„ღვინის კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები უკვე ძალაშია. ამ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი კი პირველი მაისიდან ამოქმედდება. აღნიშნული მუხლი სამეწარმეო ვენახის გაშენებას შეეხება. ცვლილების მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს ნებართვითაა შესაძლებელი და მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშებისგან. ვენახის გაშენების წესს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს. წესი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა ახალი რეგულაციები …
Tag Archives: საკანონმდებლო ცვლილებები
რა საფრთხეს უქმნის საოჯახო მარნებს „ღვინის კანონში“ შესული ცვლილებები? – შეფასება
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს აჩენს. ცვლილებები 4 მარტს, მეორე მოსმენით მიიღეს კანონში. „კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება“- აცხადებს „გამჭვირვალობა“. ამ ცვლილებების …
Continue reading “რა საფრთხეს უქმნის საოჯახო მარნებს „ღვინის კანონში“ შესული ცვლილებები? – შეფასება”
ამ ცვლილებებით ადამიანის ყველა უფლება განადგურებულია, დიქტატურა ფორმდება – იურისტი
„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, სადაც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მთელი რიგი რეპრესიული ცვლილებები შედის. როგორც პლატფორმა „კომენტარის“ იურისტი ნინო კაპანაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ახალი ცვლილებებით „ოცნება“ ფაქტობრივად აუქმებს ადამიანის უფლებებს ქვეყანაში და ოფიციალურად ფორმდება დიქტატურა. ნინო, გვინდა საზოგადოებას აუხსნათ, რა იცვლება „ოცნების“ მიერ დაანონსებული ცვლილებებით ადმინისტრაციულ და სისხლის …
ვის აღარ მოეთხოვება საჯარო სამსახურში ქართულის ცოდნა – საია განმარტავს, რა და რატომ შეიცვალა კანონში
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან პირველი რანგის, მაღალი მმართველობითი დონის თანამდებობის პირები, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები. რატომ არის პრობლემა და რა რისკებს შეიცავს ეს ცვლილება? – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილებები რეპრესიულია. აღნიშნულ ცვლილებებს 13 დეკემბერს პირველი …
„ოცნების“ პარლამენტს კანონებში შეაქვს ცვლილებები, რაც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება
დღეს, 12 დეკემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლები მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები რეპრესიულია და მიმართულია ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ. „თვითგამოცხადებულმა და არალეგიტიმურმა პარლამენტმა და მასში შემავალმა „ქართულმა ოცნებამ“, ერთდროულად რამდენიმე კანონში დააინიციირა არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის ცვლილება, მათი განხილვა ავტორებმა გამარტივებული და დაჩქარებული წესით მოითხოვეს და პირველი მოსმენით უკვე …
რა შეზღუდვა დარჩება ძალაში საგანგებოს გაუქმების შემდეგ – იურისტის განმარტება
„საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს ავტომატურად ყველა შეზღუდვის გაუქმებას, ხვალ მთავრობა მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას და ამას უნდა დაველოდოთ,“ – ასე გიპასუხებენ ცხელ ხაზზე: 144, თუკი იკითხავთ: რომელი შეზღუდვა რჩება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმება ავტომატურად აუქმებს ამ დროს ამოქმედებულ ყველა შეზღუდვას, მთავრობის ცხელ ხაზზე დარწმუნებულნი არიან, რომ ხვალ …
Continue reading “რა შეზღუდვა დარჩება ძალაში საგანგებოს გაუქმების შემდეგ – იურისტის განმარტება”
სად ირღვევა ყველაზე ხშირად ქალების უფლება? – რაზე ისაუბრეს ქალებმა ბათუმში
დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან, ასევე, გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განხილვის თემა იყო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, ბოლო პერიოდში, საკანონმდებლო სფეროში განხორციელებული ცვლილებები. ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია ამბობს, რომ ხშირად ქალებმა არ იციან, სად და რა ფორმით ირღვევა მათი უფლება. სწორედ ამისთვისაა საჭირო …
Continue reading “სად ირღვევა ყველაზე ხშირად ქალების უფლება? – რაზე ისაუბრეს ქალებმა ბათუმში”
ანა ნაცვლიშვილი ბათუმში შეხვედრას გამართავს
ხვალ 24 იანვარს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საქართველოს პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი შეხვედრას გამართავს. დისკუსიის თემაა „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით გაუგზავნა. „ანა ნაცვლიშვილი შეხვედრის მონაწილეებს ვეტოს არგუმენტებს გააცნობს და დამსწრეთა კითხვებს უპასუხებს“, – ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრა 15:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
„ევრო-1“ სერტიფიკატის გაცემა და ცვლილება კანონში
2015 წლის 3 ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილებით კანონიდან ამოღებული იქნა ის პუნქტი, რომელიც სავაწრო პალატას ანიჭებდა „ევრო-1“ სერტიფიკატის გაცემის ან/და დამოწმების უფლებას. „ევრო-1“ სერტიფიკატი საჭიროა ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით პროდუქციის იმპორტირებისას.
თემურ კახიძე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებას ვითხოვ
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“, თემურ კახიძე საქართველოს კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ცვლილების შეტანას ითხოვს. დეპუტატის განცხადებით, კანონში არ არის ნახსენები აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები, რამაც შესაძლებელია სამომავლოდ პრობლემები წარმოქმნას.