ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა 3 095 ნაშრომის შედეგები გაასაჩივრეს

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე 3 095 ნაშრომის შედეგები გასაჩივრდა. ცენტრის ინფორმაციით, გასაჩივრების შემდეგ, შეფასება შეიცვალა 928 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.78%-ია. ქულა მოემატა 921 ნაშრომს, ხოლო ქულა დააკლდა 7 ნაშრომს. ცენტრის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი – 1136 საჩივარი, ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გამო დაიწერა.   მეორე ადგილზეა ინგლისური ენა, …

ხულოში უბანზე მისულ ამომრჩეველს მის ნაცვლად ხმა მიცემული დახვდა – საჩივრები

დაბა ხულოში, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა, თინა აბულაძემ აღმოაჩინა, რომ მის ნაცვლად ხმა სხვას ჰქონდა მიცემული. მოქალაქემ ხმის მიცემა ვერ შეძლო.  შემთხვევა 16:05 წუთზე მოხდა. საჩივარი შემთხვევის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჯორბენაძემ დააფიქსირა. რაც შეეხება დაბა ხულოში დაწერილ სხვა საჩივრებს, მათი უმეტესი ნაწილი ეხება რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისთვის ერთდროულად რამდენიმე ბიულეტენის გადაცმას. …

საჩივრების საპასუხოდ ცესკომ საუბნო კომისიების წევრებს ახნა-განმარტებები დააწერინა

წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევა – აგიტაცია, უკანონო აგიტაცია, იძულება, აგიტაცია საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათებში, ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების „ოცნების“ კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენება, სამსახურის მანქანების გამოყენება, გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის წესის დარღვევა, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა – ამ და სხვა საკითხებზე საარჩევნო ოლქებსა და ცესკოში ასობით საჩივარი შევიდა. ამ საჩივრების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ …

99 პირი ერთი უბნის გადასატანი ყუთის სიაში რიგის ნომრების გარეშე – 13 საჩივარი ცესკოში აჭარიდან

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის მეხუთე საუბნო კომისიამ გადასატანი ყუთის სია წესის დარღვევით შეადგინა – კერძოდ, სიას თან არ ერთვის ამომრჩეველთა რიგის ნომრები – წერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენმ-ის წარმომადგენელი, გიგა თედორაძე. მან საჩივარს თან დაურთო ფოტომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ არის შედგენილი გადასატანი ყუთის სია. ამ ფოტომასალის მიხედვით, სიაში მხოლოდ სახელები/გვარები და დაბადების თარიღებია მითითებული. ამომრჩეველთა …

დამკვირვებლის საჩივარი „საეჭვო“ დამკვირვებლების წინააღმდეგ

ბათუმის მე-15 უბანზე დღეს, 2 ოქტომბერს 3 საჩივარი დაიწერა, მათ შორის ერთი საჩივარი – დამკვირვებლების წინააღმდეგ. საჩივრის ავტორიც დამკვირვებელია. რამდენიმე დამკვირვებლის წინააღმდეგ საჩივარი უბანზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა, ლიკა გოგაძემ დაწერა. მანამდე მან კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ სხვა დამკვირვებლები რეგისტრატორების მაგიდებთან კანონით დაშვებულზე უფრო ახლოს იდგნენ და ამომრჩეველთა სამაგიდო სიებიდან ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდნენ. „ასეთი …

მასწავლებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენის ვადები განისაზღვრა

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებისა და მასწავლებლებისთვის სქემით განსაღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წინადადების გასაჩივრებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადები განისაზღვრა. უფროსი და წამყვანი სტატუსის მასწავლებლებისთვის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 9 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩავლით პერიოდი, ხოლო პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის – 2019 წლის 29 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით …

ოლქის წევრის შვილს ბიულეტენი დაეკარგა – საჩივრების განხილვა საოლქოში

კამათი რამდენიმე საჩივრის განხილვას მოჰყვა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში. ერთ-ერთი საჩივარი თავად ოლქის წევრის – რამაზ ფირცხალაიშვილის შვილს ეხებოდა: გიორგი ფირცხალაიშვილი ბათუმის 37-ე უბნის კომისიის წევრია და გადასატან ყუთს გაჰყვა. უბანზე დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ერთი ბიულეტენი გაუჩინარდა. საჩივარი ამ შემთხვევაზე “სამართლიანი არჩევნების” და “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებმა დაწერეს. გადასატანი ყუთისთვის კომისიის წევრებმა უბნიდან დილით 9 …

დარღვევები აჭარაში, რასაც საია ასაჩივრებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საოლქო კომისიას 6, ხოლო ქობულეთის კომისიას 4 საჩივრით მიმართა. შედეგების ბათილად ცნობას ეს ორგანიზაცია მხოლოდ ბათუმის 102-ე უბანზე ითხოვს. „გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს,  102-ე უბანში, გადაეცათ  3 სახის 15 ცალი ბიულეტენი. მას შემდეგ, რაც დასრულდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა და ყუთი დაბრუნდა უბნის ტერიტორიაზე, დადგინდა, რომ არსებობდა სხვაობა …

რა დარღვევებზე დაიწერა საჩივრები ბათუმში

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის 15 საჩივარია რეგისტრირებული. საჩივრის დაწერის უფლება პოლიტიკურ სუბიექტებს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხვალ დღის ბოლომდე აქვთ. ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ კომისია საჩივრების განხილვას ორშაბათს, 23 ოქტომბერს დაიწყებს. საოლქო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს საჩივრებზე გადაწყვეტილების მისაღებად. ბათუმის ოლქში ყველაზე მეტი – 12 საჩივარი „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაწერა. ამ …

როგორ დასრულდა სარჩელების განხილვა ბათუმის საოლქო კომისიაში

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომლითაც უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ხმების ხელახლა გადათვლას “სამართლიანი არჩევნები” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 70-ე მაჟორიტარული ოლქის 86-ე უბანზე მოითხოვდა, სადაც ამომრჩევლის ხელმოწერაზე მეტი რაოდენობის ბიულეტენი დაფიქსირდა. “სამართლიანი არჩევნები” ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდა 68-ე ოლქის 98-ე უბანზეც, სადაც შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო მიღებული …

Exit mobile version