„სოკარის“ 200-მდე თანამშრომელმა გაფიცვა დროებით შეწყვიტა – პროფკავშირები

აჭარის გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბათუმში „სოკარ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 22 იანვარს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ლევან გურგენიძე შეხვდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბათუმისა და ხელვაჩაურის ფილიალში დასაქმებულ 200-მდე  თანამშრომელს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოტივით გაიფიცნენ. გაფიცული თანამშრომლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ რთული სამუშაო პირობები აქვთ, ანაზღაურება მაინც …

„ეს არ არის საკმარისი“ – პროფკავშირები სანიტრების ანაზღაურების ზრდაზე

2024 წლიდან უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეების, ბებიაქალებისა და სანიტრების შრომის ანაზღაურებაზე მინიმალური სახელფასო ზღვარი დაწესდება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით სანიტრების ხელფასი 120-დან 250 ლარამდე მერყეობს, ახალი რეგულაციით სანიტრის მინიმალური ხელფასი საათში 3 ლარით, ანუ თვეში 576 ლარით განისაზღვრა. 2023 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის ნაწილისთვის, კერძოდ, ექიმებისა და ექთნებისთვის, საათობრივი მინიმალური ხელფასის ზღვარი დააწესა, თუმცა …

ხელფასი თვეში 147 ლარი – სანიტრები ლანჩხუთიდან კოლექტიურ დავას იწყებენ

„სოლიდარობის ქსელის“ პროფკავშირის სანიტრები კოლექტიურ დავას იწყებენ. სანიტრებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკასთან მოლაპარაკებისთვის მედიატორის დანიშვნის მოთხოვნის განცხადებით 12 მარტს მიმართეს. ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკის სანიტარი თვეში ერთ პოზიციაზე იღებს 147 ლარს. „140 და 150-ლარიანი ანაზღაურება, რომელიც ქვეყანაში საარსებო მინიმუმზე (256 ლარი) დაბალია, ვერ ჩაითვლება ხელფასად“ – ამბობს „სოლიდარობის ქსელის“ გენერალური მდივანი, რევაზ კარანაძე. რეფორმა, რომელიც წელს …

ექთნის მინიმალური ხელფასი საათში 4.40 ლარამდე იზრდება – რას ითხოვს პროფკავშირი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792 ლარი) განისაზღვრა. ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ წლებია ექთნების შრომის პირობებსა და მიზერულ ხელფასებს აპროტესტებს. პროფკავშირის გენერალური მდივნის, რეზო კარანაძის …

ტაში ექთნებს, ღირსეული ხელფასის ნაცვლად – „გაიზარდოს ხელფასი 1590 ლარამდე“

საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ექთნების რაოდენობა საგანგაშოდ დაბალია. თუმცა მიუხედავად ამ კადრებზე არსებული მაღალი მოთხოვნისა, მათი ყოველთვიური ხელფასი 300-დან 600 ლარამდე მერყეობს. მძიმე სამუშაო პირობებისა და დაბალი ანაზღაურების გამო ექთნები ხშირად ტოვებენ პროფესიას, ახალი კადრები კი არ არის. პანდემიის პირობებში ექთნების შრომა განსაკუთრებით დამძიმდა, ისინი დღემდე პანდემიასთან ბრძოლის პირველ ხაზზე დგანან, რისთვისაც „მადლიერების ტაში“ მიიღეს, მაგრამ …

კინოფილმი  „აღმოსავლეთი“ და ტყიბულის შახტაში დაღუპული ექვსი კაცი

ავტორი: ესმა გუმბერიძე რამდენიმე კვირის წინ ჭიათურაში დაიღუპა მაღაროელი, დღეების წინ კი უკვე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ტყიბულშიც. ეს მხოლოდ იმ დროიდან ერთი თვის ვადაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების კვლევის ცენტრის პროექტით ვიყავი ჭიათურაში, რის შესახებაც დეტალური სტატია „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამდენი მცდელობის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამდენი მუშაობის მიუხედავად, ყველაფერი ძველებურად …

ბათუმის პორტში მოშიმშილე ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის პორტში ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი მაღალი არტერიული წნევის გამო გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მეორე მოშიმშილეს გადაყვანის მიზეზი გულის არეში ტკივილები გახდა. ბათუმის პორტის თანამშრომლებმა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია, ოთხი დღის წინ დაიწყეს. ისინი პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებენ. …

პორტის დირექტორი გაფიცვაზე: ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის

ცოტა ხნის წინ ბათუმის პორტის თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა “ბათუმის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა. “ვაცხადებ, რომ ბრძანება ადმინისტრაციის შემცირების შესახებ არ გაცემულა. ეს განიხილებოდა, როგორც მოდელი და სამუშაო განხილვა. მაგრამ განსაზღვრული პირების მიერ ეს გამოიყენება პორტში დესტაბილიზაციისთვის. როგორც ჩანს, ყველას არ მოსწონს პორტის მშვიდი და თავდაჯერებული მუშაობა,” – ამბობს ის. დანიარ მუხამედ რახიმის განცხადებით, …

ერთი დღე ჭიათურულად: როგორ თრგუნავენ პროტესტს?

ავტორი: ესმა გუმბერიძე მძიმე სოციალური პირობების გამო, ბანკის ვალების, ჯანმრთელობის დარღვევების, მკურნალობისთვის საჭირო თანხების… გამო მუშები პროტესტის შემთხვევაში დათმობაზე მიდიან, თუკი ხელმძღვანელობა უმნიშვნელოდ მაინც უმატებთ ხელფასს. ერთ–ერთი აქტივისტი ამბობს: „მედიაში ყოველთვის შუქდება, რომ მუშები ითხოვენ სამუშაო პირობების/უსაფრთხოების გაუმჯობესებას. რეალობაში კი ისინი, ძირითადად, ხელფასისთვის თუ იბრძვიან“. ხშირია გაფიცვის მსურველ მუშებზე ზეწოლა: ინდივიდუალური დაბარებები საშუალო რგოლის ხელმძღვანელებთან …

Exit mobile version