ძმებ წულუკიძეებს ამჯერად ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან – მოწმეები დაკითხეს, გამოსაკვლევია ჩანაწერები

მოწმეების დაკითხვის ეტაპი უკვე დასრულდა „ძმები წულუკიძეების საქმეზე“. ძმებს ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა ამჯერად „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება, მაგრამ ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. მალე წულუკიძეების ჩვენებას მოისმენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, ვიდრე იგი საქმეზე განაჩენს მიიღებს. „საქმეში არაა ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებს იმას, რომ რეზო და ფირუზ წულუკიძეები არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები… გამოსაკვლევი …

ქუთაისის პოლიციასთან ძმები წულუკიძეების და კიდევ 4 პირის გათავისუფლებას ითხოვენ – Live

ქუთაისის სამხარეო პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რიონის ხეობის დაცვის აქციაში მონაწილეობის შემდეგ 6 პირის და, მათ შორის, ძმები წულუკიძეების დაკავებას აპროტესტებენ. ისინი 15 აპრილს დააკავეს. ფირუზ და რეზო წულუკიძეს, ასევე კიდევ 4 ბრალდებულს დღეს, 16 აპრილს, წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან …

„ციხეს 2 თვეში დატოვებს“ – რა გადაწყვიტა სასამართლომ „წულუკიძეების საქმეზე“

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 ნოემბერს, რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა არა ხულიგნობის მუხლით, რასაც მათ გამოძიება ედავებოდა, არამედ ძალადობის მუხლით [126-ე მუხლი]. გადაწყვეტილება მოსამართლემ დისტანციურად გამოაცხადა. ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, რეზო წულუკიძეს სასამართლომ 8 თვით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, ის 2 …

ფირუზ წულუკიძე: წულუკიანი ჩვენთან მოლაპარაკებას ცდილობს – საარჩევნოდ ზონდერჯგუფის შექმნის საქმე

“…მე იქ ახლობელს მივაკითხე და გზად შევესწარი ჩხუბს, გაწევ-გამოწევა იყო, დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა… მანქანა გავაჩერე და გავაშველე,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე დავით ნაგერვაძემ. ის სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს და 27 აპრილს ბათუმში მომხდარ ჩხუბს შეესწრო. საუბარია ბათუმში აპრილში მომხდარ ინციდენტებზე – საცხოვრებელი კორპუსის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ რეზო წულუკიძეს, ელდარ ანთაძეს და …

რა თქვა მაღაზიის კონსულტანტმა გახმაურებულ ჩხუბზე, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა

“…დაახლოებით 10 კაცი ჩხუბობდა და 50 უყურებდა, რამდენიმე ჩხუბობდა, ზოგი აშველებდა… დიდხანს არ გაგრძელებულა, 5-7 წუთი ალბათ… მერე კლიენტი მოვიდა, დამიძახეს და გამოვბრუნდი,” – უთხრა მოსამართლეს მოწმე ხათუნა კობალაძემ. ის პროდუქტების მაღაზიის კონსულტანტია და აპრილში, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მომხდარ ჩხუბს შეესწრო. მოწმის თქმით, მას არ დაუნახავს ვინმესთვის ხელის დარტყმა, ან იარაღის გამოყენება. საუბარია ბათუმში, აპრილში …

ინციდენტი სასამართლოში – წულუკიძის ძმა დარბაზიდან გააძევეს

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებულისგან ერთნაირად უარყოფითი პასუხი მიიღო, როცა თითოეულ მათგანს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? დღეს, პირველ ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეზო წულუკიძის, ელდარ ანთაძისა და ვაჟა კონცელიძის საქმის განხილვა დაიწყო. მათ ხულიგნობას ედავება გამოძიება. ვაჟა კონცელიძე წინასწარ პატიმრობაში არ არის. ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში …

“ემოციებს დაგანახებთ აწი” – წულუკიძე და ანთაძე პატიმრობაში დატოვეს

ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. დღეს, 23 ივნისს, ხულიგნობის საქმეზე, რის გამოც ბათუმში პერიოდულად საპროტესტო აქციები იმართება, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება სჯის, რადგან უარი უთხრეს წინასაარჩევნოდ დახმარებაზე. ბრალდებულების მეუღლეებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ქვითრები, რომელთა მიხედვითაც, მათ სოციალური დახმარება 2020 წლის მარტში …

რატომ გაიმართა აქცია ბათუმში – დაკავებულების ახლობლების და შს სამინისტროს ვერსიები

დღეს, 27 მაისს, ბათუმში ხალხმრავალი აქცია გაიმართა, ჯერ აჭარის მთავრობის წინ, შემდეგ კი ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, სადაც აქციის მონაწილეებმა ქუჩა გადაკეტეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. აქციაზე დღეს 30 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. აქციის მიზეზი ორი დაკავებულია – ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე, სპორტსმენები. აქციის მონაწილეები მათი ოჯახის …

Exit mobile version