ფულის ძალა სასამართლოში – უთანასწორო ბრძოლა საჯარო სივრცისთვის

მშვიდობიანი პროტესტი აზრს კარგავს! – ეს განცდა აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი სივრცეების მშენებლებისგან დასაცავად ჯერ ქუჩაში გავიდნენ, შემდეგ კი სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ თქვა, რომ ამ საქმეებს განიხილავს, მაგრამ საქმის განხილვამდე სადავო მშენებლობებს არ აჩერებს, რასაც მომჩივანი მხარე დაჟინებით და დასაბუთებულად ითხოვს. ამის შემდეგ კი  მოსამართლეებმა ეს საქმეები თაროზე შემოდეს, ანუ მათი არსებითი განხილვა ჯერაც არ …

როცა საქმე დიდ ფულს ეხება – ანტიკური ნაქალაქარის ამბავი ქობულეთის ფიჭვნარში

როცა საქმე დიდ ფულს ეხება, ინვესტორის კომფორტულად მოქმედებისთვის, მისთვის სასურველი პირობების მისაღებად, მთავრობა, როგორც დამხმარე და ხელშემწყობი, ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ასე მოხდა ქობულეთის ფიჭვნარში ანტიკური ნაქალაქარის შემთხვევაშიც – მთავრობის ზეპირი განცხადებით, აქ 500 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.  ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად კი, კომპანია აქ 250 მილიონ ლარს დახარჯავს. მიუხედავად იმისა, რამდენად ღირებულ და …

ვის აქვს და ვის უნდა საკუთარი პლაჟი ბულვარში 

ბათუმის სანაპიროზე პლაჟის კონკრეტული მონაკვეთის გრძელვადიანი იჯარით მიღების მსურველები ისევ რიგში დგანან. პლაჟს ითხოვენ კომპანიები, რომლებსაც ბათუმის სანაპირო ზოლში მოქმედი სასტუმროები აქვთ ან აშენებენ. პლაჟის ათვისება სურთ მათაც, ვინც სარესტორნო და სხვა ტიპის კომერციულ ობიექტებს ფლობს ზღვასთან ახლოს. „ჩემი შენობის წინ პლაჟი ჩემს განკარგულებაში უნდა იყოს, რომ სტუმარს კომფორტი შევთავაზო, ან მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს პლაჟის გამართულობა“, …

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – პასუხი არ არის

რა დაემართა ბათუმის დამცავ ზონებს? – კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამ კითხვაზე დაახლოებით ისეთივე რეაქცია აქვთ, როგორიც „ტომ სოიერის“ ამბის დასაწყისში – პასუხი არ არის. კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელ ქვეყნის მთავარ სტრუქტურას, საქართველოს ქალაქების ისტორიული განაშენიანების დაუცველად დატოვებასა და რღვევაზე პასუხი არ აქვს. ბათუმის მერიაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცების პროცედურის დაწყება, 2016 წელს მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 …

ფულის ძალა – „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობა ბათუმის ბულვარში

რა გავლენა აქვს ბიზნესმენს, რომელმაც ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის ასაშენებლად ნებართვის მიღება მოახერხა, მაშინ როცა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცალსახად არ უშვებს მსგავსი მასშტაბის მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე? როგორ მოხდა, რომ ყველა სამთავრობო სტრუქტურა, რომლებსაც ამბასადორის „დაჟინებულ მოთხოვნებთან“ შეხება ჰქონდა, მობილიზებული იყო მის დასახმარებლად? „ამბასადორმა“ მიზანმიმართული უკანონო ქმედებების შემდეგ ჯერ ბულვარში …

„ამბასადორს“ ბულვარში პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600კვ/მეტრი უნდა – დღემდე უცნობი დოკუმენტი

კომპანია „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში საკუთარი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრისთვის პარკინგის მოსაწყობად კიდევ 600 კვ.მეტრი ტერიტორია სჭირდება. ამისთვის კომპანიის დირექტორი, ელგუჯა ქებურია, თავისივე ნაკვეთსა და ე.წ. საშინელებათა ოთახს შორის არსებულ ტერიტორიას ითხოვს ბათუმის მერიისგან. ამ წერილით ირკვევა, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ელგუჯა ქებურია ბათუმის ყოფილ მერს, ლაშა კომახიძეს 600 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ ავტოსადგომზე პარკინგის ადგილების გადაცემას მუნიციპალურ …

„ამბასადორის“ ტყუილები – როგორ იქცა 4 სართული 16 სართულად ბათუმის ბულვარში

ნამდვილად 16 სართულის აშენებას გეგმავს „ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში, თუ მომავალში ისევ მოითხოვს პროექტში ცვლილებას რამდენიმე სართულის დამატების მოთხოვნით? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი დღეს არ გვაქვს და რომც გვქონდეს, ის მაინც არ იქნებოდა სარწმუნო, რადგან „ამბასადორის“ პროექტთან დაკავშირებით ბათუმში დაინტერესებული მოქალაქეები ბევრჯერ მოატყუეს. ეჭვები, რაც ამ კომპანიის ბულვარში საქმიანობის მიმართ ბოლო წლებში ხმამაღლა გამოითქვა, ფაქტობრივად, …

Exit mobile version