„ქალები უფრო სუფთები არიან, მამაკაცები კი კორუფციისკენ არიან მიდრეკილები,“ „ქალები უნდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალი უფრო შორსმჭვრეტელია“, „ქალები უფრო წინდახედულები არიან, მეტად ფიქრობენ“, „გლეხებს რომ მოუსმენენ, გლეხი ქალებისთვის რომ იფიქრებენ, ისეთი ქალები მინდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალებმა რომ პარტია ჩამოაყალიბონ სოფელს ააშენებენ“, – ეს მაჭახლის ხეობის მცხოვრებთა მოსაზრებებია. „ბათუმელებმა“ მათ ჰკითხა, რას ფიქრობდნენ ქალების პოლიტიკაში ჩართვაზე, მით …
Tag Archives: პოლიტიკა აჭარაში
ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა
ბათუმის საკრებულოს წევრი ლაშა კილაბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა. მისი თქმით, ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი, მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ლაშა კილაბერიას პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა. კილაბერიამ საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. პოლიტიკურად აქტიური კილაბერია ახლა ამერიკაში კურიერად მუშაობს და ირწმუნება, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდება. „სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა”
ვინ ვის უჭერს მხარს აჭარაში – არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის წევრები ენმ-ის მომავალ თავმჯდომარეს შიდაპარტიული არჩევნების გზით აირჩევენ. არჩევნები 2023 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე დაიწყება და 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდება. ენმ-ის თავმჯდომარეობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ბათუმში ენმ-ი ძირითადად ორ ბანაკად გაიყო, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის მომხრეებად. მხარდამჭერები …
Continue reading “ვინ ვის უჭერს მხარს აჭარაში – არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“”
რით დაგამახსოვრდათ პოლიტიკოსები აჭარიდან? [ტესტი]
აჭარის უმაღლესი საბჭო ზაზა ოქუაშვილისთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებაზე იმსჯელებს
სტატიის გაანხლება აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილის განცხადებას ელიან. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, დეპუტატმა თავად განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, რომ არ ჩააგდებს კოლეგებს [უმაღლეს საბჭოს] უხერხულ მდგომარეობაში და მიმართავს განცხადებით დეპუტატის სტატუსის შესაჩერებლად. ზაზა ოქუაშვილი დიდი ხანია, რაც სხდომებზე დასწრებასა და უმაღლესი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას ვერ ახერხებს. ჯერჯერობით, დეპუტატის განცხადება უმაღლეს საბჭოში არ შესულა. იმ შემთხვევაში, …
Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭო ზაზა ოქუაშვილისთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებაზე იმსჯელებს”
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ
ელგუჯა გოგმაჩაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ქობულეთში. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მან ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ორი წლის წინ დატოვა. თუმცა, როგორც გოგმაჩაძე ამბობს, მას პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. „პარტია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე. …
რამდენად კარგად იცნობთ პოლიტიკას აჭარაში? [ტესტი]
ენმ: თუ ხელისუფლება არ გამოიძიებს მომხდარს, ნიშნავს რომ დესტაბილიზაციის შექმნა სურდა
დღეს 13 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარაში, ლევან ვარშალომიძემ და ელგუჯა ბაგრატიონმა ჟურნალისტებთან განაცხადეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემიჯნება 12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს რომ თუკი ხელისუფლება არ გამოიძიებს ვანდალური აქციის დამკვეთებს და შემსრულებლებს, „ეს იმას ნიშნავს რომ დესტაბილიზაციის შექმნა ხელისუფლებას სურდა“. „ჩვენი პარტია მართავდა აქციებს და კიდევ გამართავს, მაგრამ კმარა გადმობრალების რეჟიმში ქვეყნის …
დღეს უმაღლესი საბჭო ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს
დღეს, 10 თებერვალს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე ლევან ვარშალომიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ამ თემაზე მომხსენებელი ნინო ჩხეტია იქნება, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ 27 იანვარს განაცხადა. …
Continue reading “დღეს უმაღლესი საბჭო ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს”
რის შეცვლას აპირებენ აჭარის მაჟორიტარები საქართველოს კონსტიტუციაში
საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლება კონსტიტუციის შეცვლას აპირებს. საკონსტიტუციო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა, ცვლილების პროექტი მომავალი წლის აპრილში უნდა იყოს მზად. არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა. დეპუტატები აჭარიდან ახლაც იმავე აზრზე არიან, თუმცა ისინი პოლიტიკიდან უკვე წასული პაატა ბურჭულაძის წინასაარჩევნო გზავნილს ააქტიურებენ და ძირითადად ადგილობრივი კადრების ჩაგვრაზე ამახვილებენ ყურადღებას. კიდევ, მაგალითად, კულტურული …
Continue reading “რის შეცვლას აპირებენ აჭარის მაჟორიტარები საქართველოს კონსტიტუციაში”
როგორ აპირებს სამთავრობო გუნდის ფორმირებას ზურაბ პატარაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში არჩილ ხაბაძის ნივთები უკვე აღარ არის, მათ შორის ხატები, რაც არჩილ ხაბაძეს საკმაოდ ბევრი ჰქონდა. კაბინეტში ახლა სამუშაო მაგიდა, სავარძელი, ტელევიზორი და წინა მთავრობის თავმჯდომარეების დროინდელი დივან-სავარძლებია. ზურაბ პატარაძე დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სავარძელს ოთხი წლით დაიკავებს. თავის ნივთებზე კითხვის დასმამდე გვიპასუხა: „სულ შეხვედრებზე დავდივარ, ამისთვის ვერ …
Continue reading “როგორ აპირებს სამთავრობო გუნდის ფორმირებას ზურაბ პატარაძე”
სად აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები დასაქმებას
„რატომაც არა, მაქვს ამბიცია, კი. ორი შემთხვევა ძალიან კარგია – მინისტრი და მოადგილეც,“ – ასე პასუხობს დეპუტატი კაკო ძნელაძე „ბათუმელების“ შეკითხვას: დაპირდნენ თუ არა მას თანამდებობას აჭარის მთავრობაში. დეპუტატები „ოცნებიდან“ საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, ვიდრე ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება, ძველები აჭარის მთავრობაში ხელმძღვანელი პოზიციების დასაკავებლად ემზადებიან. „იმიტომ უნდა დავსაქმდეთ მთავრობაში, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ. …
Continue reading “სად აპირებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები დასაქმებას”
ვინ არიან მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში
ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარების დასახელებისას მმართველმა პარტიამ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პირებზე გააკეთა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სად შეხვდათ მათ საქმიანობის განხორციელებისას კანონმდებლობაში ხარვეზები, რისი შეცვლა სურთ და რა გეგმები აქვთ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში. აჭარის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან ვახტანგაძე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს …
Continue reading “ვინ არიან მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში”
ზურაბ პატარაძე არჩილ ხაბაძის ნაცვლად?
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. ის ამ დრომდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია ყაზახეთის რესპუბლიკაში. ინფორმაცია „ბათუმელებს“ რამდენიმე სამთავრობო წყარომ დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მასთან შეხვედრა უკვე ჰქონდათ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნების“ წევრებს. ეს ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტივილმა დაადასტურა: „ჩვენ მას შევხვდით ბათუმში, რადგან გვაინტერესებდა ყაზახური ინვესტიციები. ეს იყო მეგობრული …
არჩილ ხაბაძის პოლიტიკური ფასი
„დაძანძურება“ – ეს სიტყვა ალბათ დიდხანს გაახსენებს ბევრს არჩილ ხაბაძეს, იმის მიუხედავად, ვინ როგორ აფასებს მის მმართველობას და კიდევ იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა იგი პოლიტიკაში. „ქართულ ოცნებაში“ ახლა ყველაზე აქტიურად ეს საკითხი განიხილება – ვინ უნდა მოხვდეს სიაში. არ არის გამორიცხული, უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი სწორედ არჩილ ხაბაძე იყოს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა …
აბაშიძე თბილისში არ ჩამოვა
„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერი თამაზ დიასამიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალგზის მოწოდებების მიუხედავად, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე არ ჩავა თბილისში, რადგან მას დაჭერის ეშინია. როგორც თამაზ დიასამიძემ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობამ ასლან აბაშიძის დანაშაულებების მხოლოდ „ერთი პროცენტი იცის“, როდესაც აბაშიძე ამ პოსტზე აღარ იქნება და საქართველო ამ ადამიანის დანაშაულობებს შეიტყობს მოქალაქეები …