ყოფილი საჯარო მოხელე სალომე მაჭარაშვილი. ის ერთ-ერთია იმ ასეულობით საჯარო მოხელეთა შორის, რომლებიც პროტესტის გამო საჯარო სამსახურიდან დაითხოვეს. „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირების კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მონაცემებით, …
Tag Archives: საჯარო სამსახური
მეორე სამსახურის შეზღუდვა საზმაუს და აჭარის ტელევიზიას არ შეეხება – კანონპროექტი
მეორე სამსახურზე შეზღუდვა საზოგადოებრივი მაუწყებლის, მათ შორის „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომლებს აღარ შეეხებათ – „შეთავსებით“ მეორე სამსახურს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „ოცნების“ პარლამენტი დაუშვებს. ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავენ. კანონში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2025 წლის პირველი ნოემბრიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს მეორე სამსახურში დასაქმება ეზღუდებათ. „მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი …
Continue reading “მეორე სამსახურის შეზღუდვა საზმაუს და აჭარის ტელევიზიას არ შეეხება – კანონპროექტი”
„რეპეტიტორობაც არ შეიძლება უფროსის თანხმობის გარეშე“ – კონტროლის ახალი მექანიზმი კანონში
რა საფრთხეს უქმნის საჯარო სექტორს კორუფციის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც საჯარო მოხელეებს პარალელურად სხვა სამსახურში დასაქმებას უზღუდავს ან უფროსის წერილობით თანხმობას ითხოვს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტს ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა. ბატონო ნიკა, როგორც ვიცით, კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს იმასაც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს სჭირდება ხელმძღვანელის თანხმობა იმისათვის, რომ სხვა სამსახურშიც დასაქმდეს. …
1200-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს – „მაგრამ კრიტიკული განწყობა არსად არ წასულა“
პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ საჯარო სექტორიდან “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 1200-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლა და შეცვალა კანონმდებლობა. ამასთან სახელმწიფო რესურსებს ხარჯავს სასამართლო პროცესებზე, სადაც სამსახურიდან “რეორგანიზაციის” საბაბით გათავისუფლებულმა მოხელეებმა სარჩელები შეიტანეს. საჯარო რეესტრი, საქართველოს პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია და იუსტიციის სამინისტრო – ეს იმ უწყებების ხუთეულია, საიდანაც ყველაზე მეტი საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს. „მაგალითად, …
„ჩემი მეუღლე „ოცნების“ დამფუძნებელი დელეგატია, ორივე გაგვათავისუფლეს“ – ყოფილი საჯარო მოხელე
მანანა ჯავაშვილი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში, კერძოდ, წნორის ტერიტორიულ ორგანოში 12 წელი მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან დაითხოვეს მანანას მეუღლეც, რომელიც სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო 2012 წლიდან. „ახალი წლიდან გადაიყვანეს ხელშეკრულებით, ერთთვიანი გაუფორმეს კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება პარტიას [ქართულ ოცნებას] ემსახურა, პირველი დელეგატი იყო, 2012 წელს, საარჩევნო შტაბიც ებარა და მთელი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო ამ …
„მატყობინებენ, რომ 1 თებერვლიდან თავისუფალი ვარ“ – გათავისუფლებაზე წერს კიდევ ერთი საჯარო მოხელე
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ალიაშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ალიაშვილი ფეისბუქზე წერს. „წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, …
კიდევ ერთი საჯარო მოხელე წერს, რომ გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ის და მისი ორი კოლეგა, საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. „ეს პოსტი ეხება საჯარო სექტორიდან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით წმენდას! 2009 წლიდან საჯარო სამსახურში ვარ დასაქმებული, ჯერ სკოლაში, შემდეგ პენიტენციურ სისტემაში, 2014 წლიდან კი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის …
Continue reading “კიდევ ერთი საჯარო მოხელე წერს, რომ გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით”
ვის აღარ მოეთხოვება საჯარო სამსახურში ქართულის ცოდნა – საია განმარტავს, რა და რატომ შეიცვალა კანონში
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან პირველი რანგის, მაღალი მმართველობითი დონის თანამდებობის პირები, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები. რატომ არის პრობლემა და რა რისკებს შეიცავს ეს ცვლილება? – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილებები რეპრესიულია. აღნიშნულ ცვლილებებს 13 დეკემბერს პირველი …
„ეს არის ხმების ყიდვა ბიუჯეტის ხარჯზე“ – რატომ იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი
ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა საჯარო სექტორში, რომლის წილი მთლიან დასაქმებაში საშუალოდ 22.5%-ია. „უმუშევრობა გრძელვადიანი პერიოდის მწვავე პრობლემაა, რომლის შემცირება მთავრობას ორი გზით ძალუძს – შექმნას სათანადო ეკონომიკური გარემო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას და შესაბამისად, დასაქმებას შეუწყობს ხელს, ან თავად იყოს დამსაქმებელი. მთავრობა ამ უკანასკნელს ირჩევს, როგორც რენტის მაძიებელი, რადგან მთავრობა არა სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზატორი, …
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურში მიღების წესი შეცვალა
შს სამინისტროში სამსახურში მიღების წესი შეიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, „სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა პოლიციის აკადემია იქნება“. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, ინერგება ანაზღაურებადი სტაჟირების მოდელი. „საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე გამომძიებლის გადამზადება“. 2018 წელს აკადემია პროფესიულ საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაიქმნა და „სამინისტროს კვალიფიციური ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას ემსახურება“. „მხოლოდ გასულ წელს აკადემიაში პროფესიული მომზადება გაიარა 4139-მა პოლიციელმა, …
Continue reading “შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურში მიღების წესი შეცვალა”
აჭარის განათლების სამინისტრომ 2016 წლის კონკურსის მონაწილე 148 პირი დაიბარა
აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლო დავა ყოფილმა თანამშრომელმა – ნანა შავაძემ მოუგო. საქმე 2016 წელს ჩატარებულ კონკურსს ეხება, რომელიც სასამართლოს შეფასებით, უკანონოდ ჩატარდა. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განათლების სამინისტროში საკონკურსო კომისია შეიკრიბა და 148 პირის გასაუბრებაზე ხელახლა დაბარება გადაწყვიტა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ორი წლის წინ სამინისტროს კონკურსში გასაუბრება გაიარეს. კონკურსის ყოფილ მონაწილეებს შეტყობინება …
Continue reading “აჭარის განათლების სამინისტრომ 2016 წლის კონკურსის მონაწილე 148 პირი დაიბარა”
გაიზრდება თუ არა საჯარო მოხელის ხელფასი 2018 წელში
გაიზრდება თუ არა ხელფასები საჯარო სამსახურებში 2018 წლიდან? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემთხვევაშიც კი, ბიუჯეტების პროექტებში არსებული სახელფასო ფონდები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელფასები გაიზარდოს. თუმცა ჯერ არც ბიუჯეტებია დამტკიცებული და არც ის კანონი, რომელმაც ხელფასების ოდენობა და გაცემის წესი უნდა განსაზღვროს. დიდი ალბათობით საჯარო მოხელეებს არც დღეს …
Continue reading “გაიზრდება თუ არა საჯარო მოხელის ხელფასი 2018 წელში”
რა წესით გაიცემა ხელფასები საჯარო სამსახურებში 1-ელი ივლისიდან
პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი ჩაითვალა გარდამავალ პერიოდად, რა დროშიც ახალი კანონმდებლობის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, საჯარო მოხელეებზე 2018 წლამდე არ გავრცელდება. ასეთია, მაგალითად, კანონი, რომელიც შრომის ანაზღაურების [ხელფასი, დანამატი, პრემია] გაცემის მოქმედ წესს საჯარო სამსახურებში 1-ელი ივლისიდან ფაქტობრივად აუქმებს. ხელისუფლების …
Continue reading “რა წესით გაიცემა ხელფასები საჯარო სამსახურებში 1-ელი ივლისიდან”