3 მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოშიც? – როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები აჭარაში

„მოქმედ უმაღლეს საბჭოში 6 მაჟორიტარია – ჩამოვა სამზე და გამსხვილდება ოლქები. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მაღალმთიანი აჭარის ოლქს დაემატება ხელვაჩაურის ნაწილი. ცალკე ოლქი იქნება ბათუმი და ქობულეთს უნდა დაემატოს ბათუმის ის ნაწილი, რა ნაწილშიც იყო არჩეული ბათუმის მესამე მაჟორიტარი. მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისითაც ეს დაახლოებით სწორად ნაწილდება. მე, პირადად, დაყოფა ასე წარმომიდგენია. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, ეს …

ერთად ერთის წინააღმდეგ – აქცია ბათუმში

ოპოზიციური პარტიები ბათუმში ახლახან [11:20] ბათუმის ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ და მსვლელობას აწყობენ აჭარის მთავრობისკენ. მათი დღევანდელი საპროტესტო სლოგანია – „ერთად ერთის წინააღმდეგ“. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით. აქციის მონაწილეების თქმით, აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად მზადაა და მას მხოლოდ დამტკიცება სჭირდება. …

რატომ მონაწილეობს ბათუმის მერიის თანამშრომელი ძალადობრივ კონტრაქციებში

ვინ არის გიორგი გიორგაძე, რომელიც პროპორციული არჩევნების ჩავარდნის შემდეგ წამოწყებულ საპროტესტო აქციებზე ჩნდება და აგრესიულობით გამოირჩევა. აქციაზე ბათუმის მერიის წინ მას არ დაუმალავს, რომ ის მერიის შპს-ს „ბათუმის წყლის“ თანამშრომელია. გიორგი გიორგაძე მედიის ყურადღების ცენტრში ბოლოს 2 დეკემბერს მოექცა – თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე, სადაც ჟურნალისტებმა სხვებთან ერთად მისი აგრესიული ქცევა დააფიქსირეს. „ოცნების“ …

ქართველ მუსლიმთა კავშირი აქციის დაშლაზე: ეს ის მომენტია, როცა არავის არ აქვს უფლება ჩუმად დარჩეს

დღეს, დილის 5 საათისთვის თბილისში რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლას განცხადებით ეხმაურება ქართველ მუსლიმთა კავშირი. განცხადებას ამ კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე ავრცელებს. განცხადების ტექსტს  უცვლელად გთავაზობთ: „რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც რელიგიური ორგანიზაცია ვცდილობთ თავი შევიკავოთ ღიად ჩვენი დამოკიდებულების დაფიქსირებისაგან. თუმცა ვფიქრობთ ეს ის მომენტია, როცა არავის არ აქვს უფლება ჩუმად დარჩეს. ამ …

ოქრიაშვილი: თუ ამგვარად განვითარდა პროცესები, ვფიქრობ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით 

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, რომელიც ახლახანს [11:00] პარლამენტში მივიდა, ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად გადაუდებელი იყო დღეს, დილის 5 საათზე აქციის დაშლა და რა პასუხისმგებლობას იღებს ის. კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ეს კითხვა ჟურნალისტებმა შსს უნდა დაუსვან. „მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე. მე მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, აგრეთვე საპრეზიდენტო მმართველობას. ეს …

აჭარის უმაღლეს საბჭოზე ბოქლომის დასადებად მივიდნენ – აქცია

დღეს, 22 ნოემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოს ჭიშკარზე ენმ-ს წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ბოქლომის დასადებად მივიდნენ. ისინი უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას და პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას აპროტესტებენ. ელგუჯა ბაგრატიონი თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 18 ნოემბერს დააკავეს. მას მოსამართლე ვალერიან  ფილიშვილმა 12 დღით პატიმრობა მიუსაჯა. საპროტესტო აქცია …

შსს აქციის მონაწილეებს: ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, თუ გაგრძელდება ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება, პოლიცია „კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“. გუშინ და დღესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ საქართველოს პარლამენტის შენობა. აქვე გთავაზობთ შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად: „17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. …

დეპუტატი პროპორციულის ჩავარდნაზე: „ცუდად მოიქცა ქართული ოცნება“

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი დღეს, 18 ნოემბერს, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. მან მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. გია ჟორჟოლიანის თქმით: „მე მხარს ვუჭერდი და ვუჭერ პროპორციულ არჩევნებს. გამოსავალი არის შემდეგი, ხელახლა უნდა იქნას შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილება და ეს შეიძლება იქნას მიღებული“. ჟურნალისტების კითხვაზე, პროცედურულად რამდენად არის ეს მოსწრებადი, გია ჟორჟოლიანმა თქვა, „რა თქმა უნდა, მოესწრება …

საია პარლამენტის პიკეტირებაზე: ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს პროტესტის ეს ფორმა

„პროტესტის მონაწილეთა ეს ქცევა არაძალადობრივია და პასიური წინააღმდეგობის ფორმით გამოიხატება. საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს არსებულ კონტექსტს და არ უნდა შეზღუდოს აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი, აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, აჩვენოს კონსენსუსის ნება და მხოლოდ ასე და არა ძალის გამოყენებით, დაარეგულიროს არსებული მწვავე ვითარება,“ – …

კიდევ ერთი პროტესტი გამოცხადებული აქციის წინ

ბათუმში, დღეს, 16 ნოემბერსაც იკრიბება მოქალაქეთა ჯგუფები იმის გასაპროტესტებლად, რაც მოჰყვა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებას – მხარი არ დაეჭირათ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. 14 ნოემბერს მმართველმა გუნდმა უარი თქვა თავისი დანაპირების შესრულებაზე, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. აქციის მონაწილეები დღეს ვარდების სკვერში შეიკრიბნენ, საიდანაც ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს. ეს ჯგუფი თავის პროტესტს დღესაც აჭარის მთავრობის …

რა ხდებოდა აჭარის მთავრობასთან დღეს [ფოტოამბავი]

აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს. დაკავებული არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი – რეზო ხარაზი, “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივას წევრი” გია ხალვაში, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი ბეგლარ ფუტკარაძე და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ალექსანდრე მილორავა. აქციას აჭარის მთავრობის სახლთან დღეს, დილის ცხრა საათიდან მართავენ. „აჭარის მთავრობა არის „ოცნების“ გაგრძელება და ჩვენ ვითხოვთ პასუხს …

Exit mobile version